მე გულის მანკი მაქვს

მთელი დღე უცნაური კონსტრუქციის ფრანებს ვაკეთებდი, საღამოს მომინდა თოჯინა შემეკერა. ჯერ კი ვიფიქრე როგორმე დავუძვრები ამ სურვილს მეთქი მაგრამ ამინდი იყო ისეთი რომ ვერაფერს გავხდი…მერე ჩემი თოჯინა შემეცოდა…  სხვების ხედვით მე ერთფეროვანი ცხოვრება მაქვს. მგონი ცდებიან. მე თუთი ვარ და უამრავი რამის გაკეთება შემიძლია. მაგალითად: ვკერვა თოჯინებს, ვისვამ მანიკურს, ვისწორებ თმას,  ვწერ (ან ვჟღაბნი),  ვკითხულობ, ვხატავ (ან ისევ ვჯღაბნი),  ვცდილობ გავუფრთხილდე საყვარელ ადამიანებ,  ვუსმენ მუსიკას, ზოგჯერ მეც ვუკრავ,  ვსეირნობ, შემიძლია სხვადასხვა აქსესუარების გაკეთებაც, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს, სურვილის  გარეშე ვერაფერს ვაკეთბ კარგად…
ან სურვილით ვაკეთბ ან ვაფუჭებხოლმე როგორც წესი… ამიტომაც მოვალეობების ფობია მაქვს. წარმოგიდგენიათ რა ცუდია რომ უნდა აკეთერო რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ ვალდებული ხარ…?   ეს ფიქრიც ერთერთია, რომელიც ვერასდროს დავამორჩილე ჩემს სურვილს, თორემ ამ მძიმე თემაზე არასდროს ვაფიქრებდი თავს…
წუხელ  უცნაური სიზმარი ვნახე. ჯერ ისაა უცნაური რომ საერთოდ სიზმარი ვანხე… თითქმის არ ვხედავ სიზმრებს,  რამ დამსაზიმრა ეს სცენები.. !  ერთ_ერთ სცენაში შარვალს ვყიდულობდი და არ მიხაროდა. ეს რომ „მისთვის“ მომეყოლა, გულიანად გაიცინებდა და მეტყოდა: _ დო ალბათ წუხელ, ძილში, ბალიში დაკარგეო (და თბილსიყავრულიან მზერას წამისვამდა საეხეზე)…
საათები ისე ჩქარობენ იფიქრებ დანიშნულ ადგილზე მიიჩქარიანო, დღეს ეგენიც შემეცოდნენ,  _დროს ვითვლითო… აბა დროს რა დათვვლა უნდა, დრო დროა მიდის და მიდის,  ესენი კიდე მისდევენ და თვლიან და თვლიან… გიჟად ნუ მომნათლვათ და ეჭვი მაქვს გლობალური უდროობა გვემუქრება. აბა ამდენი ადამიანი ვართ და თითო ამდენ სისულელეში ვხარჯავთ ამ დროს, სერიოზული საფრთხე ემუქრება დროის რესურსებს და მოასწარარით სურვილების ასრულება, მოასწარით იმის კეთება რაც მართლა გინდათ რაა…
დღეს მათემატიკის გაკკვეთისლი ჩატარების ნაცვლად მინდოდა ბავშვებთან უბრალოდ მესაუბრა,  არა ციფრებზე, არა ხაზებზე, არა კუთხეებზე. მინდოდა მესაუბრა რაოდენ მნიშვნელოვანია საკუთარი სურვილების გონივრულად შეფასება და შემდეგ სათანადოდ დაფასება, უკუთხოთ, უხაზოდ და უციფრებოდ…  ბავშვები არ მოვიდნენ, ამინდი იყო ისეთი რომ ბავშვები არ მოვიდნენ… წყეული ამინდი!
ვერ ვიტან უმზეობას!
დღეს ვუდუს თოჯინა შევიკერე, და მერე თოჯინა შემეცოდა…
წუხანდელი სიზმრის მთავარ სცენაში, ექიმმა მითხრა რომ გულის მანკი მაქვს…!

2 Comments

2 thoughts on “მე გულის მანკი მაქვს

  1. ჩემი თუთი❤
    მიყვარხარ მე შენ ძალიან.

    (=

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s