ქალია თუ მამაკაცი?

თითქოს სასაცილო კითხვაა მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ ხშირია შემთხვევები როდესაც უბრალოდ ვერ ვხვდებით ქუჩაში გამვლელის სქესს.  ეს ნიუანსური თვისებების და ჩვევების შეცვლით ხდება… ქალი საჭესთან, ქალი სიგარეტით, ქალი პოლიტიკაში, ქალი მამაკაცური „კომფორტული“ იმიჯით, (ვარცხნილობა, ჩაცმულობა, საუბრის მანერა, და სიარულიც კი)  ქალი საჭესთან  ამ საუკუნის მასალაა, თამბაქოს მომხმარებელი ქალების მოჭარბებაც სტატისტიკურად ამ საუკუნიდან იწევს, ქალი მამაკაცური იმიჯითაც რაღათქმა უნდა მოქმედი საუკუნის  სურათია და ქალების აქტიურობა პოლიტიკაშიც ამ დროის სურათზე უფრო მკაფიოა ვიდრე სხვა საუკუნეების ალბომებში… მეორე მხარეს  კი მამაკაცი, ნაზი სამოსით, უამრავი სამკაულით, ქალური ვარცხნილობით, ნაზი მანერებით,…. მოკლედ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს. სტატისტიკურად მამაკაცი ნელნელა ევოლუცირდება ქალის მიმართულებით და ქალი პირიქით მამაკაცის მიმართულებით. არ გაინტერესებთ რატომ ხდება ეს ? ურთიერთობებში სქესობრივი ბალანსი იქნებ ქალბატონებს უფრო უადვილებს იმის მიღებას ცხოვრებისგან რაც უნდათ?

და რა ხდება მაშინ მამაკაცების თავს? გაუცნობიერებლად მორჩილდებიან  „სუსტი სქესის“ გაძლიერებას??
და მათი ევოლუცია რის ბრალიღაა? რა დანაკლისიც პარტნიორების არაქალურობისგან რჩებათ საკუთარი თავით ინაზღაურებენ?
იმდენი კითხვა და აზრი გამიჩნდა რომ სანამ არ დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა ვერ მოვისვენე, აღმოვაჩინე ფსიქოლოგების ნააზრევი ამასთან დაკავშირებით. ე.ი
ფსიქოლოგები ამბობენ რომ, “ _არსებობს ქალბატონების ტიპი, რომლებიც ცდილობენ იყვნენ განსხვავებულები. ქალების 90% კი  ცდილობს იყოს მოდური… ანუ ქალების იმ ტიპს რომელსაც ინდივიდუალურობა სურს, ქვეცნობიერად აქვს გააზრებული ისიც რომ ზოგადად ქალი სუსტი სქესის წარმომადგენელია და  ცდილობს მამაკაცური იმიჯით, სიმკაცრით და სხვა ნიუანსებით დაემსგავსოს ძლიერ სქესს რომ განსხვავდებოდეს სხვა მანდილოსნებისგან და ამით მოიპოვოს ინდივიდუალიზმი… და რადგან დღეს თითქმის ყველაფერ ახალს კრეატიულობად ნათლავს საზოგადოება, ქალბატონების ეს ტიპი ძალიან მკაფიოდ ჩნდებიან  თავისი განსხვავებული იმიჯით სხვების თვალსაწიერში… და  ქალების 90%ს  რომლებსაც მოდურობა სურს რეალიზების საუკეთესო  საშუალება ეძლევა.  ისინი ქამელეონებივით ეფერებიან ამ ინდივიდს და სწორედ ამიტომ ხდება რომ ქალების უმრავლესობა კარგავს ქალურობას, რომელიც გამოიხატება საუბრის მანერაში, სიარულის მანერაში, ჩაცმულობაში, ვარცხნილობაში და ა.შ…
ხოლო რაც შეეხება მამაკაცებს, მამაკაცები იცვლებიან ქალების მოთხოვნის იდენტურად, ანუ მამაკაცი ევოლუციას განიცდის იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საპირისპირო სქესს სჭირდება.
როდესაც ზოგადად ქალმა დაიწყო იმაზე ფიქრი თუ როგორ გახდეს ძლიერი, მამაკაცი რის მამაკაცია თუ ქალს სიამოვნება არ მიანიჭა, ამიტომ ის ხდება სუსტი და უსუსური რომ დააკმაყოფილოს სუსტის სქესის წარმომადგენელი და თვითონ ამით დაკმაყოფილდეს…“
აი მეგობრებო ასეთი ნააზრევს გადავაწყდი და ძალიან საინტერესო მომენტია, ანუ ადრე თუ „კაცები მსოფლიოს მართავდნენ და კაცებს ქალები მართვდნენ“ ახლა გამოდის რომ კაციც ჩვენი სამართავია და მსოფლიოც გოგონებო…? = )))
არადა ალბათ მართალს ამბობს ბომარშე
“ბუნება ცდილობდა ქალის სახით შემოქმედების მწვერვალის შექმნას, მაგრამ შეცდა, თიხა ძალიან რბილი აღმოჩნდა, და სწორედ ამ სირბილის გამო გააღმერთა ის მამაკაცმა”_ო

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s