მე თუთი ვარ და ყველაზე კარგი მეგობრები მყავს!

მართალი გითხრათ ძალიან უხასიათო „ტიპი“ ვარ და ყოველთვის ვგრძნობ რომ ვალში ვარ მეგობრებთან… არასდროს ვუთმობ მათ იმდენ ყურადღბას რამდენიც საჭიროა, არასდროს ვეფერები მათ ისე როგორც იმსახურებენ. . . ზოგჯერ მიკვირსხოლმე რატომ არიან ჩემს გვერდით…
აი მაგალითად ერთი მეგობარი მყავს. სხვა მეგობრებთან შედარებით, უფრო დიდ დროს მასთან ვატარებ და დარწმუნებული ვარ წარმოდგენაც არ აქვს როგორ მიყვარს. ძალიან ჭკვიანია! მაგრამ რატომღაც ვერ აფასებს ობიექტურად თავის თავს.  მე ვცდილბ ვიზრუნო მის ფიგურაზე, რადგან ის ამაზე მხოლოდ გარკვეულ პერიოდში ზრუნავს :  ))) ასევე მის პირად ცხოვრებაში გადაგმულ ნაბიჯებზე ვფიქრობ, ისე როგორც საკუთარზე ვფქრობხოლმე და მასაც ვუზიარებ აზრებს…
მასთან ერთად ყოფნა მიყვარს! ენერგიულია, ისე  „ტიტინებსხოლმე“ რომ როცა ერთმანეთს ვემშვიდობებით მომდევნო ერთი საათი ძალიან მაკლია მისი ენერგეტიკა…
ლამაზი თვალები და თმა აქვს… ნეტა იცოდეთ როგორი ლამაზი….
——————————
ერთი კი სულ გადარეულია, ძალიან მიყვარს… ისეთი ემოციურია ისეთი გიჟი… კაბებს არ იცვამს, ან მხოლოდ ქორწილებში. მაკიაჟსაც არ იკეთებს ან მაგასაც მხოლოდ ქორწილებში.  მეტყველი სახე აქვს, და საოცარი მიმიკები . . . სულ ყველაფერი აინტერესებს ჩემზე, ყველთვის ისე ბოლომდე და ემოციურად მისმენს რომ მიკვირს. ძალიან უხდება გაშლილი თმა, მაგრამ ვერაფრით  ვაშლეევინებთ. შეიბამს ხოლემე უკან კუდს და დადის ასე… საერთო გარდერობი გვაქვს… ))… მთელი გულით მიყვარს და  მადლობელი ვარ რომ ჩემიანია!
——————————-
ახლა ვისზეც უნდა მოგიყვეთ, ჩემზე უარესი მოუცლელია და ბოროტია :P…
მაგრამ მისი თვალები ისეთია როგორიც არის  უღრუბლო ცა,  თმა კი შემოდგომის ხეებივით აქვს… იშვიათად არის მაგრამ როცა არის ისეთი თბილია, და თან ისეთი მწარე რომ ამას სხვა ვერაფრით ავხსნი თუ არა მისი მეგრელობით…  (ჩემს თბილ გულს რა ვუთხარი თორემ ეგ რა შესაყვარებელია :D) … ყველაზე ყველაზე რთულ დროს ჩემს გვერდით იყო და ჩემს გამო ხშირად ყოფილა ექსტრემალურ სიტუაციაში… : ))) რამდენი ტკბილი მოგონება გვაქვს ))
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!….
———————————
ჩემი მეგობარია ერთი მთაზე შეყვარებული გოგონა, საოცარია, დიდიხანია ვმეგობრობთ და სულ ცოტახნისწინ გავიგე რომ ბოქსიორობაზე ოცნებობდა ბავშვობაში… იმდენად ნაზია, იმდენად სხვანაირი რომ კარგად ვიცინე ამაზე. ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ვხვდებით როცა უკვე ზენიტი გვაქვს ერთმანეთის მონატრების, ავივსებითხოლმე და ვუშვებთ ერთმანეთს და ასე ყოველთვის… მე მას აუცილებლად ვაჩუქებ თოლიას გამოსახულებით რაიმე სამკაულს ( =  და აუცილებლად დავარღვევინებ ერთხელმაინც მარხვას…. !
————————-

ერთი გოგონა კი ბავშვობის მეგობარია ჩემი, ეზოში ნაპოვნი შუშებით დაგვიკაწრავს ხელები და გადაგვისხამს ერთმანეთისთვის სისხლი, რომ დობა შეგვეფიცა.  ერთად „კლასიკზე“ დავხტუნაობდით, პირველი სიყვარულის ემოციებს ვუზიარებდით,  „აიწონა_დაიწონაზე“ ვკატაობდით, ვსაუბრობდით ოცნებებზე, დღიურებს ვაკითხებდით ერთმანეთს, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთ. დღეს ის ერთი საყვარელი ქერა გოგონაა, რომელიც დრომ და გარემოებებმა ვერ დამაკარგვინა და ისევ ვმეგობრობთ…  ძალიან ძლიერია, მთელი შემართებით მიიწევს სურვილების ასრულებისკენ და  მისაბაძი ადამიანია ჩემთვის! ბედნიერი იქნება! და გულით მიხარია!
—————————-

მეგობარს დრო ცდისო ნათქვამია, მაგრამ მყავს ერთი საყვარელი ადამიანი რომელიც სულ ცოტახნის წინ შემომიმეგობრდა. ისეთი სხვანაირია, ისეთი თბილი, ისეთი მშვიდსახიანი და საოცართვალებიანია რომ სიტყვები არ მყოფნის მის დასახასიათებლად. ყველაზე მეტად ის მიყვარს მასში რომ მენდობა… (მეც ვენდობი, მაგრამ მე იშვიათდ ვსაუბრობ რაღაც კონკრეტულზე და მეშინია ამან ჩემთან ურთიერთობაში არ შეზღუდოს, ვცდილობ მეც მოვუყვე რაღაცეები ჩემზე). ის მთელი გულით მიზიარებსხოლმე და ძალიან მიხარია ამას რომ ვგრძნობ. მე ვერაფრით ვაჩვენებ რამხელა სითბო მაქვს მისთვის გულში. ეგ კი არა გვირილები მინდა ვაჩუქო და მაგისთვისაც ვერ მომიბამს თავი… ძალიან ემოციურია და გულში ჩასაკრავი…!  იმედი მაქვს გავუძლებთ დროს, ან პირიქით დრო გაგვიძლებს!  არ მემეტება დროებითად… შემაყვარა თავი ძალიან!
—————————

ეს რაც შეეხებოდათ გოგონებს ახლა ბიჭ მეგობრებზე გადავალ. მოდი არ დავიწყებ ბავშვობის მეგობრებზე საუბარს, პატარაობისას საერთო ენას ბიჭებთან უფრო ვნახულობდი და ამიტომ  შეძენილი ძამიკოები მყავს. რომლებიც ვიცი ისე დამიდგებიან გვერდში როგორც საკუთარი ოჯახის წევრები!
—————————

ერთ მეგობარზე მოგიყვებით ე.ი არის ძალიან პოზიტიური ბიჭი, მეგობრული და თბილი. უყურადღებო მაგრამ ისეთი რომ ამის გამო ვერც კი უსაყვედურებ. ალბათ ვერავინ გაუბრაზდება მას დიდხანს. არც ბევრის საუბარი შემიძლია მასზე. ერთი გიჟი ვიღაცაა და გვერდით მყავს. კარგად ვგრძნობ მასთან თავს, თუმცა მას არ ვეუბნები😀 (თავში აუვარდება)… ჩემგან მოთბილო სიტყვას რომ გაიგონებს, თარიღს იმახსოვრებსხოლმე😀 …
ამბობს ენა გაქვს მწარე თორე გული ტკბილი გაქვსო… (მემგონი თავს იმშვიდებს უბრალოდ :D)…
—————————

აუცილებლად მინდა გითხრათ ამ მეგობარზეც. პირეველ რიგში მიხარია რომ ვიცნობ…  ძალიან ვაფასებ! თბილია. ზოგჯერ, სერიოზული „ლომკა“ მაქვს მასთან საუბრის… სულ მეხმარება. თავის პრობლემებზე იშვიათად მესაუბრება, ისიც მხოლოდ მაშინ თუ ძალით ამოვათქმევინე რაღაც… ხშირად  მაქვს მომენტი როცა ვგრძნობ,  არ ამბობს მაგრამ ვიცი როგორ არის…  ისე განვიცდი მის ცუდად თუ კარგად ყოფნას როგორც ჩემსას. ერთხელ ვუთხარი რომ როცა გული ცუდს არ მიგრძნობს, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციშიც მშვიდად ვარ, რადგან ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება და შენს შემთხვევაშიც ასე ვარ, შენს მომავალზე რომ ვფიქრობ ყოველთვის მშვიდად მეფიქრება და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნებამეთქი… არ მომიტყუებია, მართლა ბედნიერი იქნება! არამარტო იმიტომ რომ მე მგონია ასე! არამედ იმიტომ რომ იმსახურებს!
მან იცის რომ მიყვარს „Löwenbräu“,  „Kinder Chocolate“  და  „Rafaello“ ))) …
—————————–

კიდევ მყვას მეგობრები, რომლებზეც ძალიან ბევრის თქმა შემიძლია, მაგალითად ჩემი და, მაგალითად გოგონა რომლთანაც თითქმის ყოველდღე სოციალური ქსელით ვკონტაქტობ და უთბილესია, მაგალითად ჩემი ბავშვობის მეგობარი სვანი გოგონა რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ან კიდევ ჩემი ულამაზესი ნათლული რომელიც ახლა ორია და არა ერთი! და საოცრად მიყვარს!  ან კიდევ ის ადამიანი როლეთანაც საკუთარი თავი მაკავშირებს, ყველაფერზე ვსაუბრობ მასთან და უბრალოდ, სულ რომ არაფერი, მჭირდება…  მოკლედ ამჯერად მაპატიეთ, თქვენზე აუცილებლად ვიტყვი მერე, სხვა დროს… !
——————————
მე თუთი ვარ და თქვენ ყველაზე კარგი მეგობრები ხართ!

4 Comments

4 thoughts on “მე თუთი ვარ და ყველაზე კარგი მეგობრები მყავს!

  1. ჩემი მეგობარია ერთი მთაზე შეყვარებული გოგონა, საოცარია, დიდიხანია ვმეგობრობთ და სულ ცოტახნისწინ გავიგე რომ ბოქსიორობაზე ოცნებობდა ბავშვობაში… იმდენად ნაზია, იმდენად სხვანაირი რომ კარგად ვიცინე ამაზე. ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ვხვდებით როცა უკვე ზენიტი გვაქვს ერთმანეთის მონატრების, ავივსებითხოლმე და ვუშვებთ ერთმანეთს და ასე ყოველთვის… მე მას აუცილებლად ვაჩუქებ თოლიას გამოსახულებით რაიმე სამკაულს ( = და აუცილებლად დავარღვევინებ ერთხელმაინც მარხვას…. !

    აუუ.❤ =))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s