ვიცი!

ვერ გავამართლე ბედისწერის ნდობა. იმის თქმა მინდა რომ გულის სიტყვა, უბრალოდ სიტყვით ვერ იცვლება, რაც არ უნდა კარგი მსახიობები ვიყოთ.
დავლაგდი და ახლა ვტირი…  მარაზმია სიყვარული ბრალდებულის სტატუსით! სუნთქვასავით, სასიცოცხლოდ მნიშვნელობად უნდა ჰქონდეს ადამიანს ცნობიერებაში, რომ სტანდარტული სამყარო, ადამიანური სამყაროს წონასწორობის დამრღვევია??? „რაინის ოქროსავით“ მოგივათ ჰაერისტებო! ოქროს ძებნაში სიყვარულს დაკარგავთ! ვაგნერი რა კეთილი ყოფილა. . .
გიყვარვარ…?
ადრე ვოცნებობდი, ნეტავ მთელი ცა მზე იყოს მეთქი. ვფიქრობდი რომ ცა თუ მზედ გადაიქცეოდა აღარავის შესცივდებოდა. მზე ხომ კეთილია და თბილი, ყველას ჩაეხუტებოდა და გაათბობდა. შემოდგომით მთელი მსოფლიო შევუდგებოდით მზისთვის სხვითათმანების კერვას, რომ სხივები არ გაყინვოდა მზეს თოვლში და არ დამალულიყო … მერე მზე ჩვენთან ერთად იგუნდავებდა, მსოფლიო არ გაიყინებოდა, არ გაუცივდებოდათ გული ადამიანებს, თბილები იქნებოდნენ სულ. . . ჰოდა ბოლო ხანებში ფიქრებმა ამრიეს. არც ლაგდებიან და არც მე მაძლევენ დალაგების უფლებას. იცი? მზე რომ არ იყოს მთელი ცა, და შენ რომ იყო მთელი სამყარო, მაინც არ გაცივდებოდნენ ადამიანები. შენ ყველას გაათბობდი, როგორ შეიძლება ადამიანმა სიყვარული ვერ შეძლოს იქ სადაც შენ ხარ… ყველას ყველა ეყვარებოდა… ყველა გაიღიმებდა… ვიგრძნობდი მზის ღიმილს და მეყვარებოდი სამყაროვ. . . იყავი რაა…
გიყვარვარ.. ?

ისე ჩამობნელდა ადამიანი ჰორიზონტს მისწვდება ხელით. შემომხედე როგორც უკანასკნელად შემომხედავდი გთხოვ. მე ვგრძნობდი როგორ გაიყინა შენი საყელო.
მე ვგრძნობდი როგორ იზეპირებდი ხელით ჩემს ხელს.
მე ვგრძნობდი რომ არ გინდოდა წამოვსულიყავი მაგრამ მაინც წამოვედი!!! და ისედაც სიბნელით გატენილ ოთახს ერთი სიბნელეც მივემატე. შენ კი ფერდაკარგულ მთვარეს მიუძღოდი წინ. . .  მე მინდა იცოდე რომ  როდისმე თუ დადგება წამი, სადაც ცეცხლის ალიც კი გაყინული იელვარებს მე მაინც მთელი სითბოთი მოგეფერები! ქუთუთოებს მიღმა იასამნისფრით შეგღებავ რომ სიშავის არ შეგეშინდეს თვალებს რომ დახუჭავ…
გიყვარვარ…?
არაამქვეყნიურად დაცხა… განა არ იცოდა იესომ რომ უყვარდააა..??? რატომ იკითხა მესამედ???!!!
პეტრეს უყვარდა იესო…
შენ მე გიყვარვარ… ვიცი…!

2 thoughts on “ვიცი!

  1. მიყვარხარ იცი…
    მას შემდეგ რაც ჩემი მოღარიბოდ მფეთქავი ბინა უნებლიედ მიატოვე, უდანაშაულო ფურცლებზე განვაგრძე ცხოვრება, ქირით. გასახლების მუდმივ შიშს შერწყმული, თუმცაღა არ ვწუხვარ. რადგან ბოლო გარდაცვალება იმდენად მემძიმა რომ აღარც უკანასკნელი გათენებისადმი მოწიწება მიშფოთებს რაღაც შინაგანს(ზოგი ამას სულს ეძახის და მაინც როგორი სიხარბით ვგავართ ერთმანეთს).
    იცი, მონატრებით გამოწვეული შიმშილი, ხელმოცარულობაზე გაცილებით უარესი ყოფილა თურმე(ოხ, ეს ფერადი ბუშტები) სასაცილოა და ამგვარ განგძობითობაშიც შესაძლებელია არსებობა(აკი ვსუნთქავთ)
    იცი, ყოველთვის როდესაც რაღაც საარსებო ლუკმის ძიებაში, ობლად ნაფიქრი და საწყლად შემოსილი, ნაქირავები ბინის ავადმყოფ, სისველეში ოფლადღვრილ(მეზობელი რომ ღია ონკანს ივიწყებს და რატომღაც მშვიდი სიხშირით) კედლებს ვტოვებ და ადამიანურობისაგან გამომშრალ, გადამხმარ თუ გამოღრღნილ მიწას, ზომიერებას ჯიუტად მაძებარი, უსაქმურ მემტილედ ქსოვილი ვატოტებ აქა-იქა ნაბიჯებს, შინ დაბრუნების მრცხვენია ხოლმე, თავს ვხრი და ვწითლდები. მრცხვენია რადგან ყოველთვის ვიცი ვინ როგორ და რა ხასიათით ჩამიარა გვერდი, ვინ რანაერი ნაკვალევი დაუტოვა მარტოსულობის მიწას. მრცხვენია რადგან ვიცი რომელ ქუჩაზე რა ნომერმა სამარშუტო ტაქსმა ჩამიროხროხა უხეშად. ისიც კი ვიცი მატარებლის ჯეელმა მემანქანემ რა ფერის ‘მინდიხარო’ მზერით ირახარუხა ბაქანზე უმორცხვად მდგარ, მწიფე და მოკაპასო ქალის წითელ კაბაზე….
    შენ დღესაც ვერ დაგინახე..
    მრცხვენია გაფიქრებაც კი რომ ის ვინც მე მიყვარს, ჩემდაუნებურ-შეუმჩნევლად, ქალაქის რომელიღაც ‘სულერთია’ ადგილას გამცდა. მე კი თეთრმა უსინათლომ, ვერ დავინახე, ვერ აღვიქვი და ვერ განვიცადე…
    იცი, გიყვარდი – ღმერთზე მეტადაც(მასე თქმას რომ გიშლიდი) და მეშინოდა.. ძლიერ მეშინოდა.. რადგან ადამიანი ყოველთვის გამოინახავს საბაბ-საშუალებას თავი გაიმართლოს, მეშინოდა რადგან ‘ბოლოობისას’ ყველაფერი ღმერთს ბრალდება, მას ვადანაშაულებთ თავის მოტყუების სინარნარეში ‘სუნთქვა მცონარედ’ გაზულუქებულნი..
    მახსოვს თუ როგორი ბავშვურობით გიყვარდა მზე. მზე თბილუკა, თითშეუხებელი და მარად ქალწული. ამიტომ ვერ გიბედავდი ამბორს(მტლაშა-მტლუშს), ამიტომ გეცხოვრე ‘სიცოცხლის ბოლომდე’ უბიწოთ, უამბოროთ, რომ ამ უმადურ ბაგეებს ჩემი ერთადერთი მზის უმანკოება არ შეებილწა, ეს არის პასუხიც თუ რატომ არასოდეს არ ნთებულა ცაზე ორი მზე(მაპატიე მოჩვენებითი მაღალფარდოვანება, ფრაზათა სიკნინე).
    ადამიანს მოკლებული ადამიანივით მშიერია დღევანდელი მზე(შენ რომ ძლიერ გიყვარდა). ცის სხივთბილა გაზაფხული, ვინმემ რომ დიდი ელექტრო ლამპიონით შეცვალოს, ვეღარავინ შეიმჩნევს ალბათ(თუმცაღა დაინახავენ)… დატკბით ხელოვნური სიმშვიდით მეგობრებო!
    ‘კუალად ჰრქუა მას იესო მესამედ: სიმონ იონასო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ:გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ.’
    მახსოვს საუბრობდა.. დიდი თვალებიდან, ჰაეროვნებაში გამოსახლებული თეთრი, მლაშე სისველე ულბობდა ნაქალწულარ სახის კანს, შემდეგ……. მან ჩემს დასანახად, პირველად მაშინ იტირა.. ტიროდა რადგან უნებურად უწევდა ‘საყვარელი’ ადამიანის მოღუშულ, შეწუხებულ თვალებში ცქერა და ტყუილის თქმა(? თუ) რომ არ ძალუძდა გამოღვიძება ‘შეცნობის ხის’ ქვეშ მიძინებულს, თვალხილულს(?)… და ბოლოს….
    მწყემსი კეთილის უთბილეს თვალებში, ადამიანური ბუნებით მზირალ პეტრეს, არასოდეს უარყვია იესო.. დარწმუნებულს რომ ის მაინც აპატიებდა…

  2. გასაგებია პეტრე…
    12-ვე მოციქული დღევანდელი კაცობრიობის სახებაა ჩემი აზრით… მე ახლა, ყოველთვის ვცდილობ ყველა ადამიანში იესო ვიპოვნო და ისე მოვიიქცე როგორც იესო იმსახურებდა, თუმცა როცა მე უარმყვეს, მაშინ იუდობა დამწამეს, მერე იესოსავით ჯვარზე მაცვეს და წავიდნენ პეტრე, აღვსდექი🙂 და ახლა არსებობენ ადამიანები რომლებსაც სწამთ რომ ჩემშიც არის ღმერთის ნაწილი და ეს მაძლიერებს და მახარებს. ქუჩაში ღიმილით დავდივარ, იმიტომ რომ მზე ჩემთვის ყოველთვის ენთება და არასდროს შემეშინდება რომ ელექტრო ლამპიონი ჩაანაცვლებს მას, რადგან ჩემი მზე ჩემი პირადი სიმართლეა და აღარ მინდა რომ ის მთელი ცა იყოს, მივხვდი რომ ეს მზე, მთავარია საყვარელი ადამიანების გულებში შეინახოს ადამიანმა, ასეც ვიქცევი პეტრე… სამჯერვე მეტკინა…. და ალბათ არასდროს დაფიქრებულხარ იმაზე რომ ცისფერგუმბათიანი ტაძრის მრევლი მართლა ელფია… შემოვრჩი მსოფლიოს და მწამს რომ ჩემი მზე ყველა იმ ადამიანამდე მიაღწევს რომელმაც თუნდაც ოდესღაც “პეტრე ითამაშა” ჩემთან… მე არ ვარ იუდა პეტრე… მაგრამ ამაში რომ დარწმუნდები(ან) მამალი მეოთხედ აღარ იყივლებს… თუმცა მე პატიება შემიძლია…. მადლობა…
    “სიკეთე ყველას”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s