ოცნების ტილო…

ღამის ოთხი საათია და შენ დგები, სამზარეულოში გადიხარ, ყავა უნდა დაგელია, მაგრამ ჩაის ისხამ… ჭიქით ხელში საძინებელ ოთახში ბრუნდები, მერე საწოლში მუხლებმოკეცილი ჯდები ფეხებზე და საბანს იხურავ, ცხელი ჭიქით ითბობ ხელებს, ფანჯრიდან იყურები, ხვალ სავსე მთვარე იქნება ალბათ, ჯიუტად გწამს რომ ამ ღამით არავის მოუკლავს თავი. გარდაცვლილი იმედების პატივისთვის არის ღამის ამხელა დუმილები….
გონებაში ხატავ იმ ნახატებს, რაც ხელით ვერ გამოგდის…
შენ ხომ ყველაფერში ასე ხარ, იდეალურთან მიახლოვებული, ლამაზი და კეთილი სურვილები, გეგმები გაქვს, მაგრამ ისეთ გულისამრევ შედეგს იღებ, თვითონაც ვერ უსწორებ თვალს, იმის შიშით რომ საკუთარი ხელ-გულ-შესაძლებლობამოცარულობის გამო თავი არ შეგზიზღდეს…
აი ახლა, ხატვა რომ შეგეძლოს! რომ შეგეძლოს დახატავდი საკუთარ თავს, რომლის გარშემოც არის მსოფლიო. ყველაფერს და ყველას დახატავდი შენ გარშემომყოფს, შენზე დაკვირვებებს რომ აწარმოებენ. ან შენს თავს დახატვდი როგორც ვირთხას, რომელსაც “სიცოცხლე” გაუკთეს და აკვირდებიან როგორ იმოქმედებს სიცოცხლეგაკეთებულზე სხვადსხვა ფაქტები, მოვლენები და ადამიანები… დანარჩენ ყველას კი თეთრ ხალათებს ჩააცვამდი. შედევრი გამოგივიდოდა, დახატავდი დედას, რომელიც თამაშობს დედას, რომ ექსპერიმენტატორების მთელმა ჯგუფმა გაიგოს, იმედი “სიცოცხლეზე” უარყოფითად მოქმედებს თუ დადებითად. დახატავდი გარდაცვლილ მამას, რომლის როლი იმაში მდგომარეობდა, რომ შენთვის დანაკლისის შეგრძნება დაეტოვებინა, ან თუნდაც სხვებისდმი შური რომ… რომ მათი მამები ცოცხლები არიან (რეალურად ეს სხვებიც და მათი მამებიც ხომ რაღაც როლის მატარებლები არიან და ასე უფრო ლოგიკურად იხსენება მათი ფუნქციები). დახატავდი დას, რომლის არსებობაც იმით იხსენბა, იფიქრო თითქოსდა შენსავით დაიბადა და იზრდება ისიც, რომ არ დაგებადოს ის აზრები, რაზეც ახლა ფიქრობ. ძმას რომლის დანიშნულებაც ისაა რომ მზრუნველობის რეფლექსები გამოიწვიოს შენში… მეგობრებს დახატავდი, ყველას თავისი დანიშნულებით… საყვარელ ადამიანს? მისი დანიშნულება ყველაზე რთული საღიარებელია, ეს ადამიანი ალბათ იმიტომ მოგიჩინეს, რომ იგრძნო შენთვის, შენი თავივით მნიშვნელოვანი რომ არსებობს ვიღაც… კიდევ დახატავდი უამრავ მუსიკას, რომელიც გამშვიდებს, ფილმებს და მოვლენებს რომლებიც გატირებს ან გაცინებს… ყველაფრის და ყველას არსებობა რაღაცით იხსნება, შენ ხარ წერტილი რომელსაც ყველა უყურებს, ყველა აკვირდება, ყველა დასცინის, გამოცდებს უწყობს და ეთამაშება… სიგიჟის ზღვარზე ხარ, ან იქნებ არც არსებობს ეს ზღვარი და… მთვარეს აშტერდები. ისევ ჯიუტად გწამს, რომ ჯერ არავის მოუკლავს თავი და იღიმი… ალბათ ხატვაც იმიტომ მოიგონეს რომ მოგდომებოდა… ჩაი გაცივდა, ჭიქას ტუმბოზე დგამ და გაკვეთილის არცოდნის დროს ზარის ხმას რომ დალოდებიხარ, ისე ელოდები გათენებას,
-დროზე გათენდს! გათენდეს! სანამ ვინმე თავს მოიკლავდეს… !

P.S   ნუ დამიკავშირდებით ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, საზოგადოებისთვის საშიში რომ გავხდები, მეთვითონ მოგაკითხავთ… (თქვენი დაიოშნულებაც ვიცი)  ;)

.

2 thoughts on “ოცნების ტილო…

  1. dis roli sworad daginaxavs, isic shensavit fiqrobs, ubralod shensavit ver gadmoscems satqmels…. verc furclebs uyveba verafers…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s