გათენებისთვის…

პარადოქსია, სამსახურში ვარ და უსაქმურად… ვზივარ ჩემს პატარა კაბინეტში, სადაც ორი სარკეა. . . ანუ სულ ვხედავ საკუთარ თავს… ვიხსენებ გუშინდელ დღეს და ვხვდები რომ ერთ დღეში შეიძლება ათასჯერ დაღამდეს…
სამსახურეობრივი გართულებებით დაიწყო დღე, მაგრამ ყველაფერი მოვაგვარე, უკვე საღამო იყო, კაფეში ვიჯექი, რადიომდე ჩემი ადამიანი ვნახე, რამდენიმე წამით გავიდა და მისი მეგობარი შემოვიდა, პირველივე მზერა იქით გამოექცა სადაც მე ვიჯექი, ალბათ ამ ადგილას ჯდებახოლმე როცა აქ მოდის, მაშინვე ჩემი ადამიანი იკითხა და ეს ჩემთვის იმდენად თბილი იყო, რომ გვიან ღამემდე გამყვა… ჩემი ადამიანი და მისი მეგობარი კაფეში დავტოვე, მე რადიოში წავედი, რადიოში ჩვეული სიტუაციაა, ყველა შემართებითაა რომ რაღაც გავაკეთოთ და… (=…. მარიამი ვნახე… მას როცა ვნახულობ იმ მომენტში უფრო ვგრძნობ როგორ მომნატრებია… ძალიან ლამაზი იყო… რადიოდან მეც მომეჩქარებოდა, და მარიამმა რომ თქვა მეჩქარებაო, ჩემს წისქვილზე დაასხა წყალი… წამოვედით… ვსაუბრობდით კიარადა მე ვსაუბრობდი, ეტყობოდა არ იყო ხასიათზე და ვეცადე მაქსიმალურად მე მესაუბრო, მკვეთრ თემებზე რომ ცოტა გამენეიტრალებინდა მისი მოწყენის მიზეზი… მე ასე ვარ, როცა საკუთარის გამო მტკივა, სხვის ტკივილს რომ ვიგებ, მასზე მეფიქრება და უფრო ადვილად გადამაქვსხოლმე .. მარიამის სახლთან რომ მივედით. დავემშვიდობე, გლდანში უნდა გავსულიყავი, დაქალი უნდა მენახა.
_იცის ასე ძალიან რომ გიყვარს? ამ სიცივეში მის სანახავად გლდანში რომ უნდა გახვიდეო… (გავიფიქრე როგორ შიძლება არ გიყვარდეს ეგ ჩურჩუტიმეთქი, მგონი ხმამაღლაც ვთქვი და მარიამს ჩავეხუტე, დავემშვიდობე… )
დედაჩემი “დებილების მაგნიტს” მეძახის, და ერთერთი მეტროშიც მივიზიდე, ახლოს იდგა, და ვითომ ძალიან უჭირდა წონასწორობის დაცვა, რამდენიმეჯერ ძალიათ მომეჯახა… მერე შენიშნა რომ დანა მეკავა ხელში და მომცილდა. მაყურებლის თვალით რომ შევხედა ამ სცენას, ირონიამ შემიპყრო, აშკარა იყო ორი სასაცილო გმირი, ერთი გოგო რომელიც უაზროდ ტიპობს, და ბიჭი რომელიც კატასტროფულად მხდალია… (= მეტროდან ამოვედი, ჩემი მეგობარი როგორ გალამზებულა, შეამჩნია რომ ვერ ვიცანი… უხდებოდა თეთრი ქუდი და წითელი ქურთუკი… ვიცოდი მისთვის საინტერესო, თუმცა მტკივნეულ თემაზე ვსაუბრობდი, მაგრამ მიღირდა… უკვე ვიცი რამდენად ფასდება სიმართლე, ადეკვატურობა, როგორც ჩემი ადამიანი ამბობს “ჩესნი” საქციელი … იცით რა რთულია როცა მეგობარი ამბობს:
_მაშინ არა თუთი, მაგრამ ახლა, მართლა შემიძლია გითხრა, რომ აღარ მინდა სიცოცხლეო… მაშინ მინდოდაო, გეფიცები მინდოდა. ახლა აღარ მინდაო… _ტირის, ამბობს რომ, -არაფერი უხარია, მხოლოდ დედის სიმშვიდისთვის აკეთებს ბევრ რამეს… ამბობს რომ, -ძალიან უძნელდება ყოველდღე იმ უბანში მისვლა სამსახურში, სადაც ადრე საყვარელ ადამიანთან ერთად იყოხოლმე, ამბობს რომ, -ძალიან სტკივა… ამბობს რომ, ……….. ბევრ რამეს ამბობს ჩემთან, რასაც არ უნდა ამბობდეს, რადგან მე საუკეთესოდ ვიცი უთქმელადაც, მაგრამ მინდა რომ დაიცალოს, თუმცა ტყუილად, ასეთი შეგრძნებები არ იცლებიან ადამიანებში, რადგან მე გამომიცდია, ამიტომ ვამბობ ასე თამამად.
არ შემიძლია რაღაცების ცივი გონებით გადატრიალება, ხომ იცით რა რთულია ცრემლიანი მეგობრის ყურება….? იქით ვიღაც ორი ცანცარა ბიჭი ყმუის და ჩვენსკენ იყურება, რა სასაცილოა ეს ყველაფერი, რამდენად უნდა გაარაადამიანედე რომ ასე შეგეძლოს.., ჩემი მეგობარი ტირის, ხალხს სახეს არიდებს და ისე ტირის, მე აღარ შემიძლია. თოვს, არ ცივა… ამბობს რომ ფეხით ივლის და მერე წავა სახლში,
_არა არ წახვიდე მეთქი ფეხით, გაგაცილებ და მე მერე წავალთქო, -ვეუბნები, ის კი მამშვიდებს:
_ თუთი გპირდები თავს არაფერს დავუშავებო. . . _და ეს იყო ზენიტი!
ამას არ უნდა ამბობდეს…!!!
_ვიცი რომ თავს არაფერს დაუშვებ მაგრამ გაცივდებიმეთქი …
_არა არ მცივაო -ამბობს…
მე მშველის ასე მდგომარეობაში სიარული, ვთხოვე რომ ეფიქრა და ყველა ადამიანისთვის ის მიეცა რასაც იმსახურებდნენ მისგან… არ ვიცი რას იზამს… წავიდა… არ შევხმიანებივა, არ მინდოდა ხელი შემეშალა, მე როცა მარტო მინდა ყოფნა და ვინმე მირეკავს არ მომწონსხოლმე და არ დამირეკავს… მერე თვითონ დამირეკა, _ჩემზე არ ინერვიულო უკვე სახლთან ვარ და მალე მივალო, -მაშინ მივხვდი რომ მართლა კარგად მიცნობს და ისევ გავთბი… მთელი გზა ვფიქრობდი, რისთვის ვცხოვრობ მე… და მივხვდი ყველა ადამიანი გათენებისთვის ცხოვრობს….
უკვე გვვიანი ღამე იყო რომ გათენდა….

2 thoughts on “გათენებისთვის…

  1. “მე ასე ვარ, როცა საკუთარის გამო მტკივა, სხვის ტკივილს რომ ვიგებ, მასზე მეფიქრება და უფრო ადვილად გადამაქვსხოლმე ..” verc ki getyvi romeli upro mtkva xolme,😦 xandaxan sxvisis gamo kviraobit ganvicdi, chemsaze ki xels chaviqnev gadavitan-tqo…

  2. “მთელი გზა ვფიქრობდი, რისთვის ვცხოვრობ მე… და მივხვდი ყველა ადამიანი გათენებისთვის ცხოვრობს….”
    albat🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s