ათი წუთი

მთელი ღამე მისი სხეულის სიახლოვეს გრძნობ. ყოველი წამიერი გამოფხიზლება, გიკონკრეტებს რომ მისი სითბოა, შენამდე რომ აღწევს და წამში განცდილი ბედნიერება, ტკბილ ძილში გადადის. შენ ბალიში გიყვარს, მას არა, ბალიში ყოველთვის “შენს მხარეს” არის… მისი მაისური გაცვია და უფრო ღრმად განიცდი მის სიახლოვეს. დროდადრო ეღვიძება და საბანს გაფარებს, თუ შორს ხარ ხელს გკიდებს და თავისკენ მიყავხარ, მერე გეხუტება რომ შეციებული სხეული გაგითბოს. ოღონდ, შენ ამას დილით იგებ, როცა დაგცინის,
-წუხელ სად მიიპარებოდი, გაყინუილ იყავი და თბილი ხელი რომ მოგკიდე მაშინვე გამომყევიო. -ამას რომ ამბობს შენ გღვიძავს, მაგრამ თვალების გახელა გეზარება, მთლიანად თბები… მისი ხმის ტემბრიც კი გეფერება. იღიმი, ის კი ამბობს რომ ნებიერა ხარ, გკოცნის. მერე გეკითხება,
-წუხელ რატომ მკოცნიდიხოლმეო. _შენ მისი მხრები გიყვარს და როცა კი გეღვიძება, სულ გინდა კოცნიდე, ოღონდ ფრთხილად, ისე რომ არ გააღვიძო… დილით დასმულ კითვაზე კი იბუტები,
_თუ გეღვიძა შენც რატომ არ მაკოცეო…? -ამბობს რომ, ეძინა მაგრამ გრძნობდა. მერე ისევ დაგცინის
_წუხელ როგორ მიიპარებოდი, ბალიშს გაყევი, გაიყინე და ხელი რომ მოგკიდა მორჩილად მოჩოჩდი ჩემსკენო. შენ ისევ იღიმი, თვალებს ახელ და ხედავ რომ გიყურებს, ისეთი თვალებით სხვა რომ ვერასდროს შემოგხედავს. მერე თამაშს იწყებთ. ამ თამაშს ერთადერთი წესი აქვს, ის იმარჯვებს ვინც ისე აკოცებს რომ მეორე ვერ მოასწრებ კოცნას.(კოცნამოუსწრებელ გაშვერილ ტუჩებზე დასცინით ერთმანეთს, იცინით) ხშირად შენ იგებ და ის ბუზღუნებს. შენ ბედნიერი ხარ რომ კოცნის თამაშში უგებ, მერე რა რომ ჭადრაკში ვერა… სიცილისგან სლოკინი გეწყება, მოუთმენლად ელოდება, მერე კი გულიანად იცინის, სუნთქვას იკავებ, _ნუ დამცინიო ბრაზობ. მერე გეფერება, _ერთიც რაა-ო გთხოვს… კოცნი, ავდგეთო ამბობ, მარტო იმიტომ რომ იცი მას აგვიანდება, თორემ მთელ სიცოცხლეს გაატარებდი მასთან ასე ჩახუტებული. ის როგორც ყოველთვის, ისევ აპროტესტებს ჯერ არა, ათი წუთიც და ავდგეთო, -უფრო გეხუტება. შენ ფიქრობ ნეტა მალე არ გავიდეს ეს ათი წუთიც, და მთელი ათი წუთი საათს მიშტერებიხარ…

……………………..
ახლა მთელი ათი საათი მიშტერებიხარ საათს, იცი რომ ათი დღეც მოგიწევს, ათი კვირაც, თვეც, წელიც…. ! უყურებ საათს…
და ფიქრობ “ჩემს ფეხებს განკურნავს დრო!”

 

(ნაოცნებარი)

2 thoughts on “ათი წუთი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s