ჩემი ერთი დღე

9 საათია ფეხით მივდივარ შერატონში, რადგან გაჩერებაზე ვკითხულობ რომ შემდეგი ავტობუსი 8 წუთში მოვა, მე კი 8 წუთი ფეხითაც არ დამჭირდება იქამდე მისვლისთვის… მივედი, დაცვა ბეიჯს მაძლევს, დრობეთი შესულის სტატუსისთვის, პირადობას იტოვებს და მიშვებს … ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორ ჩემ დამ მასწავლა, ძალიან ყურადღებიანი ბიჭი მაცილებს, თან ღიმილით მეკითხება:
_ გასასვლელამდე როგორ უნდა მიხვიდე იცი?
_კი კი მადლობა. _ღიმილითვე ვეუბნები და პირველივე შემხვედრ კართან მერევა გზა…
_არა აქეთო, _ამბობს ისევ თბილი ღიმილით.
მოვდივარ და ვთხოვ:
_არ დაგავიწყდეს, ნათია თამაზაშვილი მეთქი… მიღიმის, _არ დამავიწყდებაო.. გამოვდივარ, ბეიჯი უნდა ჩავაბარო და პირდობა ავიღო… ქალბატონი ამბობს, რომ ჩანთა უნდა გასინჯოს… სასწრაფოდ ვხსნი ჩანთას, ვიღებ ლეპტოპს, ლეპტოპის დამტენს, ტელეფონის დამტენს,ბუღალტერიის წიგნს, რვეულს, ვარდისფერ კალმებს, ტონალურ კრემს, ტუშს, ტუჩსაცხებს… ქალბატონი ნაირა გელაშვილის წიგნს “მე ის ვარ” და აღარ მახსოვსრ იმ ხელისჩაყოფაზე რა ამომქონდა ქალბატონმა ჩემი პირადობა რომ იპოვნა და თავი ამოყო… სიცილი დაიწყო, მითხრა რომ უბრალოდ უნდა ჩაეხედა ჩანთაში… მორჩილად ჩავაწყვე ნივთები და გამოვედი… თბილი კი არა ტკბილი ამინდი იყო… რომ ცხელა და სახე რომ გაყინული გაქვს ისეთი… თან ძალიან მზიანი…. მასთან მივდიოდი სულ რომ მენატრება… ვიფიქრე რომ ცოდო ვიყავი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ასეთ ამინდში და ფეხით ავუყევი გზას ავლაბრისკენ… გავიარე სკვერი, ულამაზესი ხედით, რომელიც ყოველთვის ლამაზ დროს მახსენებს, ოღონდ ცოტა რთულს და ამიტომ გზას ვკვეთ და მეორე მხარეს გადავდივარ, სომხურ თეატრთან ბანერებს დავუწყე ყურება მაგრამ ვერ მივხვდი რა სპექტაკლები იყო… საინტერესოდ კი ეცვათ ბანერზე გამოსახულ პერსონაჟებს, ამიტომ გავიფიქრე, _ანბანის სწავლას რაღა უნდა, როგორ არ უნდა ვიცოდეთქო, მერე გამახსენდა რომ ძველი ქართული დამწერლობაც დავიწყებული მაქვს, შემრცხვა, სომხურ ანბანზე ფიქრს შევეშვი…
ვიფიქრე უკვე დრო იყო ტრანსპორტს დავლოდებოდი მაგრამ ჯერ კიდევ ამ ფიქრში ვიყავი, რომ იმ კაფესთან აღმოვჩნდი საიდანაც, ძველი თბილისი და ევროპის პარკი კარგად ჩანს, აი იმ კაფესთან, ზამთარში რომ ზუსტად 6-ზე და ზაფხულში რომ ზუსტად 8-ზე ერთდრულად ანთებენ ყველგან შუქს და შთამბეჭდავი სანახავი რომ არის… ადამიანი გამახსენდა ვისთან ერთადაც ვიყავი აქ… იცი სად ვიარე? დათვისჯვარზე რომ ნაწვეთარია მაგას რომ მახსენებს სულ, მაგ ადგილას ვიარე ფეხით… აი ჩემი საყვარელი მეგობრის, გვანცას დაბადების დღეზე 5 გიჟი გოგო რომ დავდიოდით შუაღამისას…. ულამაზესია, ზემოდან წყალი წვეთავს და მე მივდივარ ვიწრო გალავანზე, ისეთზე ორივე ფეხი გვერდიგვერ რომ ვერ ეტევა (საცალფეხო), მარცხნივ ბორბლებიანი, რკინის ზარდახშები დაჰქრიან, მარჯვნივ წყალია, ისეთი ლამაზი და პოზიტიურია ეს, რომ მთლიანად ვერთვები ამ სასაცილო და გიჟურ ნაბიჯებში… ამ მთა-კლდეზე ამოსულმა ტოტებმა დაინახეს რომ საოცრად გაწეწილი ვიყავი და თმებში ჩამავლეს …. ძლივს გამოვტაცე ჩემი თმა მათ, გამოვიქეცი, თან ვიცინოდი გიჟივით, რა მიხაროდა არ ვიცი, ახლა არ ვიცი თორემ მაშინ ვიცოდი…. უკვე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან ვარ, მქადაგებლები არიან გამოშლილები, დავიყენე სახე, დავსერიოზულდი სასწრაფოდ… და ისე ჩავუარე ეკლესიას… გამოვცდი და გამეცინა … ოღონდ სუფთად, ბავშვურად… პატარაობისას პირველსართულზე მცხოვრები მეზობლის ფანჯრისთვის ბურთი რომ მოგვირტყამს და სადარბაზოში მიმალულებს რომ გვიცინია ისე…
ვორონცოვზე ავდივარ, არ ვაპირებდი მაგრამ შორიდან რიჟა ფისო შევნისნე და ამიტომ გადავწყვიტე… მივედი ახლოს და არ გაიქცა, ისე გამიხარდა ისე ისე რომ ვერ წარმოიდგენთ, ცოტახანს ვეფერე, მერე რომ დავინახე, სამიოდე წლის ბიჭი აუტირდა დედას მეც მივალო შემრცხვა და წამოვედი…
ამოვედი ბრიუკენზე….. ჯიპი და ბერ-მღვდლები ხომ ზოგადად თემაა, მაგრამ წვეროსანი მძღოლი, რომლის ჯიპის ნომერი BER-878 -ია ეს უკვე ზე თემაა და და უცბად ტელეფონი ამოვიღე რომ ფოტო გადამეღო, მაგრამ ნაროზაულის ჩანაწერი გამახსენდა ამ თემასთან დაკავშირებული და გადავიფიქრე… აღმაშენებელზე ავედი, ათასნაირი საქორწილო კაბებია ამ მაღაზიებში… მარკეტში შევედი და M&M’s ვიყიდე… Mc’donalds-მდე ფეხით ვიარე, შევედი, ყავა დავლიე… ვინანე რომ შევედი, თავი ამატკია ხმაურმა, გამოვედი, ვიფიქრე ფეხით ავალთქო თამარ მეფის გამზირამდე, მაგრამ გადავიფიქრე, მარჯანიშვილის ქუჩით სანაპიროსკენ წავედი. (მომენატრა და ვიფიქრე შეიძლება სადმე გადავეყარომეთქი)… საათს დავხედე, უკვე მაგვიანდებოდა, ტაქსი გავაჩერე, უნდა მენახა ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი, თაკო რუსეთიდან ჩამოვიდა და თალოსთან მივდიოდით ორივე სამსახურში … უკვე უნდა მესაყვედურა მძღოლისთვის, ნორმალურზე ხმამაღლა უსმენდა სიმღერას, და უცბად სხვა სიმღერა დაიწყო, “Tganka”, ჩემი მეგობარი სიკვდილის ბოლო დღეებამდე მხოლოდ ამ სიმღერას უსმენდა, გადაბმულად… კახა გამახსენდა, აღარ ვუთხარი მძღოლს არაფერი… მოვედი თალოს სამსახურთან, პირველად გადავუხადე ტაქსის მძღოლს ასეთი გულწრფელი მადლობა…
სამივე ერთად განსხვავებულად კარგად ვართ…
მე და თაკო წამოვედით თალოსიდან, რადიოში გასაღები მქონდა დასატოვებელი, მეტროთი გადავწყვიტეთ გასვლა… ტექნიკური უნივერსიტეტის სადგურზე ამოვედით და მარიამი დავინახე… ისე გამიხარდა … მაგრამ ვერ გამოვხატე….
რადიოში მივედით. კარგი ადამიანები არიან დავითი და ლევანი!
გამოვედით რადიოდან და დრო იყო სახლში დაბრუნების, სამარშუტო ტაქსით წავედი, და გზაში ამ ერთ დღეზე ვფიქრობდი… ჩემს დღევანდელ სისულელებზე, და გონებაში ამომიტივტივდა დედას ნათქვამი, როდის უნდა შეგეტყოს შვილო რომ ქალი ხარო… მერე მაკუნა გამახსენდა, მისი ლექსი წავიკითხე გონებაში “ისეთი ქალური” და მოვიხსენი საყურეები, რადგან ისეთი ბავშვური, ისეთი ბავშვური, ისეთი ბავშვური ვიყავი მე ამ დღეს, რომ არ შემეფერებოდა… ვფიქრობდი ყველა კადრზე რმელმაც დილიდან იმ წამამდე ჩაიარა… რამდენი ტკბილი ადამიანი იყო ამ დღის პერსონაჟი… რამდენი ვნახე, რამდენზე ვიფიქრე, რამდენი გამახსენდა და ისიც ვინც სულ მახსოვს… ის კადრებიც რომლებიც ახლა არ დამიწერია და… და თამთა, თამთა გამახსენდა , რომელმაც მითხრა _თუთი, სულ რომ არაფერი, ჩვენ მოწყენის უფლება ჯერ მარტო იმიტომ არ გვაქვს, რომ ერთმანეთი გვყავსო… !

2 thoughts on “ჩემი ერთი დღე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s