გვანჩ… ჩემო!

მხატვრები ამბობენ რომ რაც უფრო შორს მიდიხარ, უკან ყველაფერი პატარავდება.

521891_544638715587021_1709707526_n

დაგიპატარავდი მეგობარო? დაგიპატარავდნენ მთები.. ? 

ისე მტკივა უშენობა რომ მეშინია…. ნეტა ისევ ვიკარგებოდეთ მტკვართან ახლოს… 
აბა რა იციან ადამიანებმა, რომ შეიძლება ორი მგობარი ერთმანეთს ცრემლებამდე სიწრფელით ესაუბრებოდნენ და არ აინტერესებდეთ სად მიდიან, ან უკან როგორ უნდა დაბრუნდნენ… მთავარი ხომ ისაა, რომ გვერდით გყავდეს ადამიანი ვისაც მზერით, ხმის ტემბრით და ნაბიჯებით გრძნობ…

ჩემში არაფერია მხატვრის! მე პოეტივით როცა შორს ვარ მით უფრო მიუშველებელდება ყველაფერი… ხოდა ახლა მართლა ჭეშმარიტად ვგრძნობ რამხელა ხარ ჩემში! 
ადამიანების შემადგენლობაზე ვფიქრობდი და მივხვდი რომ ადამიანს არაფერი გააჩნია საკუთარი.. ის გარშემომყოფების და მეგობრების გაერთიანებაა! ამას იმიტომ გეუბნები რომ შენი ნაწილი ნელნელა აკლდება ჩემს ხასიათს, თვალებს და ფერებეს. აქამდე ჩუმად ვიტანდი…. ახლა მომინდა მეთქვა….
…………………………………………………………………………………………………………
გვანჩ, არ დაგავიწყდე! (ისევ ისეთი ეგოისტი ვარ როგორიც დამტოვე)

 

 

 

 

 

 

2 thoughts on “გვანჩ… ჩემო!

  1. რითიც აქამდე ვცხოვრობდი იმით ვცხოვრობ ახლაც… სიშორეაა… ამიტომაც ჩემში იმაზეე დიდები და მეტი უნდა გახდეთ, ვიდრე აქამდე იყავით, რომ უთქვენობამ სულ არ გადამიყვანოს ჭკუიდან…. გიგანტური ფილტვები რომ მქონდეს, უთუოდ იგრძნობდი როგორ ვსუნთქავ შენით, თქვენით, ჩემი მთების ჰაერით… მიყვარხარ მე შენ ❤

  2. ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდა შენ შენს მეგობრებთან, განსაკუთრებულებად აღიქვამდი და განსაკუთრებულად ექცეოდი…. ყოველთვის განსაკუთრებულად ამაყობდი და ხშირადაც ამბობდი მე ყველაზე განსაკუთრებული მეგობრები მყავსო…მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომლისგანაც არასდროს, არაფერი მწყენია…და მე ძალიან მიხარია რომ შენი გან-საკუთრებ-ული მეგობარი ვარ და რომ მეც ასეთივე განსაკუთრებული მეგობარი მყავხარ….შენთან გატარებული ყველა დღეს განსაკუთრებული ელფერი ჰქონდა..და მე ხშირად გამხსენებია ირაკლის ნათქვამი სიტყვები…ახლა ჩვენ საკმარისზე მეტი დროც კი გვაქვს მონატრების მოსათმენად… შენ არც კი იცი, როგორ გამიხარდი ბოლო დღეს…ვიცოდი რომ ჩამოხვიდოდი, გულით მჯეროდა ამის…შენი ნახვის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა წასვლა……….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s