წერილი ისევ

ახლა ღამეა.

თითქმის შუაღამე . მე კი გწერ.

მახსოვს პირველად ბაღიდან დამყვა მახსოვრობაში შენი არსება.

მაშინ ვიჩხუბე მეგობრებთან რომ სვანური ქუდით, თეთრი წვერით და სასაცილო ხმით მოსული მოხუცი თოვლის კაცი იყო და არა ჩვენი ძიძა.

მას შემდეგ ყოველ ზეიმზე მოდიოდი ხან ცხენით, ხან ნაძვისხეში ჩამალული გამოჩნდებოდი და კამფეტებს გვირიგებდი რომელსაც თურმე მანამდე ყიდულობდნენ ჩვენი მშობლები. მაგრამ გეფიცები მისი გემო ახლაც მახსოვს. დათუნია შოკოლადის მსგავსი იყო და თოვლის კაცის მოტანილს სულ სხვა „მუღამი“ ქონდა.

ზეიმები მორჩა და ბავშვობის პირველი ეტაპი აქ გადავლახე.

სკოლაში არ ჩანდი. მაგრამ სახლში ყოველ ახალ წელს მხვდებოდა შენი საჩუქარი: ხან ფანჯარასთან, ხან ლოგინის ქვეშ, ხან კარებთან და განუსაზღვრელ სიხარულს მანიჭებდა. მეც ყოველ წელს გწერდი წერილებს დასაწყისით : „ძვირფასო თოვლის ბაბუა…“

დიდი ხანია შენი არსებობის, როგორც საჩუქრებით დატვირთულის აღარ მწამს.ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ რაც ჩემს კარადაში საჩუქრები აღმოვაჩინე. ბავშვობის მეორე ეტაპი აქ დავასრულე.მეწყინა და გამიხარდა. ილუზიები დამემსხვრა, სამაგიეროდ ახალი სათამაშო მქონდა და არც განმიცდია. მაშინ გავიგე თუ რამხელა მსხვერპლის გაღება უწევდა ჩემს ძმას, რომელმაც რა თაქმა უნდა სიმართლე უკვე იცოდა და მოუთმენლად ელოდებოდა ხოლმე ჩემს დაძინებას რომ ახალი სათამაშოთი ეთამაშა გამთენიამდე.

ახლა ღამეა, თითქმის შუღამე და ბევრი წლის მერე კვალვ გწერ დასაწყისით:“ძვირფასო თოვლის ბაბუა..პირველად ცხოვრებაში წერილს არ ექნება თხოვნის სახე. მინდა გითხრა შენზე რას ვფიქრობ.

ის თოვლის კაცი რომელიც მახსოვრობაში მყავს ჯერ კიდევ ბაღიდან: ქართული ჩოხით,ნაბდით, სვანური ქუდით, თეთრი წვერით და სასაცილო ხმით, უეჭველია ჩემი ძიძა იყო რომელიც შესანიშნავად ასრულებდა შენს როლს, მაგრამ შენ არსებობ.

მე ქართველი ვარ, ქართული, ზოგჯერ სასაცილო ტრადიციების მატარებელი და ამიტომ არაა გასაკვირი თუ ვიტყვი რომ ლაპლანდიელ სანტას არ  ვცნობ. ჩემს მრწამსში სვანეთის რომელიღაც მყინვარზე, კოშკში მცხოვრები რეალური თოვლის კაცია თოვლის ბაბუა, რომელსაც ისეთივე სათნო, სასაცილო ხმა და მოსიყვარულე თვალები აქვს, როგორიც ჩემს ძიძას ბავშვობაში და ისეთივე სამოსი.

ბრძენო მოხუცო! ვიცი რომ არსებობ. არსებობ არა ხურჯინანი,როგორც ეს მასას გონია, არამედ თოვლის კაცი რომელსაც შეგიძლია სულიერი სიწმინდე მომანიჭო და თოვლივით თეთრი სული მაჩუქო რადგან შენს არარეალურობასთან ერთად ჩემს სამყაროში ის იდილიაც დაირღვა რაც გამაჩნდა. ის სიწწმინდე, რაც  შენი არსება იყო გაქრა და დაიკარგა.  ვიცი რომ არსებობ.ან მინდა რომ არსებობდე. ამას მნიშვნელობა არ აქვს.რწმენა მინდა თორემ საკმაოდ დიდი ვარ რომ სურვილები გწერო და მეგონოს ამისრულებ.

ბოლოს და ბოლოს საჩუქარი ხომ არ არის მთავარი?!

 მარიამ ფიროსმანაშვილი. 

One thought on “წერილი ისევ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s