ისევ ნარკომანია… (უნამუსოდ საკონკურსო)

ჩანახატში გამოყენებული ყოველი სიტყვა თუ მოქმედება შესრულებულია გამოგონილი, პროფესიონალი გმირების მიერ და სახლში ნუ გაიმეორებთ!!!

ოცდაათი…

თვრამეტი…

თოთხმეტი…

ათი… … … …

მუხტი, მუხტი, მუხტი…  მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაისმის ყურში, უშედეგო ამოფეთქვა გულის, ფილტვის უკანასკნელი შეკუმშვა და მხოლოდ ერთი კითხვა: რატომ მე?

        მარცხენა ფეხით მოვევლინე ამქვეყანას, მეცამეტე პარასკევს. კატების კნავილს ვერ ვიტანდი ბავშვობიდან, მარტში მითუმეტეს… ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვიყავი, მანამ… მანამ, სანამ ვენას გავიხვრეტდი. აბა როგორ? ნოკოს სპექტაკლებზე გაზრდილს, ვისოცკის სიმღერით ნამთვრალევს, რომელი ვენა გამიძლებდა?! ამიყოლია უბედურთა მოდამ  და ახლა აქ ვარ. ირგვლივ ყველაფერი თეთრია, ჩემი ჩათვლით.  მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, მე რომ წავალ, ვინმე გამიხსენებს?

– არა…

– რატომ? მერე ნიკო? მერე ვისოცკი? მე…?!

– მათ ტაშს უკრავდნენ, შენი აპლოდისმენტები არ ისმის…  – გახვრიტა ყური უსიამოვნო სარკაზმმა. შინაგანი ხმა ნარკოტიკზე მეტად კლავს…

რვა…

ოთხი…

ნული… ნული… ნული…

გაგრძელება ვერ იქნება.

 გიორგი კინტირაია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s