…ეჰ, ბედი გინდა რა ყველაფერშიი

…ეჰ, ბედი გინდა რა ყველაფერშიი
…სპონტანურად გამახსენდა მამაჩემის ბიძა, რომელმაც ერთხელ საკმაოდ ნასვამმა სახლში შემდეგი ანეგდოტი მომიყვა: შევარდნაძემ, ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა, აფხაზეთის ომის დროს თურმე ქართველ ქალებატონებს ჰკითხა :-ქალებო რა გირჩევნიათ სერიალების გაშვება ავკრძალო თუ აფხაზეთი დავთმოთო? აღმაჩნდა რომ თურმე ქალებმა მეორე დათმეს.
აფხაზეთი, ეს ის თემა და ჩემი დიდი ტკივილა, რომელზედაც ლაპარაკი არასდროს მომბეზრდება, მაგრამ ამჯერად მინდა არა ამ დიდ ტკივილზე არამედ მეორე დიდ ტკივილზე შევაჩერო ყურადღება.
ყველას კარგად მოგვეხსენება როგორი დიდი აქტუალურობით სარგებლობს საპნის ოპერები ქართველ ქალბატონებში, როგორი მასშტაბური ხასიათით გადის ის მედია სივრცეებში. იწყება ერთი, მოჰყვება მეორე და ასე გრძელდება მთელი დღის განმავლობაში. სასაცილოდ არ მყოფნის ის რომ ქართველები უკვე თავიანთ შვილებს გაბრიელის, ანდრიას ან მათეს ნაცვლად გაბრიელას, სერხიოს, ანასტასიას ან მიგელს რომ არქმევენ.
პირადად მე, აქამომდე არაფერს ვერჩოდი ამ ლათინო-ამერიკულ სერიალებს. Aამავდროულად ესპანურის სწავლებაც დავიწყე უნივერსიტეტში. ვთქვი, ჩემგან თუ ჟურნალისტი ვერ გამოვიდა ესპანურს დავეუფლები და სერიალებს მაინც ვთარგმნითქო, მაგრამ, აფსუს რომ, კოვზი ნაცარში ჩამივარადა და ჩემდა საუბედუროდ თურქული სერიალები შემოვიდა მოდაში..

 

სანათა ოყუჯავა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s