დიდი ერი

დღეს ჩვენ ქვეყანას მძიმე დრო უდგას. დღეს ქართველი ერი დამარცხებული ხალხის სინდრომს განიცდის. არც არის გასაკვირი, მან ხომ ბოლო 200 წელი მონობასა და შიშში გაატარა. დამშეული და დაჩაჩანაკებული ხალხი ერთმანეთის ჭამაზეა გადასული. ნირწამხდარი პოლიტიკოსები საგარეო ასპარეზზე სრულ ფიასკოს განიცდიან, სამაგიეროდ კარგად გამოსდით საკუთარ ხალხზე ბატონობა.

 

უკვე რამდენი ხანია მეზობელი ქვეყნები ზემოდან გვიყურებენ. მაშინ, როდესაც სუნიანი თურქები და სომხები ჩვენ კულტურასა და ხელოვნებას იჩემებენ, რუსები და აზერები ნაწილ-ნაწილ გვაგლეჯენ მიწას, გასიებული ევროპელები და ღორი ამერიკელები ჭკუას გვარიგებენ, ჩვენ მათ შიშის თვალებით ვუყურებთ, და აღარ ვიცით თუ როგორ გავუგოროთ კოჭი. შიშთან ერთად სიზარმაცეც დაგვჩემდა. მივეჩვეიეთ, რომ ჩვენს მაგივრად სხვა გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია და რაც არ უნდა გავაკეთოთ ამით არაფერი შეიცვლება. არადა ქართველები დიდი ერი ვართ. საქართველო დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის, შოთა რუსთაველის და ილია ჭავჭავაძის, სუხიშვილების და დავით ყიფიანის ქვეყანაა. აქ შეიქმნა ვეფხისტყაოსანი და ჩაკრულო. აქ ჩამოისხა საფერა, უსახელოური და ხვანჭკარა. იყო დრო, როდესაც მთელ ევროპას ჩვენი იმედი ჰქონდა, მუსლიმური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ კი გაშლილი დროშებით შევდიოდით იერუსალიმში. ქართველები დიდი და უძველესი ერი ვართ. მეოთხე საუკუნეში, როდესაც ჩვენ ქრისტიანობა მივიღეთ, რუსები ხეებზე დარბოდნენ, აზერები როგორც ერი არც კი არსებობდა, სომხები ჩვენ გვეკედლებოდნენ, თურქეთის ტერიტორია კი ბიზანტიას ეკუთვნოდა.

 

სამწუხაროდ დღეს ეს ყველაფერი დავიწყებული გვაქვს. დღეს ფულის შოვნის მეტი არაფერი გვანაღვლებს და ღირსების დაკარგვაზეც ვაწერთ ხელს. დღეს მთავრობას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ხალხი, ჩვენი ფულით ისიებენ ისედაც გასიებულ ტრაკებს. შევცვალეთ სახეები, თუმცა სისტემა არ შეცვლილა, ისევ გაჩერებულია ყველაფერი. თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოდის ხმა ქვეყნისთვის გამოყოფილ მილიონებზე, რომელთაც ეს ღორები ილაგებენ ჯიბეში. ხალხიც არ აკლებს. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ ქართველი გოგო-ბიჭები თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში ქართული ფორმებით ასრულებენ ქართულ ცეკვას შემდეგ თურქულ დროშას შლიან და კოცნიან მას, ხოლო წამყვანი ფარიკაობას და ხევსურულს თურქულ ცეკვად აცხადებს. კითხვაზე თუ რატომ თანხმდებიან ამას, მარტივი პასუხი აქვთ – მათ გადაუხადეს. ასე როგორ გაგვიჭირდა ქართველებს, რომ თურქებს ვაძლევთ ერთ ადგილს? ასე როგორ დავეცით. არადა საქართველოში ასეთები ცხვირ აბზუებულები დადიან. ერთმანეთთან ყველას დიდი გული გვაქვს.

 

ცოტა ხნის წინ მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორიტორიუმი დააწესა და აკრძალა უცხოელებზე აღნიშნული ტიპის მიწის გაყიდვა. ზოგიერთმა ძაღლიშვილმა მიწებს სტატუსი შეუცვალა და ისე დაიწყო მიწების გაყიდვა. სისხლის სამართალს არ გავაცილებდი ეგეთს.

 

მოკლედ, ასე დანგრეული და დაჩმორებული ჩვენ მაინც დიდი ერის შთამომავალი ვართ და უნდა მოვიქცეთ ისე როგორც დიდ ერს შეეფერება, ხელი გავანძრიოთ, შრომა შევიყვაროთ და დავიბრუნოთ წართმეული ღირსება.

2013 წლის 12 აგვისტო

გიორგი ცირამუა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s