მაშინ, როდესაც…

“შენ ნათელს რომ ეძებ, ეძებ სითბოს და თავშესაფარს, მომაპყარ ყური: თავად აინთე, თავად ექეც სინათლედ, ექეც სითბოდ, წყლად იქეცი დამაშვრალისთვის, ეთავშესაფრე შენ, ყველგან რომ ეძებ შესაფარს… …მისკენ მიილტვის ნათელი, ვინც თავად ანათებს და ბედნიერია პატარა ქოხი – დაღლილთათვის კარგაღებული – მას მზე ადგება…”

ხანდახან როგორი ძნელია იყო ძლიერი, თავი არ დახარო მაშინ, როდესაც სირთულეები იმ მტვერივით გეყრებიან სახეზე და თვალებში, რომელსაც ქარი ახვეტავს ხოლმე ქუჩებიდან და მთელი სიმწარით შენსკენ მოაქვს…

*მაგრამ როგორი მარტივია იყო ძლიერი მაშინ, როდესაც ტელეფონში ხმას გაიგონებ: “გკოცნი დეე…” იმ ხმას რომელიც ყველანაირ შიშს გაგიქრობს…

*როგორი მარტივია იყო ძლიერი მაშინ, როდესაც იმ მეორეს უჭირს, შენთვის ძვირფასს, შენ კი უბრალოდ ვალდებული ხარ გაიღიმო მიუხედავად შენი ტკივილებისა… გაიღიმო და იმდენი გააკეთო სანამ ცრემლიანი თვალებით გულიანად არ გაეცინება და რამდენიმე წამით მაინც, თუნდაც შენს წასვლამდე დაივიწყებს ყველაფერს…

*როგორი მარტივია ყველაფერი მაშინ, როდესაც აცნობიერებ რომ შენ შეიძლება უმსუბუქესი და უმყარესი საყდარი იყო სხვისთვის, როდესაც აცნობიერებ რომ არ გაქვს უფლება იყო უსუსური…

და ბოლოს… რა მარტივია მოერიო საკუთარ თავს, საკუთარ სისუსტეებს, საკუთარ ტკივილებს მაშინ, როდესაც ღამით მიწაზე წევხარ, ცაში იყურები და კითხვას სვამ:

– “რამდენი ვარსკვლავია ცაზე, რა ლამაზი ღამეა… ნეტავ რა ხდება ცის იქით?”

პასუხსაც თვითონ იძლევი:

– “ცის იქით შენ ხარ…”

მარი ცხოვრებაშვილი

One thought on “მაშინ, როდესაც…

  1. “როგორი მარტივია იყო ძლიერი მაშინ, როდესაც იმ მეორეს უჭირს, შენთვის ძვირფასს, შენ კი უბრალოდ ვალდებული ხარ გაიღიმო მიუხედავად შენი ტკივილებისა…” am dros yoveltvis tavs sachirod grdznob, da am wamebshi apaseb yvelaze metad sicocxles da arsebobas…
    dzalian momewona🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s