ფიფქები

თავდახრილი ვდგავარ, ვერ ღვწერ ტკივილს,რომელიც მარწუხივით მიჭერს.ვტირი და საყდარს აღარ ვტოვებ ისე დავმუნჯდი.

ტკივილს,ტკივილი ემატება,ფერები ისე იცვლებიან ნათელს ვერ ვხედავ. თალხით შემოსილ უგუნებო,გუნებას ვჩივი.

მუხლზე დამხობილ სხეულს ვგრძნობ და სული მძიმდება, მით უფრო როცა კარში ვხედავ ჯოხით გოგონას,

ცრემლი უთქმელად მისველებს თავშალს და გმადლობ შენ, გგმადლობ უფალო,მე ვარ შენს წინ ანთებული ყველა იმ სანთლით რაც კი ტაძარში გაუსვლელად ვანთე და ვანთე .მადლობა,რომ მაქვს ხელები და ენა საუბნო მადლობა,რომ მე თვალის ჩინი მარგუნე ბედად,რომ დამენახა გვერდით მდგომი ნაზი გოგონა,რომელსაც ფერი ჩემთვის ერთდღეს თალხით მოსილი,

მისთვის ყოველდღე მუქია და ვერ დაინახავს,

ვერ დაინახავს ცისარტყელას შვიდფერა სხივებს,რომელიც მზეში გადაჭიმულ ფერთა გამას ჰქმნის…

მადლობა ღმერთო რომ შემიშრე სიტყვა ბაგეზე…

მისი ქმედება იყო მუნჯი,მუნჯის ქცევები.ხელით გგმადლობდა,თაყვანს გცემდა და უხაროდა,თითქო გხედავდა ისე ჩუმად ჩაგჩურჩულებდა…

თვალი მოვავლე ტაძარში მლოცველთ და დავინახე, იქვე კუთხეში შავ ძაძებში დედა შვილის სულს ღვთისმშობელს ავედრებდა.

გონს მოსულმა კი ვეღარ ვნახე ის სიფრიფანა,რომელმაც ჩემს წინ მდგომმა გასცა კითხვებს პასუხი.

მუხლებზე მდგომი ჯერ მარცხენა ფეხს ვწევ,მერე მარჯვენას, ხელს ვახმარ ვდგები დარცხვენილი, თავშალს ვისწორებ ტაძრიდან გავდივარ,გზას ვადგები და გულში ვიმეორებ…

უფალო შეგაწუხე…უფალო შეგაწუხე…უფალო შეგაწუხე…

მარიამ გელაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s