როცა ადამიანი ცდილობს გახდეს ის, ვინც არ არის …

ყველაფერი ხდება სასაცილო, როცა ადამიანები მთელი ძალით ცდილობენ გახდნენ ისინი ვინც არ არიან,

  

 

ასეთ დროს ყველაფერი ხდება სასაცილო, რადგან შეუძლებელია ბოლოს და ბოლოს არ გახდე ის ვინც ხარ…

  

 

ამბები იწყებიან ასე, მე ვდგები, ვიცვამ ჩემი ძმის მაისურს (მაგალითად იმას, რომელსაც ბობ მარლი ახატია) და სამზარეულოში ყავის გასაკეთებლად გავდივარ….  

 

 

ჩემ სამზარეულოს ჯერ ისევ ახსოვს დედის თითები და მეც თითქოს ბოდიშს ვიხდი, როდესაც მაგიდას, მაცივარს ან ჭურჭელს ვეხები, რადგან მგონია რომ ამ დროს ვცდილობ გავხდე დედაჩემი …..

  

 

ამბები მთავრდებიან ასე, მე შევდივარ ჩემი ძმის ოთახში და ვწვები მის ლოგინში, ამ დროს თითქოს ვიხდი ბოდიშს, რადგან მგონია რომ მე ვცდილობ გავხდე ჩემი ძმა …. 

 

 

ანუ ყველაფერი ხდება სასაცილო, როცა ადამიანი ცდილობს გახდეს ის, ვინც არ არის…

 

  

აქ ყველას თავისი როლი აქვს, ამბობს ჩემი ჟღალთმიანი ნენე და ორივენი ვუყურებთ ვარსკვლავებიან ცას.. ეს ვარსკვლავები ამ ცას ისე უხდება, როგორც ნენეს ის ჭორფლები, რომლებიც არ აქვს და უნდა ჰქონოდა…

 

  

არასდროს ყვირის ის რაც ნამდვილია, ამბობს ჩემი ლურჯთმიანი პოლი და საკუთარ სიგარეტის კვამლს აყოლებს თვალს …..

 

  

ყოველთვის როცა ვხედავ რომ ადამიანი ცდილობს გახდეს ის ვინც არ არის, მე ვუყურებ მარიამს და ის ამბობს: 

  

 

‘’ნუ მიყურებ კითხვისნიშნიანი მზერებით შენ უკეთ იცი’’

 

  

ასეთ დროს მე ვამბობ ‘’ჰო’’ და მარიამის სამზარეულოს ფანჯრიდან ვუყურებ ღამეულ თბილისს …..

 

  

როცა ადამიანი იწყებს მტკიცებას ‘’მე ვარ’’ ის ამ დროს არაფერია,

 

  

რადგან ყველაფერი რაც ნამდვილად არის თავად მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დგამს.

 

  

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სიყვარულს,

 

  

რადგან როცა გიყვარს ამაზე შენი თვალები ყვებიან, 

 

 

 რადგან როცა გიყავრს ამაზე შენი თითები ყვებიან,

 

 

 რადგან როცა გიყვარს ამაზე შენი ხელისგულების ხაზები ყვებიან, 

 

 

 რადგან როცა გიყვარს ამაზე მზისფერი სხეულით ყვები …

 

 

 

სწორედ ამიტომ..

 

 

 

 ეს ყველაფერი გავს სიყვარულს,

 

 

 და ეს ყველაფერი გავს ჩე-მი ჩეს ერთ ლექსს

 

 

 

‘’და მიჭირს გატარო ასეთი მძიმე და მძიმე და ნამდვილი’’

 

 

 

არ ენდო არაფერს რაც ხმაურობს,

 

 

არ ენდო არაფერს რაზეც საათობით ყვებიან,

 

 

 

არ ენდო არაფერს რაშიც ცდილობენ დაგარწმუნონ,

 

 

 

არ ენდო არაფერს რაც გესმის,

 

 

 

უსმინე კოსმიურ სიჩუმეს

 

 

 უსმინე თვალებს და ხელებს.

 

 

 

გახსოვს? როცა მიყვარდი მე ვამბობდი ‘’მიყურე თვალებში’’

 

 

 

შენ იდექი ჩემს წინ, მე ვეკროდი შენ ზურგს ჩემი ხელებით და შენ მიყურებდი თვალებში …

 

 

 

მე ვამბობ : არ იხმაურო….

 

 

 

სოფო ამბობს, რომ დიდი ტკივილები ჩუმია, რადგან რაც ნამდვილია სატარებლად მძიმეა და ვერასდროს მეტყველებს….

 

 

 

მე ვამბობ, რომ ყველაფერი რაც ნამდვილია უტყვია ….

 

 

 

‘’ვირებში თუ ხარ შენაც უნდა ტლინკები ყარო

 

 

 

ვირებს გონიათ ჩვენიაო მთელი სამყარო

 

 

 

ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი

 

 

მაინც გამიგეს შენი არაბული ტაიჭი ხარო’’

 

 

 

ვეუბნები ბექას და მისგან ზურგით მდგარი ვუმზადებ ყავას …..

 

 

 

ნუ ყვები იმაზე რასაც გრძნობ მოყევი იმაზე რაც არ გიგრძვნია…

 

 

 

ნუ დასვრი სინამდვილეს სიტყვებით..

 

 

 

ნუ აიფარებ ფარად იმას რაც ერთადერთი შეგრჩა ლამაზი ….

 

 

 

მამა ამბობდა, რომ საკუთარი თავის ტყვეობა ყველაზე დიდი ტყვეობაა ცხოვრებაში,

 

 

 

რაც დრო გადის სულ უფრო ხშირად მე ვამბობ ‘’მართალი იყავი მამა’’

 

 

 

საკუთარი თავიდან ვერსად წახვალ

 

 

 

ამიტომ არასდროს ჩაუვარდე ტყვეობაში საკუთარ თავს ….

 

 

 

ადამიანები ყვირიან, ადამიანები აბრახუნებენ მუშტებს, ადამიანები ითხოვენ ყურადღებას, და როცა თავისი გააქვთ და ყურადღებას იქცევენ, ისინი იწყებენ მოყოლას იმაზე თუ ვინ არიან…

 

 

 

მე ვამბობ: ‘’იყავი ჩუმად, და თუ მომინდება მე სიჩუმეში უკეთ ვიგრძნობ ვინ ხარ’’

 

 

 

 

ისინი აგრძელეებნ ყვირილს 

 

 

მე ვაგრძელებ თხოვნას ‘’ადამიანებო იყავით ჩუმად’’

  

 

 

და ყველაფერი ხდება სასაცილო, როცა უყურებ ადამიანებს რომლებიც ჯიუტად თამაშობენ სხვების როლებს და კარგავენ საკუთარ როლებს. საბოლოოდ კი ნამდვილი როლები, ცოდვა ბრალიანთა სასაფლაოზე დაბორიალობენ და ეძებენ საკუთარ ადგილებს…ამ დროს კი მიწადედაზე ერთამენთში არეული, აზელილი, სახედაკარგული ადამიანები ყვირიან იმაზე თუ ვინ არიან, აბრახუნებენ მუშტებს და ყურადღებას ითხოვენ, ხოლო მათ ვიცნ ჩუმად არიან … …..

 

 

 დგას ღმერთი ცაში და ვებრალებით ….

თამთა დევდარიანი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s