ერაყი

20 წლის ვხდებოდი….დედა და მამა გაყრილები იყვნენ, მამა თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა, ხანდახან ფულსაც მიგზავნიდა მცირეს….დედა კი აქ, ჩემთან ერთად, თელავში…..კომუნისტების დროს დარიგებულ ბინაში…..ყველაფერი გვქონდა, არაფერი გვაკლდა, მანამ სანამ არ გავიზარდე და არ მივხვდი თუ რამდენი რამ გვაკლდა……ბევრი სკოლა გამოვიცვალე, არც იმდენი, რომ ათ თითზე ვერ ჩამოვითვალო, მაგრამ მაინც ბევრია, იმიტომ რომ ერთზე მეტი , უკვე ბევრია ცემი აზრით……დავამთავრე სკოლები და უმაღლესში ჩაბარება მსურდა, თუმცა რანაირად…მოხდა ისე, რომ რუსეთში წავედით მთელი ოჯახი…წასვლა იმიტომ მიხაროდა, რომ მამა და დედა ერთად იქნებოდნენ, ანუ ისევ ერთ ოჯახათ შევიკვრებოდით…., თუმცა არც ამან გასტანა დიდხანს, სულ რაღაც რამდენიმე ათეულზე დაბალი წელი გავატარეთ იქ, ჩემი და გათხოვდა….საქართველოდან ჩამოსულს გაჰყვა ცოლად…..ასე ამბობდნენ: გვიყვარს ერთმანეთიო…რაღაც ეჭვიანობოს გრძნობა კი მჭამდა იმ წუთას, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო განა იმიტომ რომ არ მქონდა უფლება, უბრალოდ იმიტომ, რომ პატარა ვიაყვი, უმცროსი ძმა………მერე ისევ სქართველო, თუმცა ამჯერად რამდენიმე კილომეტრით შუაგულ საქართველოსკენ, ანუ თბილისში…დღე, როცა მე რეგისტრაცია გავიარე და ერაყში წავედი….ჰო, თავიდან მართლა ფულის გამო წავედი, ვაღიარებ კაცურად! მერე მოვიდა, ეგ ნოსტალგია , სამშობლოს სიყვარული თუ რაც ქვია რავიცი…იქ უფრო ვიგრძენი თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანი, მეგობარი, თანამემამულე გეკითხება: როგორ ხარ?

ეს მენატრებოდა, მეტი კი არაფერი, თუმცა ეს იყო ყველაფერი……

……………………………………

და აი ახლა….ისევ აქ ვარ, ისევ იმ მიწაზე, რომელიც მე კი არ მეკუთვნის, მე ვეკუთვნი მას….საქართველო. ჩემი სამშობლო, ქვეყანა, სადაც სტუმარი ღვთისაა და არა დაუპატიჟებელი!!!!!

 ლელა წიკლაური….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s