თავი არ შეგეცოდოს . . .

ადამიანები იმდენად მარტივები ვართ რომ ჩემში რომ არ იყოს ამდენი სატანა, ალბათ მოწყენილობისგან მოვკვდებოდი … მე თუთი მქვია, ავტობიოგრფიული ჩანახატები ბევრი მაქვს  და სიამოვნებით ვკითხულობხოლმე, იმიტომ რომ თითქმის არცერთი არ არის იმ ნეგატივის „ფიქჩერი“  რაც სინამდვილეში ვარ …
მე თუთი ვარ… და ვგიჟდები „ნარცისზე“…
თქვენ გინახავთ მდინარის მაღლა ამომხტარი თევზი რომელიც მერე ძმა–თევზებთან არ ტრაბახობს _“მე ცა ვნახეო“… ? არა ხომ? მე არც მოტრაბახე თევზები მინახავს. კი მე მიყვარს ბატონი ჯემალ ქარჩხაძის ყველა ნამუშევარი, რაც კი წამიკითხავს, მაგრამ ახლა ბატონ ბესიკს ვუსმენ. ეპიგრაფერბს მიყვება დავიწყებული სიზმრებისას (უკვე მესამედ)…
არა მე არ ვარ მთვრალი მეგობარო, მე ნასვამი ვარ. და ნასვამიც რომ არ ვიყო მაგით შენ რაა?
მე ძმა მყავს. არ გიყვარს მეგობარო შენ შენი ძმ

416588_180476048724484_96228834_o

ა ისე როგორც მე ჩემი ძმა მიყვარს, მაგრამ მაინც კარგად გიმყოფოს ღმერთმა…
_რა უნდა ამასო, ფიქრობ ხომ ?
_სიმშვიდე მინდა მე  მეგობარო, მაგრამ მაგას ხომ დამსახურება უნდა და აბა მე საიდან ეგ ფუფუნება. შენ მოგცეს სიმშვიდე ღმერთმა…
გოგონა მიყვებოდა წინა დღეს, წერა რომ მინდოდა გარეთ გავდიოდი, ხალხს ვუსმენდი და ვაკვირდებოდი და მერე მათზე ვწერდი ხოლმეო. წარმოგიდგენია? ხალხს წერა სურს და თემას ეძებს მე კი არ მინდა წერა და  ვეღარ ვიტევ სიტყვებს…
ნეტა კაცი მაინც ვიყო, გავლოთდებოდი…
ქალი გალოთდიო „გაიონავარფიქრებ“ ალბათ, არც ქალი ვარ არა, თუთი ვარ მე! არც ქალივით ლამაზი და არც კაცივით ძლიერი, თუთი ვარ და ეს არის აპოგეა…

თავი არ შეგეცოდოს მეგობარო …
თავი არ შეგეცოდოს . . .
თუ სიბრალული მაინც შემოგეპარა, ბატონი ჯემალ ქირიას „დიდობანას თამაში“ წაიკითხე, ხშირად წაიკითხე (მეც ხშირად ვკითხულობ)…

2 thoughts on “თავი არ შეგეცოდოს . . .

  1. მიყვარსხოლმე შენი ნაწერების კითხვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s