დაიკოს

მოდი ერთხელ დილით დედამ გაგვაღვიძოს. უკვე დიდი ხელებით, უკვე ნიღბიან სახეებს ძილი ჩამოვრეცხოთ (და იქნებ სიდიდეც სულ ცოტა მაინც), უკვე დიდი სამოსი და ფეხსაცმელი მოვირგოთ და სამზარეულოში გავიდეთ, მოდი ამ ერთხელაც ჩაით სავსე ჭიქები და კარაქწასმული პურის ნაჭრები დაგვახვედროს უკვე ბებერმა დედამ… მაგიდის პირველმა სტუმარმა აარჩიოს ზომით უფრო პატარა პური და , მეორესთვის მოდი ისევ იყოს ეს დღე უიღბლო მხოლოდ იმიტომ რომ უფრო დიდი პური შეხვდა შესაჭმელი. ბოლო ორ ლუკმაზე ისევ ავწუწუნდეთ _დე აღარ გვინდა_ო და დედამ უშედეგო ხვეწნის შემდეგ ისევ დაგვრთოს ნება, საუზმის არდამთავრების… მერე ავიღოთ ჩანთები და გავუყვეთ გზას, რომელიც სულ 10 წუთის სავალია მაგრამ ჩვენ მაინც ნახევარი საათით ადრე გავიდეთ სახლიდან. მერე იქნებ ბებომაც დაგვიყვიროს აივნიდან,_ მხრებში გაიმართეთო… _ჩვენ ახლა უკვე გაცნობიერებულად ბავშვური (მაშინ კი დიდგოგოური) თავმოყვარეობის გამო, წავიბუზღუნოთ და გზა გავაგრძელოთ სკოლისკენ… ნელა ვიაროთ და ვუყუროთ პირველივე გადამკვეთ ქუჩას, „იქნებ იმ ქუჩაზე მცხოვრები თანაკლასელი ოლია უკვე გამოვიდა სახლიდან და შემოგვიერთდესო“ ფიქრით … არ შემოგვიერთდება მაგრამ გზა გავაგრძელოთ რაა… ბავშვობის ქუჩებს მოენატრათ ჩვენი ნაბიჯები გვერდიგვერდ… იქნებ გზაში გამოჩნდნენ თანატოლები და ისევ ვიგრძნოთ ჩვენსკენ მომართული მზერები, _აგე „დები“ მოდიან_ო ფრაზას რომ ახლავს… მოდი ერთ დილით დედამ გაგავაღვიძოს და ერთხელ კიდევ გავიმეოროთ ეს ულამაზესი თუმცა გადავიწყებული ტრადიცია… ბევრი არაფერი, უბრალოდ ბავშვობის ქუჩებს მოენატრათ ჩვენი ნაბიჯები გვერდიგვერდ… ნელა ვიაროთ და ზუსტად ნახევარ საათში მივიდეთ იქ სადა 10 წუთშიც შეიძლება მისვლა. მერე რა რომ იქ აღარავინ დაგველოდება, და არც არავინ ამოიკითხავს ჩვენს გვარს მრავლობითში და არა ცალ–ცალკე…
მთავარი მხოლოდ ისაა რომ ქუჩებს მოვენატრეთ ერთად…!

One thought on “დაიკოს

  1. ყველაზე თბილი და ნამდვილი გრძნობა…. ჩემი და❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s