როგორ მოვახერხოთ გრძელი ფეხების იმიტაცია

 

 

მიჩნეულია, ლამაზი ქალის ერთ–ერთი ყველაზე ხშირი მახასიათებელი, გრძელი ფეხებია. სამწუხაროდ, ყველა ქალბატონი ნამდვილად არ არის განებივრებული ამით. თუმცა, სწორად შერჩეული გარდერობისა დასხვადასხვა ხერხის გამოყენებით, შესაძლებელია ფეხების, ვიზუალურად, ცოტათი მაინც,დაგრძელება.
ამისთვის რამდენიმე პირობის გათავისება მოგიწევთ, მაგალითად თუ ქსურთ რომ თქვენი ფეხები ცოტათი მაინც გრძლად ჩანდეს, არასასურველია თეძოებზე დადებული ქამრის ტარება ან დაბალწელია ჯინსის… მათი წყალობით ფეხები ვიზუალურად მოკლდება, როგორი გრძელიც არ უნდა იყოს.
დღეს საკმაოდ მოდური ოდნავ მოკლე შარვლებიც ვიზუალურად აპატარავებს ფეხებს, ასეთივე ეფექტი აქვს ქვედაბოლოებს, რომელთა სიგრძეც კოჭზე ოდნავ ზემოთაა. სავსე ტანის შემთხვევაში შეგიძლიათ ატაროთ ტრაპეციის ფორმის ქვედაბოლო. თუ მოხდენილი ფიგურა გაქვთ, საუკეთესო გამოსავალია ე.წ. “ბუტილკა” ქვედაბოლო მაღალი წელით და მუხლამდე სიგრძით.
სილუეტისა და ფეხების ვიზუალურად დაგრძელების საუკეთესო გზაა მუხლსზემოთ სიგრძის სამოსის ტარებაც. თუ თქვენი აღნაგობა არ

გაძლევთ მინიქვედაბოლოების ტარების საშუალებას,ჩაიცვით გრძელი კაბები და ქვედაბოლოები, ისინი დღესაც საკმაოდ მოდურია.
რაც შეეხება ზედატანის ჩაცმულობას, უკეთესია არ ჩაიცვათ  ფართო ბლუზები და ფართო სახელოინი სამოსი. თუ ზედმეტი კილოგრამების დაფარვაა საჭირო, უპირატესობა მიანიჭეთ კაბებს მაღალი წელით, ოღონდ ამასთან აუცილებლად ატარეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის ეფექტურია. მაგრამ თუ წვრილქუსლიანი ფეხსაცმელით სიარული დისკომფორტს გიქმნით, შესანიშნავი ალტერნატივაა ე.წ. “პლატფორმები”.
მოკლე ფეხებისთვის არასასურველია ქვედაბოლოსთან დახურულიფეხსაცმლის ტარება.
ასევე დაიმახსოვრეთ პატარა (დიდი) ეშმაკობები: გრძელი ფეხის ეფექტისტისთვის საუკეთესო გამოსავალი მაღალწელიანი და მოკლე შარცალი თუ ქვედაბოლო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s