ვრანგლერი, ბრენდის ისტორია “WRANGLER”

Wrangler-Jeans-Logoამერიკული ჯინსების ბრენდი ვრანგლერი (WRANGLER), რომელიც ამჟამად ეკუთვნის კომპანიას VF Corporation of Pennsylvania, წარმოადგენს მოდური ტანსაცმლის ერთ–ერთ ლიდერ ბრენდს მსოფლიოში. კომპანიის დამფუძნებელი იყო სი–სი ჰადსონი (C.C. Hudson).

ყველაფერ კი იწყება 1897 წელს, როდესაც 20 წლის ასაკში სი–სი საკუთარი ფერმიდან, რომელიც მდებარეობს ტენესის შტატში, ბედის საცდელად მიემგზავრება ჩრდილო კაროლინას შტატშის ერთ პატარა ქალაქში. იგი შოულობს სამუშაოს ტექსტილის ფაბრიკაში, სადაც დღეში 25 ცენტად აკერებს ღილებს.

მაგრმ 1904 წელს ფაბრიკა იხურება და ჰადსონი რჩება უმუშევარი. ამის შემდეგ სი–სი, თავის რამდენიმე ამხანაგთან ერთად იწყებს საკუთარ საქმეს. მეგობრები ყიდულობენ საკერავ მანქანას, ქირაობენ ოთახს ქალაქის ცენტრში და აფუძნებენ ფირმას სახელწოდებით “ჰადსონის კომბინიზონები” (Hudson Overall). კომპანია ორიენტაციას იღებს სამუშაო ტანსაცმლის გამოშვებაზე.

1919 წლისთვის კომპანიის საქმეები იმდენად კარგად მიდის, რომ იქმნება საშუალება მისი გაფართოების და ფირმა გადადის უფრო დიდ ოფისში. იქმნება პირველი ფაბრიკა. ამავე პერიოდში კომპანია იცვლის სახელწოდებას და მას ერქმევა “სპეციალური ტანსაცმლის კომპანია “ლურჯი ზარი” (Blue Bell)”.

ლეგენდის თანახმად სახელწოდება მოდის ზარისგან, რომელიც ჰადსონს აჩუქეს რკინიგზის მუშებმა, რომლებმაც მის მაღაზიაში შეიძინეს სამუშაო კომბინიზონები. ეს ზარი, რომელიც ჩამოკიდებული იყო დიდი ხნის მანძილზე ცეხში, დროთა განმავლობაში დაიფარა ჯინსის ნაჭრის ლურჯი მტვერით. 1926 წელს ზარი, ისევე როგორც მთლიანად კომპანია, შეისყიდა კომპანიამ Big Ben Manufacturing of Kentucky. მოლაპარაკება შედგა 585 000 დოლარზე. გაერთიანებული კომპანიის სახელი დარჩა უცვლელი “ლურჯი ზარი”, ხოლო მთავარი ოფისი გადავიდა გრინსბოროში.

1936 წელს განახლებული კომპანია უშვებს ახალ, სამუშაო ტანსაცმლის რევოლუციურ მოდელს “Super Big Ben Overalls”, რომელიც შეკერილი იყო ნაჭრისაგან, რომელიც არ პატარავდება გარეცხვის შედეგად. ასე შეიქმნა ახალი ჯინსები.

ამის შემდეგ კომპანია იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ 1943 წელს იგი ყიდულობს სამკერვალო ფირმას “Casey Jones Work” .

1946 წელს კომპანია ლურჯი ზარი ქმნის სპეციალურ ჯინსის ტანსაცმლის ხაზს კოვბოებისათვის. ამ მიზნით დაქირავებული იქნა ცნობილი პოლონელი თარგების მჭრელი ბერნარდ ლიჩტენსტეინი მეტსახელად როდეო ბენი (Rodeo Ben). ფირმის თანამშრომლებს შორის იმართება კონკურსი ჯინსების ახალი ხაზის ბრენდის სახელის მოგონებაზე. კონკურსის შედეგად საუკეთესოდ მიჩნეული იქნა სახელწოდება ვრანგლერი (Wrangler), რომელიც აღნიშნავს მომუშავე– კოვბოის.

1947 წელს კომპანია 13 წყვილი ჯინსიდან საუკეთესოს ამორჩევის შედეგად, ამერიკელ მომხმარებელს წარუდგენს მამაკაცის ჯინსებს მარკით Wrangler 13MWZ, რაც ნიშნავს მამაკაცის ჯინსების მე–13 მოდელს ელვის შესაკრავით.

სწორედ ამ მოდელის გამოსვლა ითვლება ამერიკული ვრანგლერის ჯინსების ისტორიის დასაწყისად.WRANGLER_AW13_GIRLONTOP_A4_PORTRAIT_300dpi

1949 წელს პროფესიონალი კოვბოების მიერ, რომლებსაც ვრანგლერის ჯინსები მიაწოდეს სავარჯიშოდ, აღიარებულ იქნა ისინი როგორც გამძლე და ხარისხიანი. ასე დაიწყო სარეკლამო კომპანია კოვბოების მონაწილეობით, რომლებიც ვრანგლერის ჯინსებით გამოდიოდნენ შეჯიბრზე.

1964 წელს ჯონ ბოლკერის მიერ შექმნილი ახალი “ნაძვისებრი” ჯინსის ნაჭერი პირველად გამოყენებული იქნა ვრანგლერის ჯინსების 13MWZ მოდელში. დღევანდელ დღესაც მოდელების Wrangler — Western ყველა ორიგინალი ჯინსები იკერება სწორედ ამ ნაჭრისგან.

1973 წელს ვრანგლერის ჯინსები ხდება ახალგაზრდული კულტურის სიმბოლო. 1974 წელს კი, პროფესიონალი კოვბოების ასოსიაცია PRCA ვრანგლერის ჯინსებს ანიჭებს ოფიციალურ სერტიფიკატს.

1986 წელს კომპანია Blue Bell “ჩაყლაპული” იქნა კორპორაციის VF (VF Corporation) მიერ, რამაც ხელი შეუწყო ბრენდის კიდევ უფრო მეტ პოპულარობას.

სატელევიზიო რეკლამების განვითარებასთან ერთად 2000 წელს იწყება ვრანგლერის სატელევიზიო რეკლამები სახელწოდებით “What ever you ride”. რეკლამაში აღნიშნულია ვრანგლერის ჯინსების ძირითადი ღირებულებები.

2004 წელს იწყება კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ახალი დევიზით “იძებნება” (Wanted). ამავე წელს კომპანია, დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, შეზღუდული რაოდენობით უშვებს კოლექციურ სერიას “ლურჯი ზარის ვრანგლერი”, რომელიც მთლიანად წარმოადგენს პირველი მოდელის ანალოგს. ამავე დროს ხდება მასიური წარმოების ახალი მოდელების შექმნა, რომლებშიც გათვალისწინებულია ჯერ კიდევ ლეგენდარული როდეო ბენის მიერ შექმნილი ჯინსების ნიუანსები.

დღევანდელ დღეს ვრანგლერის ჯინსები სარგებლობს დიდი აღიარებით მთელს მსოფლიოში.

ყოველ 6–8 თვეში ერთხელ კომპანია ელ.ფოსტის საშუალებით თავის კლიენტებს უგზავნის ანკეტებს ახალი მოდელების გამოსახულებასთან ერთად. ანკეტის საშუალებით ვრანგლერის ხელმძღვანელობა ადგებს და ითვალისწინებს თავისი კლიენტების აზრს და შენიშვნებს ახალი მოდელების შექმნის დროს.

ვრანგლერი დღევანდელ დღეს უშვებს ქალისა და მამაკაცის ჯინსების ხაზებს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s