ბრენდის ისტორია “Diesel”

diesel-jeans-logo

Diesel-ის ისტორია 1955 წელს დაიწყო, როდესაც იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ფერმერის ოჯახში დაიბადა ბრენდის მომავალი დამაარსებელი რენცო როსსო.

ბიზნესის მართვის ტალანტი როსსომ 10 წლის ასაკში გამოამჟღავნა, როდესაც კურდღლების მოშენება და გაყიდვა დაიწყო. სულ მალე როსსოს საკუთარი შემოსავალი ჰქონდა, რამაც დააფიქრა იმაზე, რომ შეეძლო უფრო დიდი პიროვნება გამხდარიყო, ვიდრე უბრალო მუშა.

15 წლის ასაკში რენცომ შეიტყო მოდის შემსწავლელი პირველი იტალიური სკოლის გახსნის შესახებ. მას არ უყვარდა სწავლა და გადაწყვიტა, რომ არ გაუჭირდებოდა ამ სკოლის დამთავრება, რადგან ეს მსგავსი პროფილის პირველი სკოლა იყო. მიუხედავად
ამისა, სწავლის პერიოდში როსსოს გაუჩნდა ინტერესი საქმის მიმართ, ხოლო 20 წლის ასაკში ტანსაცმლის დიზაინით დაკავდა.

20124222135860197
1978წ. რენცო როსსომ ადრიანო გოლდშმიტთან ერთად კომპანია Genious Group დაარსა, რომლის 40% რენცოს ერგო. Genious Group-მა მრავალი წარმატებული ბრენდი შექმნა: Katherine Hamnett, Goldie, Martin Guy და რაღა თქმა უნდა Diesel. სახელწოდება Diesel-ზე ორი მიზეზის გამო შეჩერდა არჩევანი: ერთის მხრივ, 70-იანი წლიბის შუა ხანებში ევროპაში შექმნილი ნავთობკრიზისიდან გამოსავალს ამავე სახელწოდების საწვავში ხედავდნენ და თავად სიტყვა იქცა ავანგარდად; მეორეს მხრივ კი სიტყვა დიზელი ასე თუ ისე ერთნაირად ჟღერდა სხვადასხვა ენებზე და ეს სრულიად შეესაბამებოდა რენცო როსსოს ბრენდის კონცეფციას – შეექმნა ბრენდ-ლიდერი, რომელიც არ იქნებოდა შეზრუდული გეოგრაფიული საზღვრებით.

1979წ. Diesel ბრენდის პირველი სრულფასოვანი კოლექცია გამოვიდა, ხოლო 1985წ. დაიწყო Diesel-ის ტანსაცმლის იტალიის ფარგლებს გარეთ ექსპორტი. 1985წ. რენცო როსსომ ადრიანო გოლდშმიტის და Genious Group-ის სხვა პარტნიორების წილი გამოისყიდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s