ლაზიერი

ომია…
ეს მეფეა, წინ რომ მიუძღვის მეომრებს. გამომეტყველებით ვერ მიხვდება ადამიანი, უფრო იცავს თუ უფრო იპყრობს ეს მეფე. ამაყიც არის თითქოს, შეუპოვარიც და თან სინანულის გამჭვირვალე ბინდიც გადაჰკრავს სახეზე. არ ეშინია, ღმერთია მოწამე არ ეშინია …
მსოფლიოს ყველა საათი მძიმედ სუნთქავს . . .
_იქნებ მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი!? იქნებ აჯობებდა?! მე რომ მოვკვდე ვინღა დაიცავს მას? _ გულში გაეფიქრა და მერე საკუთარი თავის შერცხვა ამ გაფიქრების გამო…  ჩაეცინა, ზუსტად ისე როგორც სხვებზე ეცინებოდახოლმე და თავისი დედოფლის თვალებს იხსენებდა. მიხვდა რომ გვირილების გვირგვინი მოუხდებოდა ძალიან და გაუკვირდა აქამდე რატომ ვერ მოაფიქრდა  მისთვის გვირგვინი დაეწნა…
_ნეტავ დავით აღმაშენებელი რომ მიუძღვოდა ლაშქარს,

გურანდუხტი რას გრძნობდა მაშინ?_ისევ გაეფიქრა მეფეს და მერე ისევ თანმიმდევრულად, საკუთარ თავთან შერცხვენილს გაეცინა, როგორც სხვაზე გასცინებია ადრე…
………………………………………….
მოემზადეთო თითქმის ჩურჩულით თქვა მეფემ, მერეკი მთელი ხმით იყვირა,
_მომყევით!  _მხედრები ადგილიდან მოწყდნენ, მეფის კვალდაკვალ მიჰქროდა ქვეყანა…
ყურისწამღები თუმცა გულისმომცემი ყიჟინით და თქარათქურით აივსო კადრი. მეფე მეფურად იქნევდა ხმალს. გონებაში თავისი დედოფლის სახეს უყურებდა,
_ოხ როგორ უხდება მას გვირილებით მოწნული გვირგვინი! _გულის გულში კი ინდოელები ეცოდებოდა მეფეს.
ალბათ მათი მეფე დედოფლის გვერდით იყო, ეს საწყალი

ხალხი კი მის დასაცავად თითქმის შიშველი ხელებით ებრძოდა მოწინააღმდეგეს! სად გაგონილა სუსტი იცავდეს ძლიერს!?

_არა! ქართველმა ქალმა იცის რომ გვერდით დგომა გვერდში დგომას არ ნიშნავს ყოველთვის! ქართველი ქალი ამაყია როცა მისი მეფე თავგანწირვით იბრძვის. ქართველ ლაზიერს უყვარს მეფე რადგან ის ზრუნავს პაიკებზე…!
…………………………………………………
ჭადრაკი საქართველოში რომ გამოეგონებინათ წინამძღოლი აუცილებლად მეფე იქნებოდა!

5 thoughts on “ლაზიერი

  1. First off I want to say wonderful blog! I had a quick question in which I’d like to ask if you do not mind. I was curious to find out how you center yourself and clear your thoughts before writing. I have had a tough time clearing my mind in getting my thoughts out. I truly do enjoy writing but it just seems like the first 10 to 15 minutes are generally wasted simply just trying to figure out how to begin. Any suggestions or tips? Many thanks!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s