მოდა თუ სტილი?


კოკო შანელმა ყველასთვის გასაგებად განმარტა ”მოდისა” და ”სტილს” შორის განსხვავება … სტილი _ყველა ადამიანის იმიჯის ძირითადი ელემენტია და უფრო ფართო მნიშვნელობისაა ვიდრე ცვალებადი მოდა. სტილი ინდივიდუალობის პირველი ნიშანია, რომელიც ბევრს ამბობს ადამიანის პიროვნებაზე… ჩვენს დროში რთულია სტილის კლასიფიკაცია, რადგან ყველა ინდივიდმა შესაძლოა ჩამოაყალიბოს თავისი სტილი ასაკის, სოციალური სტატუსის, პროფესიის, და პირადი შეხედულებების მიხედვით…

ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი სტილი რომელიც იქნება მისი პიროვნების გამომხატველი. ამიტომ მთავარია, სტილის შერჩევისას ვიყოთ ინდივიდუალურები. სხვისგან რაიმეს გადმოტანის დროსაც კი, უნდა ვეცადოთ,შევცვალოთ არსებული დეტალები და იდეალურად მოვირგოთ… 
       პირადად მე როდესა ვიცვამ მოდურ სამოსს,  ვცდილობ ჩემეული დეტალებით „მოვიჩემიანო“, ვერიდები მასიური სამოსს, მაგალითად არასდროს მცმია ე.წ „სნიქერსები“, „ბოტები“, სამოსი კოსმოსის პრინტით, ასევე ჯვრის გამოსახულებიანი სამოსი, “მარტენზიები – martensy”, “Jeffrey Campbell” და ა.შ…
ალბათ ამიტომაც არის რომ ხშირად მაქვს შემთხვევები როცა მეუბნებიან: _შორიდანვე გიცანიო. სტილით ან ფერებით, (მიყვარს ნათელი ფერები) არადა არასდროს მაცვია თვალშისაცემად გამომწვევად, ან სუბკულტურიდან წამოსულ თვალშისაცემ სტილიზე _როგორიცა: გოთიკური, ჰიპი, პანკი ან ემო. (ჩემს ხასიათს არ შეესაბამება, თორემ არანაირი პრობლემა არ მაქვს მსგავსი ტიპების სტილთან დაკავშირებით) 
ყველას გირჩევთ რომ ეცადოთ გამოიყურებოდეთ ისე როგორც გიხდებათ თქვენ, რადგან მოდა გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ დიზაინერებისა  და ცნობილი ადამიანების გემოვნებას, სტილი კი ხაზს უსვამს თქვენს ინდივიდულაიზმს და განსხვავებულობას♥….
წარმატებებს გისურვებთ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s