წითელი პარასკევი

დილით ავდექი…
_ოხ რა კარგია სულ მალე მარხვა დასრულდება, ტორტი და ნაყინი უნდა ვჭამო (გავიფიქრე)…
საშინელებაა, წინა დღეს იმას ვფიქრობდი რა საცოდავები ვართ ეს ადამიანები. ქრისტე, როგორ ეწამა ჩვენი სულების გამო, ჩვენ კი კვების „კოდექსით“ გვგონია, რომ რამე ფასეულს ვაკეთებთ…  მარხვა უფრო ღრმა ფილოსოფიურ_ფსიქოლოგიური დატვირთვისაა ვიდრე კვების კონტროლი… მე მთელი მარხვის განმავლობაში ფსალმუნნიც კი არ წამიკითხავს…
სულ ცოტახნის წინ გავიგე, თურმე საკვები ადამიანის გონებაზე 70 %_ით მოქმედებს… ცხოველის ხორცი, ასევე რძის ყველანაირი ნაწარმი, ადამიანში  ცხოველურ რეფლექსებს ამძაფრებს. ეს რომ წავიკითხე მართალი გითხრათ მხოლოდ, მაშინ მივხვდი მარხვის ლოგიკურ არსს და მიზანს…  თუმცა მარტო სწორი კვების იმედადაც არ შეიძლება ყოფნა,  ცოტა გული და გონებაც უნდა გამოამზეურო ადამიანმა. აგერ დღეს წყალზე და პურზე უნდა გადამეტარებინა დღე. და დილით პურს ისე ცხოველურად დავეძგერე, რომ დავნაყრდი მერეღა შემრცხვა… შემდეგ ქურდობა დავწამე ვიღაცას, ვიღაცას გული ვატკინე, ვიღაცის სიცილმა გამაგულისა, ვიღაც განვიკითხე…
ოხ ეს ვიღაცები! საშულაება არ გეძლევა ადამიანს სწორად იცხორვო და ცოდვა არ ჩაიდინო!
დღეს ტელევიზორი არ ჩამირთავს, ვიცი ყველა არხზე „ქრისტეს წამებას“  გაუშვებენ მე კიდე არ მაქვს ნერვები მაგის ყურების,  უნდა ვიტირო და ხასითი გამიფუჭდეს…
დღეს წითელი პარასკევია ყველაზე მძიმე დღე წელიწადის…
საპატრიარქოს საიტზე შევედი და ვნების შვიდეული _ს გვერდი  გავხსენი…. დანარჩენ დღეებს ყურადღება არც კი მივაქციე, დიდ პარასკევს მივაშტერდი…
……………………..
ტირილიც მკრეხელობაა უკვე!
პატიების თხოვნაც!
უფალო შეგვიწყალენ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s