მე ვითბობ გულს გულგრილი საზოგადოების მიმართ…

გუშინ ქუჩაში ქვას ფეხი წამოვკარი და წინ მიმავალგოგონას მივეჯახე… გოგოს შეეშინდა და უცებ მოტრიალდა.
ისი შეხტომისთანავე დავიწყე ბოდიშების გრძელირეგლამენტი, მაგრამ შემომხედა დაგაეცინა. არ ველოდი მსგავს რეაქციას და გამიხარდა.
მერე მოვდიოდი და ვფიქრობდი: ისეთი იშვიათი გახდა ქუჩაში თუნდაც უბრალოდ ღიმილის მიღება,
რომ გაკვირვებას იწვევს.
შეგიმჩნევიათ, როგორი დადის ხალხი? გაცივებული მზერით. თუ ვინმე იცინის – ან ბავშვები არიან, ან თინეიჯერები. ცოტა უფროსებს უკვე ბარგი აქვთ სათრევი. ზოგიც თვლისრომ თვითონ არის ბარგი.
სახლში რომ მოვედი როგორც მჩვევია ხოლმე ინტერნეტში დავიწყე ამ პრობლემაზე სხვების აზრისმოძიება და ერთერთ ბლოგზე საინტერესო ჩანაწერს წავაწყდი….
„უეცრად ყურში ყვირილის ხმა ჩამესმა, თვალები გავახილე და ჩემგან მოშორებით აუდიოტიორიაშიბიჭები ჩხუბობდნენ. გულგრილად შევხედე მათ და ძილი განვაგრძე. უცებ მხარზე ვიღაცამ ხელიმსუბუქად შემახო და მითხრა:
_ ადე მეგობარო, ლექცია დამთავრდა აქ ხო არ აპირებ გათენებასი
თავი ავწიე და იმ მხარეს მივტრიალდი საიდანაც ხმა შემომესმა.თავზე გაღიმებული წითელკაშნეანიბიჭი დამდგომოდა. ”სიამოვნებით გავათენებდი აბა აქ რა დამრჩენია” _ გავიფიქრე ჩემთვის. მერე კიფეხზე წამოვდექი და ჩემს გვედით მდგომ წითელკაშნეან ბიჭს მივმართე:
_ იქ რა ხდება რატო ხოცავენ ერთმანეთს
_რავი, მე რომ გამეღვიძა უკვე ჩხუბობდნენ _ გაიცინა ბიჭმა
_ გასაგებია. რომელი საათია ხო ვერ მეტყვი ტელეფონი დამიჯდა ? _ ვკითხე მე
_ რა პრობლემაა,ააახლავე… 6 დაიწყო .
_ მადლობა_ ვუთხარი ბიჭს და აუდიტორიის კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე. ოთახი დავტოვე თუ არამაჯვენა მხარეს მუცელში საშინელი ტკივლი ვიგრძენი და იძულებული გავხდი უნივერსიტეტისკიბეებზე ჩამოვჯდარიყავი. ტკივილი ძლიერდებოდა, მთელი მარჯვენა მხარი გამიშეშდა. კედელსმივეყუდე და ჩუმად დავიკვნესე. ერთხანს ასე ვიჯექი, დროთა განმავლობაში ტკივილმა მიკლო.ირგვლივ მიმოვიხედე. ყველა თავის საქმეზე გარბოდა, არავინ გაჩერებულა და უკითხავს რამე ხომ არგჭირდებაო. ხალხი გაცივდა, ყველა შეიცვალა , უმრავლესობა მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს.მართალია სწავლა ახალი დაწყებული იყო და არავის ვიცნობდი ჯერ მაგრამ აუცილებელია ადამიანსმხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარო როცა იცნობი _
ბარბაცით წამოვდექი და კიბებზე ნელი ნაბიჯით ჩავედი. ფრთხილად გავუყევი კოლიდორს დაუნივერსიტეტიდან გამოვედი. გარეთ წვიმდა. საოცრად გრილოდა და მიწას საოცარი სურნელიასდიოდა. ხარბად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი და სახლისკენ წამოვედი.
მივდიოდი ნელა, აუჩქარებლად. ერთროულად მინდოდა და არც მინდოდა ჩემს ღარიბულ სახლშიმისვლა. მივდიოდი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს უიღბლობაზე, ჩემსგაჭირვებასა და ჩემს ტკივილზე. ხშირად გავქცევივარ მსგავს ფიქრებს, უკეთესი მომავლისმოლოდინში. ხშირად გამიმხსნევებია ჩემი თავი იმით რომ მიუღწეველი არაფერია, ჩემი მონდომებითყველაფერს შევძლებდი. ახლა კი ეჭვი მეპარება. ან მართლაც რისი მიმღწევი ვარ. მონდომება დაიმედი რომ შევინარჩუნო , ჯანმრთელობა იმის საშუალებას არ მომცემს რომ ჩემი მიზნებიგანვახორციელო. ბოლომდე ვარეფერს ვაბამ თავს. ერთადერთი იმედი და ცხოვრების აზრი, რის გამოცბრძოლას ვაგრძელებდი და ვცხორობდი , თათია იყო. ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი, რომელიცისევ ჩემი უგუნურობის და უიღბლობის გამო დავკარგე. ამ ფიქრებში ვიყავი რომ რუსთაველისმეტროს მივადექი. ექსკავატორი ჩავირბინე და მატარებელში ჩავჯექი. გადავწყიტე სახლშიმისვლამდე ცოტავ კიდე გამესეირნა. ავლაბრის მეტროში ამოვედი და მეტეხამდე ფეხით ჩავედი.ეკლესსი ეზოში რომ შევედი, ძეგლს მივეყუდე და ფიქრი განვარგძე. წვიმამ იმატა . აქამდე თუუმნიშველო იყო , ახლა მსხვილი წვეთები ხშირად მეცემოდა. ვსველდებოდი მაგრამ ყურადღებას არვაქცევდი. მარჯვენა ფედში ტკვილმა მიმატა. სახე ტკივლისგან მემანჭებოდა თუმცა ადგილიდან არვინძრეოდი. თითქოს რაღაც ძალა მაკავებდა აქ, მარცხნივ ხიდისკენ გავიხედე და მზერა გამიშეშდა.უცნობი გოგონა მოაჯირზე გადასულიყო და ქვევით იყურებოდა. მე ავღელდი. თავიდან დავიბენი ,ვერ გამერკვია რას აპირებდა გოგონა. ცოტა ფიქრის შემდეგ ადგილიდან მოვწყდი და თითქმისსირბილით. რამდენადაც ეს შემეძლო მტკივანი ფერდის გამო მისკენ დავეშვი….
იქნებ არც ის ბიჭი მოეკლათ გვერით აუდიტორიაში რომ მივსულიყავი…“
ძალიან იმოქმედა, გამახსენდა ყოველი ცივი მზერა, პასუხი, უხეშობა და ა.შ რაც უცხო ადამიანისგანდაუმსახურებლად მიმიღია და ამ გულგრილობის აღმოფხვრის საშუალებების ძიება დავიწყე… დაძალიან გამიხარდა რომ ამ თემასთან დაკავშირებით პატრიარქის ქადაგება ვიპოვნე…
“ჩვენი ახალგაზრდები ნიჭიერნი, განვითარებულნი არიან, მაგრამ აღზრდა აკლიათ. ვერ აღზარდავერც სკოლამ, ვერც მშობლებმა, ვერც ეკლესიამ. ხშირი შემთხვევაა, როცა სულ უბრალო საკითხზეისინი ხმარობენ იარაღს, დანას და თითქოს ეს არაფერია. სინამდვილეში არის უდიდესი ცოდვა ღვთისწინაშე და ჩხუბის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ იარაღი. თუ ვაჟკაცი ხარ, შენიძალით ებრძოლე იმ შენს მოწინააღმდეგეს. ლაჩრობაა, როცა ადამიანი ადამიანს არტყამს დანას. ესმეტყველებს შენს სისუსტეზე. თუ შენ შეგიძლია, უნდა ებრძოლო შენი კუნთებით, შენი მუჭით და არა– დანით და იარაღით… საჭიროა ფსიქოლოგები. ფსიქოლოგები აუცილებელია ყოველდაწესებულებაში. ეკლესიაშიც საჭიროა, სკოლებშიც, ინსტიტუტებშიც. ფსიქოლოგებმა უნდაესაუბრნონ ადამიანებს. მინდა, ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოსფილოსოფიას და ფსიქოლოგიას. ბოლო დროს დაიხურა ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიისინსტიტუტები. სინამდვილეში ეს ძალიან საჭიროა და ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, ბატონპრეზიდენტს, რომ მიაქციოს ამას ყურადღება. ადამიანს სჭირდება ფილოსოფიური, ანალიტიკურიაზროვნება…
30 წელია ჩვენ ამის შესახებ ვლაპარაკობთ. თუ ჩვენ გვექნება, როგორც საგანი, ფსიქოლოგია, ლოგიკა,ფილოსოფია პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასამდე, ჩვენ მივიღებთ მოაზროვნე ახალგაზრდობას,რომელიც არ დაუშვებს შეცდომას და უნარი ექნება ფილოსოფიური აზროვნებისა. ამიტომ ჩვენმაგანათლების სამინისტრომ, ოჯახებმა, მშობლებმა, სამღვდელოებამ, პატრიარქმა, პრეზიდენტმა,ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხებს. ჩვენ გვჭირდებამოაზროვნე ახალგაზრდობა და არა მხოლოდ მუშახელი. ჩვენ გვჭირდება ისეთი ახალგაზრდობა,რომელიც დაადგება ჭეშმარიტ გზას… ხშირი შემთხვევაა, როცა თავის იკლავენ. თავის მოკვლა არარის გამოსავალი. ამით სამუდამოდ ეშმაკს აძლევს სულს“
– ბრძანა საქართველოს პატრიარქმა ილია ||–მ 15 იანვარს ქადაგებისას.
გიხაროდენ, მიმადლებულო. გიხაროდენ – ეს იყო ძველებრაული მისალება, მართლაც რა შეიძლება ადამიანს უსურვო სიხარულზე დიდი; სადაც სიხარულია, იქ ხომ აუცილებლად ღმერთიცაა, სადაც სიხარულია, იქ ჯანმრთელობაა, მშვიდობაა, ბედნიერებაა. გიხაროდენ, მიმადლებულო, ე.ი. მადლმოსილო. ეს მადლი ქალწულმა მარიამმა დიდი რწმენით, დიდი სიყვარულით, ჭეშმარიტი თავმდაბლობით შეიმოსა. წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთი მადლს მხოლოდ თავმდაბალთ ანიჭებს, ხოლო ამპარტავნებს შემუსრავს. მე მინდა ერთხელ კიდევ გავუსვა ხაზი თავმდაბლობის სიდიადეს, რადგან ეს მომაკვდინებელი სენი – ამპარტავნება ძალიან მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს ხალხს. ყველა გასაჭირი და უბედურება, რაც კი განგვიცდია და რასაც დღეს განვიცდით, ჩვენი ურწმუნოებისა და ამპარტავნების შედეგია. უფალი ხომ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვიბრუნებს იმ მადლს, რომლითაც ჩვენი დიდი წინაპრები იყვნენ შემოსილნი, თუ ამ საშინელ სენს დავძლევთ და შურის, ღვარძლისა და მტრობის ნაცვლად ერთმანეთის პატივისცემასა და სიყვარულს ვისწავლით.

One thought on “მე ვითბობ გულს გულგრილი საზოგადოების მიმართ…

  1. თუთი ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ახალგაზრდობა მაგრამ არ გვინდა იმიტომ რომ…
    როცა ადამიანი აზროვნებს რთულია მისი მართვა, რთულია უთხრა რომ ეს ასეა სწორი იმიტომ რომ იმან უკვე იცის რა არის სწორი და მართალი. ალბათ ყველა უნდა ეცადოს თვითონ განვითარდეს როგორც კი ამას გააცნობიერებს, ამის მრავალი საშუალებაა გარემოში, თუ მანამდე არ მიზომბირდა😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s