ცხვირი

ბერ ძენტის ცხვირის ამბავი იკენოოში ყველას გაეგო.ხუთი ექვსი სუნის სიგრძის ცხვირი ბაგეებზე გადმოჰკიდებოდა და ნიკაპს ქვემოთ ჩამოსცილებოდა,სისქე ძგიდიდან წვერამდე ერთნაირი ჰქონდა, გრძელი ცხვირი სახის შუაში ეკიდა და ძეხვს ჰგავდა.

ბერი ორმოცდაათს იყო გადაცილებული და მთელი სიცოცხლე,აღკვეციდან დღემდე,უკვე ნაიდოძიოგუბუს მაღალი წოდების მქონე,მწარედ განიცდიდა ცხვირის სიგრძეს.რა თქმა უნდა თავს იტყუებდა თითქოს ეს ნაკვთი სულაც არ აწუხებდა მას. საქმე მარტო ის როდი იყო,რომ ცხვირის გამო ტანჯვა მას მიაჩნდა ღვთისმსახურის შეუფერებლად რომელმაც მთელი თავისი განზრახვანი უნდა შესწირონ ბუდა ამიდას სიახლოვესთან არსებობას. მას უფრო ის აცუხებდა,არავის შეეტყო, როგორ ძლიერ ტანჯავდა საკუთარ ცხვირი. საუბრისას მუდამ ეშინოდა, სიტყვა ცხვირზე არ ჩამოეგდოთ.

ბერს ცხვირი ორი მიზეზის გამო ტანჯავდა.

ჯერ ერთი, გრძელი ცხვირი ბევრ ყოპით უხერხულობას უქმნიდა.

მაგალითად ბერს არ შეეძლო დამოუკიდებლად მიეღო საკვები. თუ ჭამდა სხვისი დახმარების გარეშე, ცხვირის წვერი ფინჯანში ეფლობოდა.ამის გამო ტრაპეზის დროს ბერი თავის პირდაპირ მაგიდასთან სვამდა ერთ ერთ მოწაფეს,რათა მას დაეჭირა ცხვირი სპეციალური ფიცრის საშვალებით, რომლის სიგანე სუნი იყო, ხოლო სიგრძე ორი სიაკუ. ასე ჭამა ყოველთვის ძნელი საქმე იყო,როგორც მოწაფისათვის, ისე მოძღვრისთვის. ერთხელ მოწაფის მაგიერ ცხვირი ეკავა მორჩილ ბიჭუნას. ტრაპეზის დროს მას დააცემინა, ფიცრიანი ხელი აუკანკალდა და ცხვირი ბრინჯის ფაფაში ჩავარდა. ამ ამბის გამო ატეხილმა ხმებმა დედაქალაქამდე მიაღწია და მაინც ბერის დარდის მთავარი მიზეზი ეს არ იყო. სინამდვილეში მას შეურაცყოფილი თავმოყვარეობა ტავჯავდა.

იკენოოს მცხოვრებნი ამბობდნენ, თითქოს გრძელცხვირა ღვთისმსახურ ძენტის გაუმართლა, რომ ის ბერია, თორემ ის რომ საერო კაცი ყოფილიყო, მათი აზრით ალბათ, არც ერთი ქალი არ გაჰყვებოდა ცოლად.

ზოგიერთი იმას ამტკიცებდა, თითქოს ის ცხვირიხს გამო აღიკვეცა ბერად. მაგრამ თვითონ ძენტის სულაც ვერ წარმოედგინა რომ მისი სასულიერო წოდება თუნდაც რამდენადმე აიოლებდა იმ ტანჯვას რასაც ცხვირი აყენებდა.მისი თავმოყვარეობა საკმაოდ იყო შელახული ისეთი საკითხისგან, როგორიცაა ქორწინება.ამიტომ ის ცდილობდა თავისი სიამაყის ჭრილობები ემკურნალა როგორც აქტიური, ისე პასუხი საშუალებებით.

ჯერ ერთი, ბერი ეძებდა ასშუალებას, როგორ მიეღწია იმსათვის, რომ ცხვირი ნამდვილზე უფრო მოკლედ მოსჩვენებოდა.როცა მარტო იყო, მთელი ძალ ღონით ცდილობდა ყველა მხრიდან დაენახა საკუთარი სიფათი. როგორც არ უნდა მოებრუნებინა თავი, სანუგეშოს ვერაფელს ხედავდა და ჯიუტად უყურებდა გამოსახულებას, ხან ლოყას დააყრდნობდა ხელისგულზე, ხან კი თითებს დაიწყობდა ნიკაპზე. მაგრამ არც ერტხელ არ დაუნახია თავისი ცხვირი ისე დაპატარავებული, რომ გულზე მოშვებოდა. და რაც უფრო მწარედ განიცდიდა, იმდენად დიდი ეჩვენებოდა ცხვირი. მაშინ ბერი სარკეს ყუთში ინახავდა, ჩვეულებრივზე უფრო მწარედ ამოიოხრებდა და ,,კანონკიოს” სუტრის წასაკითხად უხალისოდ უბრუნდებოდა ძველ ადგილს პიუპიტრთან.

ბერს ძლიერ აფიქრებდა სხვა ადამიანთა ცხვირები.იკენოოს ტაძარი იმ ტაძართაგანი იყო,სადაც ხშირად აკურთხებდნენ, ქადაგებდნე და ასეშემდეგ.ტაძრის მთელი შიგნითა არე სენაკებით იყო სავსე, ტაძრის აბანოებში ყოველდღე ათბობდნენ წყალს. მომსვლელი -ბერები და საერო ხალხი – ყოველთვის ბევრი იყო. ბერი განუწყვეტლივ ათვალიერებდა ამ ადამიანთა სახეებს. იმედოვნებდა რომ ერთ კაცს მაინც იპოვიდა, რომელსაც მისი მსგავსი ცხვირი ექნებოდა და ეს შვება მოჰგვრიდა. ამიტომაც მისი თვალები ვერ ამჩნევდნენ ვერც ქურთუკებს, ვერც თეთრ კიმონოებს ხოლო ხალხის შლაპები და წმინდა მსახურების ნაცრისფერი ტანსაცმელი ისე მობეზრდა, რომ ისინი მისთვის არ არსებობდნენ. ბერი ვერ ხედავდა ადამიანებს, ის ამჩნევდა მხოლოდ ცხვირებს… მაგრამ ცხვირები საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ კეხიანი იყო, ისეთი ცხვირი კი, როგორიც მას ქონდა, არ შეხვედრია.

ბერი დღითიდღე სულით ეცემოდა. საუბრისას უნებურად თითები იჭერდა ჩამოკიდებულ ცხვირის წვერს, თან თან წითლდებოდა იმ ბავშვივით, რომელსაც ცელქობაზე წაასწრეს.ასეთ გარემოებაში სრულად ვლინდებოდა მისი მძიმე სულიერი მდგომარეობა.

ბოლოს, როგორმე რომ ენუგეშებინა თავი, ბერი ეძებდა მსგავს ცხვირიან პერსონაჟებს ბუდისტურ და საერო წიგნებში. მაგრამ არც ერთ საღვთო წიგნებში არ ეწერა,რომ მანდგალაიანს ან შარიპუტარას დიდი ცხვირი ჰქონდაო.წმინდა ნაგარჯუნასც და ასვაგხორშსაც ჩვეულებრივი ცხვირი აღმოაჩნდათ. როგორღაც, ჩინეთის შესახებ ლაპარაკისას, ბერმა გაიგო, თითქოს შუჰაის თავად ლიუ სიუან-დეს გრძელი ყურები ჰქონდაო, და გაიფიქრა, რომ რამდენად ნაკლებად იგრძნობდა მარტოობას, საუბარის თემა ცხვირი რომ ყოპილიყო.

უნდა ვთქვად, რომ ბერი პასიური საშვალებების გარდა, მიმართავდა ცხვირზე ზემოქმედების აქტიურ ხერხებს. აქაც ყველაფერი იღონა: სვამდა დამწვარი გოგრის ნაყენს, ცდილობდა ცხვირი ჩაეყო თაგვის შარდში. მაგრან რა ზომისთვისაც არ უნდა მიემართა, ცხვირი მაინც ძველებურად ტუჩებზე ხუთგოჯიანი ძეხვივით ჩამოჰკიდებოდა.

მაგრამ აი ერთხელ, შემოდგომაზე ბერის ერთი მოწაფეთაგანი დედაქალაქში გაემგზავრა მისი დავალებით და იქ გაიგო მეგობარი ექიმისაგან გრძელი ცხვირების დაპატარავების წესი. ამ ექიმმა ჩინეთში იმოგზაურა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მღვდელმსახურება დაიწყო ტიორაკუს ტაძრის ბუდის მთავარ ქანდაკებასთან.

ბერმა ჩვეულებრივსამებრ, ისეთი გამეტყველება მიიღო, თითქოს საკითხი ცხვირების შესახებ სრულიად არ აინტერესებდა და სიტყვაც არ დაცდენია, რათა დაუყონებლივ ეცადა ხსენებული ხერხი. მეორე მხრივ, მან თითქოს სხვათაშორის შენიშნა, რომ ძალზე უსიამოვნო, შეაწუხოს მოწაფე ყოველი ჭამის დროს. გულის სიღრმეში კი იმედოვნებდა, რომ მოწაფე ასე დაიყოლიებდა, გამოეცადა ეს ხერხი.მოწაფე კარგად მიუხვდა ბერს ეშმაკობას. მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეს ზიოზღს ჰგვრიდა ეს ეშმაკობა, მასზე ძალიან იმოქმედა და სიბრალული გამოიწვია იმ გრძნობებმა, რამაც აიძულა ბერი ამ ეშმაკობისთვის მიემართა.ბერის მოლოდინი გამართლდა: მოწაფე ყველანაირად ცდილობდა დაეთანხმებინა იგი, ამ ხერხისთვის მიემართა, გამართლდა მოწაფის მოლოდინიც. ბერი ბოლოსდა ბოლოს დაიყოლი.

რაც შეეხება ხერხს, ის ძალზედ მარტივი იყო: ცხვირი უნდა მოეხარშათ მდუღარეში და კარგად დაეტკეპნათ ფეხებით.

ტაძრის აბანოებში წყალს ყოველდღე აცხელებდნენ, მოწაფე წავიდა და მათარით ისეთი მდუღარე წყალი მოიტანა შიგ თითს ვერ ჩაყოფდი. ცხვირის ჩაყოფა მათარაში საშისი იყო -სახე დაეწვებოდა. ამიტომ გადაწყვიტეს, ხის თეფში დაეხვრიტათ, დაეხურათ ის მათარაზე და მდუღარეში ცხვირი ამ ნახვრეტიდან ჩაეყო. როცა ცხვირი მდუღარეში ჩაეშვა, ტკივილი სულაც არ უგრძვნია. ცოტა ხნის შემდეგ მოწაფემ თქვა:

-უკვე კარგად მოიხარშებოდა,

ბერს მწარედ გაეცინა. მან გაიფიქრა ვინმეს ეს ფრაზა რომ გაეგო, აზრადაც არ მოუვიდოდა, თუ იგი ცხვირს შეეხებოდა. მდუღარეში გაფუფქული ცხვირი კი ისე ეფხანებოდა, თითქოს რწყილები კბენენო.

ბერმა ცხვირი თებშის ნახვრეტიდან ამოიღო.მოწაფე ორივე ფეხით შესდგა ცხვირს, რომელსაც ჯერ კიდე ორთქლი ასდიოდა და მთელი ძალ -ღონით ტკეპნიდა.

ბერი იწვა, ცხვირი ფიცრის იატაკზე განერთხო და მის თვალწინ მოწაფის ფეხები ზევით-ქვევით მოძრაობდა. დროდა დრო მოწაფე სიბრალულით დახედავდა ხოლმე ბერის მელოტ თავს. შემდეგ ჰკითხა:

-არა გტკივათ? ექიმმა გამაფრთხილა, რომ ძლიერ გავტკეპნო. გტკივათ?

ბერს სურდა თავი გაექნია უარის ნიშნად, მაგრამ ცხვირზე მოწაფის ფეხები ედგა და თავი ადგილიდან ვერ დაძრა. მაშინ მან თვალები ასწია, მოწაფის სიცივისაგან დამსკდარ ქუსლებს დააშტერდა და გაჯავრებული ხმით წარმოსთქვა:

-არა, არ მტკივა.

და მართლაც, აქავებული ცხვირის ტკეპნა იმდენად ტკივილს არ იწვევდა, რამდენადაც სასიამოვნო შეგრძნება.

გარკვეული ხნის შემდეგ ცხვირიდან, ბოლოს და ბოლოს, გამოსვლა იწყეს ფეტვის თესლის მსგავსმა რაღაც ბურთულებმა, როგორც ქათმის შეწვისას იცის. მოწაფემ ეს შეამჩნია, ცხვირიდან გადმოვიდა და თავისთვის ჩაილაპარაკა:

– ნაბრძანები მქონდა ესენი თმის მაშით ამომეცალა.

უკმაყოფილო ბერი უსიტყვოდ დეთანხმა. განა მას არ ესმოდა მოწაფის კეთილი გრძნობები. ესმოდა, მაგრამ უკმაყოფილო იყო იმით, რომ მის ცხვირს ისე ეპყრობოდნენ, როგორც რაღაც ნივთს. და ის იმ ავადმყოფის გამომეტყველებით, რომელსაც ოპერაციას უკეთებს გაუწაფავი ექიმი, ზიზღით აკვირდებოდა, მოწაფე როგორ იღებდა მაშით ქონს მისი ცხვირიდან.ქონის ნაჭრებს ფრინველის ფრთის ღეროს ფორმა ჰქონდა და სიგრძით დაახლოებით ოთხი ბუს ტოლი იყო.

როცა ბოლოს ეს პროცედურა დასრულდა, მოწაფემ შვებით თქვა:

-ახლა კიდევ მოვხარშოთ.
ბერი ისეთივე უკმაყოფილო გამომეტყველებით დათანხმდა. და როცა მეორედ მოხარშული ცხვირი მათარიდან ამოიღეს, აღმოჩნდა, რომ საოცრად დაპატარავებულიყო. ახლა ის არაფრით განსხვავდებოდა ძალზედ ჩვეულებრივი კაუჭისებური ცხვირისაგან.დამოკლებულ ცხვირს ხელს უსვამდა და მთრთოლვარედ და უხერხულად იყურებოდა მოწაფის მიერ მოტანილ სარკეში.

ცხვირი, სწორედ ის ცხვირი რომელიც ოდესღა ნიკაპამდე სწვდებოდა, არნახულად დამოკლდა და ახლა მოკრძალებით გადმოჰყურებდა ზედა ტუჩს. აქა-იქ ჩანდა წითელი ლაქები,მოწაფის ფეხების ნაკვალები.ახლა კი დაცინვას არავინ დაუწყებს…

სარკიდან ბერს ვიღაც უყურებდა და კმაყოფილებით თვალს უკრავდა.

მართალია, ბერს ეშინოდა რომ ერთი-ორი დღის შემდეგ ცხვირი კვლავ დაგრძელდებოდა. ყოველ ხელსაყრელ ხელსაყრელ შემთხვევას, წმინდა წიგნების ხმამაღალი კითხვისა თუ ტრაპეზის დროს მალულად ეხებოდა ცხვირის წვერს.მაგრამ ცხვირს ჩვეულებისამებრ ეკავა თავისი ადგილი არც აპირებდა ქვემოთ ჩამოწევას. მეორე დღეს, დილაადრიან, გაღვიძებისთანავე ბერმა თითებით მოსინჯა ცხვირი. ცხვირი კვლავ პატარა იყო. და ბერმა ისეთი შვება იგრძნო, თითქოს ,,წმინდა ლოტოსის სუტრების” გადაცერის მრავალწლიანი შრომა დაეგვირგვინებინოს.

არ გაუვლია ორ-სამ დლეს, და ბერმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ სამურაი რომელმაც იმ ხანებში მოინახულა იკენოის ტაძარი,თვალს არ აცილებდა მის ცხვირს, ხმის ამოუღებლად დამცინავად შეჰყურებდა. ეს კიდევ არფერი, მორჩილმა, სწორედ იმან მისი ცხვირი ბრინჯის ფაფაში რომ ჩაუვარდა,სააღსარებო და ქადაგებების ჩასატარებელ დარბაზთან გვერდი რომ ჩაუარა, ეტყობა სიცილის შეკავება უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაიხარხარა.

რამდენჯერმე, როდესაც ბერი მუშებს ბრძანებას აძლევდა შეამჩნია რომ ისინი მხოლოდ პირისპირ იდგნენ მოწიწებით, საკმარისი იყო მიბრუნებულიყო, რომ მაშინვე ახითხითდებოდნენ.

ბერმა ჯერ ეს სახის შეცვლას მიაწერა.მაგრამ ასეთი ახსნა სრულყოფილ პასუხს არ იძლეოდა. რა თქმა უნდა, მუშა-ბერები და მორჩილი სწორედ ამ მიზეზით იცინოდნენ. მაგრამ, თუმცა ძველებურად იცინოდნენ, ეს სიცილი რაღაცით განსხვავდებოდა იმ სიცილისაგან, როცა ცხვირი გრძელი ჰქონდა ალბათ უჩვეულოდ მოკლე ცხვირი უფრო სასაცილო იყო,ვიდრე ჩვეული გრძელი ცხვირი. მაგრამ, ეტყობა, იყო კიდევ სხვა მიზეზიც.

-ისინი არასოდეს არ იცინოდნენ ასე თავხედურად, ზოგჯერ ბურტყუნებდა ბერი, როცა საღვთო წიგნების კითხვას შეწყვეტდა და მელოტ თავს გვერდზე გადახრიდა. ამავე დროს ჩვენი ლამაზმანი დაბნეული შესცქეროდა იქვე დაკიდებულ ვიშვაბჰადრის გამოსახულებას, ახსენდებოდა როგორი გრძელი ცხვირი ჰქონდა რამდენი დღის წინ და ნაღვლიანი ფიქრობდა:,,ახლა მე ვგავარ სიღარიბეში ჩავარდნილ ადამიანს რომელიც მალავს ძველებურ დიდებას…,,სამწუხაროდ, ბერს არ ჰყოფნიდა გამჭრიახობა გაეგო სინამდვილე.

ადამიანთა გულში დავანებულია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობა, არ არის ქვეყანაზე ადამიანი, რომელიც მოყვასის უბედურებას არ თანაუგრძნობდეს. მაგრამ საკმარისია ამ მოყვასს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა, რომ მაშინვე გაჩნდება რაღაც უკმაყოფილების გრძნობა. ოდნავ თუ გავაზვიადებთ, შეიძლება იმის თქმაც, რომ ჩნდება სურვილი კიდევ ჩავაგდოთ ეს მოყვასი იგივე უსიამოვნო მდგომარეობაში მაშინვე იბადება მტრობა თუმცა პასიური ამ მოყვასისადმი…ბერს ვერ გაერკვია, რაშია საქმე მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაღვლობდა, უეჭველია იმიტომ რომ ბუნდოვნად გრძნობდა ამ ეგოიზმს იკენოოს ერისკაცებისა და ბერების მხრიდან.

ბერის განწყობილება დღითი დღე უარესდებოდა. ის გაბრაზებული აგინებდა ყველას ვინც კი თვალში მოხვდებოდა. საქმე ბოლოს იქამდე მივიდა რომ მისი მოწაფეც სწორედ ის რომელმაც ცხვირზე უმკურნალა ჩუმ ჩუმად ამბობდა, თითქოს ბერი რელიგიისადმი გულგრილილობით ცოდავდა. ბერი განსაკუთრებით აღაშფოთა არამზადა მორჩილის თავხედობამ. ერთხელ, ფანჯრიდან ყეფა შემოესმა და გარეთ გამოვიდა, რათა გაეგო, რა მოხდა.

დაინახა, რომ მორჩილი ორი ფუტის სიგრძის ჯოხით დასდევდა ეზოში გაბურძგნულ გამხდარ ძაღლს. იგი რომ უბრალოდ დასდევდნებოდა! არა დასდევდა და გატაცებით ყვიროდა:

-აი, შენ, ცხვირში! აი, შენ, ცხვირში!

ბერმა ბიჭუნას ჯოხი გამოსტაცა და გააფთრებით სთხლიშა სახეში.

ჯოხი ცხვირის დამჭერი ძველი ფიცარი აღმოაჩნდა.

ბერი სულ უფრო და უფრო ნანობდა, რომ ასე წინდაუხედავად დაიმოკლა ცხვირი.

ერთ მშვენიერ ღამეს, მზის ჩასვლის შემდეგ ქარმა დაუბერა.პაგოდის სახურავქვეშ დაკიდული ზარები მომაბეზრებლად რეკდა. საკმაოდ აცივდა და მოხუც ბერს თუმცა ეძინებოდა თვალზე რული არ ეკარებოდა. ის თვალგახელილი იწვა და უცებ იგრძნო ცხვირის საშინელი ქავილი. თითები შეახო -ცხვირი ისე გასიებოდა, გეგონებოდა, წყალმანკით დაავადდაო.თითქოს გაცხელდა კიდეც.

– საწყალი, უმართებულოდ დაამოკლეს და ავად გახდა,- ჩაიბუტბუტა ბერმა მოწიწებით მოკიდა ხელი ცხვირს ისე როგორც უკავიათ სამსხვერპლო ყვავილები ბუდის შესამკობად.

დლას ჩვეულებრივსამებრ ადრე გაეღვიძა, ფანჯარაში გაიხედა რომ ტაძრის ეზოში გინკო და ცხენის წაბლი ჩამოცვენილიყო და ეზო მოოჭვილივით ბრწყინავდა. სახურავები თრთვილს დაეფარა. განთიადის ჯერ კიდევ სუსტ სხივებში მკაფიოდ ბრწყინავდნენ პაგოდის მორთულობანი.გაღებულ ფანჯარასთან მდგარმა ბერმა ღრმად ჩაისუნთკა..

და ამ წუთში მას კვლავ რაღაც ძველი, მივიწყებული გრძნობა.

ის აღელვებული ჩაეჭიდა ცხვირს – ეს აღარ იყო გუშინდელი მოკლე ცხვირი ეს იყო მისი ძველი ხუთი-ექვსი სუნის სიგრძის ცხვირი, რომელიც ტუჩებზე ნიკაპამდე ჩამოჰკიდებოდა.

ბერი მიხვდა არომ წუხელ მის ცხვირს კვლავ ძველი მდგომარეობა აღედგინა და მაშინ საიდანღაც დაუბრუნდა მხიარული შვების შეგრძნება ზუსტად ისეთი როგორიც მან გამოცადა ცხვირის დამოკლებისას.

– ახლა კი აღარავინ დამცინებს,- ჩაიჩურჩულა ბერმა და თავის გრძელი ცხვირი შემოდგომის ქარს შეუშვირა.

თებერვალი 1916წ.

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s