როგორ შევარჩიოთ სამოსი ასაკის და მოდის შესაბამისად

 – რჩევები ავთანდილისგან

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, უკვე ვფიქრობთ გარდერობის განახლებაზე.
როგორ ჩავიცვათ ასაკის, წონის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ისე, რომ მოხდენილად გამოვიყურებოდეთ და მოდას არ ჩამოვრჩეთ, კითხვებს დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე პასუხობს.
როგორ ჩავიცვათ ახალგაზრდა საქმიანმა ქალბატონებმა სამსახურში, ისე, რომ მოდურადაც გამოვიყურებოდეთ? (ვგულისხმობ 22-23 წლის საშუალო სიმაღლის და ნორმალური წონის გოგონებს).
-.ჩვენმა კომპანიამ სპეციალურად ეს ხაზი გააკეთა, ეს არის ქალბატონები, რომლებსაც უყვართ ჩაცმა. ამ პიჯაკშიც არის ელემენტები, რომელიც ქალურია და ალამაზებს გოგონებს და ეს ყველაფერი არ გავს ფორმას. თუ ძალიან დიდ საშუალებებზე არ არის საუბარი მარტივი ტიპის კაბა შეიძლება ეცვას ქალს, რომელსაც სხვადასხვა ტიპის საყელოებს გამოუცვლის ხოლმე ან გიპიურის , რითაც გაახალისებს თავის გარდერობს.
რა ფერები შგვიძლია წელს შევახამოთ ერთმანეთთან ისე რომ ვულგარულადაც არ გამოვიყურებოდეთ?
-ლურჯის შეხამება არის შავთან და თეთრთან ძალიან ლამაზი, სწორად უნდა შეირჩეს რა თქმა უნდა ტონალობა, ასევე კანისფერის შავის და ნაცრისფერის დამოკიდებულება ერთმანეთთან, წითელის, თეთრის და ნაცრისფერის. ჩათვალეთ რომ აბსოლუტურად მოწესრიგებული ხართ.ფერთა გამა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაშინ სრული პალიტრაა საჭირო, მაგრამ ყველაზე გამოყენებადი და აქტუალური ფერები ეს არის, რაც საქართველოში უყვართ.


ვარ 161 სმ, 50 კგ. შავგრემანი. ძალიან მინდა გაზაფხულზე და ზაფხულში ჩავიცვა კაბები და სარაფნები. გთხოვთ მირჩიოთ, როგორი სტილი შევარჩიო.
-საკმაოდ გამხდარი გოგონაა, რომელსაც მოუხდება გამოყვანილი კაბები. ქალური სილუეტი არის ძალიან აქტუალური ამ სეზონზე, როგორც იქნა გავექეცით გაურკვეველ დიდ ფორმებს, რასაც მსოფლიო მოდა გვთავაზობდა დაახლოებით ორი სეზონი. არის 50-იანი წლების მოდელები ძალიან აქტუალური- წელში გამოყვანილი, ქვემოთ “გემრიელად” დაყრილი ქვედაბოლოები, რომელიც ასევე ძალიან ქალურს ხდის ქალებს. და მუხლს ქვემოთ სიგრძე, რომელიც ხშირ შემთხვევაში რთული მოსარგებია, თუმცა აქაც სწორი სიგრძის შერჩევა პრობლემატურია და ინდივიდუალური.

ვარ ოცი წლის. მაქვს ღია კანი, რიჟა და ხვეული თმები, მომწვანო თვალები. საშუალო სიმაღლე და წონა. მინდა მოხდენილად, ლამაზად და მოდურად გამოვიყურებოდე. მაინტერესებს რა სტილის ტანსაცმელი უნდა ჩავიცვა როგორც ყოველდღიურად, ასევე წვეულებაზე.
-წითელი თმები ყოველთვის ინდივიდუალურია და ხშირ შემთხვევაში მას უხდება თეთრი, კანისფრის და ბაცი ფერების ტონალობის შეხამება, რის საშუალებასაც ზაფხული გვაძლევს. მკვეთრი და მჭახე ფერები ყოველთვის ამოვარდნილია, თუმცა თუ პიროვნება ინდივიდუალურია, შეუძლია ეს თამამად ატაროს. რა თქმა უნდა ესეც მოუხდება. საღამოს წვეულებებზე ყოველთვის ჯობს, რომ თმაზე იყოს აქცენტი და მემგონი პატარა შავ კაბაშიც ძალიან ლამაზი იქნება წითელი გაშლილი თმები.


ვარ 165 სმ. 50 კგ. ქერა. (მაპატიეთ უნდა დავკონკრეტდე, აღნაგობის ფონზე მაქვს დიდი მკერდი, რაც დისკომფორტს მიქმნის). გთხოვთ მირჩიოთ, როგორი სამოსის ჩაცმით შევძლებ კომპლექსის დაძლევას.
-ხშირ შემთხვევაში გოგონები, რომლებსაც აქვთ დიდი მკერდი ფარავენ დახურული სამოსით ხოლმე და გამოდის რომ ვიზუალურად პირიქით ზრდიან მკერდს. თუ ჩვენ V-გულის ტანსაცმელს ვატარებთ, რომელიც ზომიერი დეკოლტეთი გამოირჩევა აუცილებლად დავარეგულირებთ მკერდს. რა თქმა უნდა არ არის საჭირო

ძალიან ღრმა დეკოლტეები, იმიტომ რომ ვფიქრობ ოდნავ დამალული უფრო სექსუალურია და უფრო ლამაზი. ჯობია წელი გამოვკვეთოთ არ ვატაროთ ზემოდან თავისუფალი ტანისამოსი, იმიტომ რომ მკერდიდან როცა ვანთავისუფლებთ, ხშირი შემთხვევებია, როცა გამოდის რომ უფრო მასიური ხდება სხეული და ის სიგამხდრე საერთოდ არ გამოიკვეთება. ასევე არ არის რეკომენდირებული დახურული პიჯაკები, რომლებიც ზედა სილუეტს ძალიან ზრდის და გამოდის ასიმეტრია. ანუ ზემოთ ფართე და ქვემოთ წვრილი. ამ შემთხვევაში თუ ზემოთ იქნება გამოყვანილი სხეული და ქვემოთ უფრო დავარდნილი, წელი იქნება დაფიქსირებული სილუეტი მოიგებს გაცილებით.


სამწუხაროდ ავადმყოფობის გამო ძალიან დიდი ვარ წელსზემოთ, ფეხები წვრილი მაქვს. ვერნაირ ტანსაცმელს ვერ ვიხდენ. იქნებ ჩაცმის მოხერხებული სტილი მირჩიოთ (მუცელი მაქვს ძალიან დიდი, მკერდი 4 ზომა. სიმაღლეში 167 სმ).
ფეხები თამამად გამოვაჩინოთ და ზედა სილუეტი არ იყოს ძალიან დიდი. ხშირ შემთხვევაში მიმართავენ ბალახონის ტიპის ტანისამოსს, რომელიც ძალიან წამგებიანია. ზედა სილუეტს ის კიდევ უფრო ზრდის. მიზანშეწონილია სიგრძის პროპორციები. მაგალითად: შიგნით გვაცვია მუქი ფერის ტანსაცმელი, რომელიც სწორად ჩამოდის, ოდნავ მუხლს დაფარავს და ზედა სილუეტი ოდნავ გახსნილ ვითარებაში ვატაროთ, რომელიც ვიზუალს ოდნავ კიდევ დაავიწროვებს. ამ შემთხვევაში ანუ ორმა ფერმა უნდა ითამაშოს და უნდა იყოს განსხვავებული ფერი ცენტრში. ესე გამოდის რომ ვიზუალურად ვიტყუებით და მარტო შუა ფერზე არის აქცენტი და დანარჩენი ტონალობა უნდა იყოს მუქი.


ვარ 42 წლის ტანდაბალი ქალბატონი, 52 კილოგრამი წონის. გთხოვთ, ამიხსნათ როგორი სტილის კაბები და ქვედაკაბები მომიხდება უფრო მეტად.
-ქალურ და გამოყვანილ სილუეტებზე უნდა გააკეთოთ აქცენტი, იმიტომ, რომ როცა არ არის ადამიანი მაღალი, მას არ უხდება განის ჭრა, ანუ უნდა ვეცადოთ რომ ყოველთვის ვიმუშავოთ მაღლებაზე და სიგრძეზე. ამ შემთხვევაში ძალიან შველის ქვედაბოლოები ან შარვლები, რომლიც მაღალ სათავეზეა. ის ვიზუალურად აგრძელებს ფეხს. ასევე ძალიან კარგია სილუეტი, რომელიც ნაკლებად გადაჭრილია. ერთი ჭრა დასაშვებია, მაგრამ არ უნდა იყოს პიორველი გადაჭრა, მუხლთან გადაჭრა და ვთქვათ კიდევ მესამე გადაჭრა, ეს კატეგორიულად აკრძალულია. უნდა იყოს გრძივი სილუეტები.


ვარ 174, სმ 50 კგ, 22 წლის. სამსახურში (დრესს კოდის) გამო აღარ ვიცი რა ჩავიცვა. ფაქტიურად სულ ერთ სტილში მაცვია და ძალიან ცუდად მოქმედებს ეს ფაქტი ჩემზე, მაინტერესებს რა სტილი უნდა შევარჩიო მოდურად და ცოტა განსხვავებულად რომ გამოვიყურებოდე ?
-dress code-ია სამსახურებში და ძირითადად საქმიან ქალბატონებზე გვაქვს გაკეთებული კოლექცია. ეს არის პატარა ნიუანსები, პატარა დეტალები, რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას. უფროსობას არც ისე თვალში ხვდება და პირიქით სასიამოვნოა მათი ტარება- მაგალითად საყელო, რომელიც ოდნავ განსხვავებული და არასტანდარტულია, უფრო მეტი გამოყვანა, წელში გადაჭრა და თუ ზემოთ წვრილია სილუეტი და ქვემოთ გაშლილია და ეს ყოველთვის ნაზია და ქალურია. პიჯაკები, რომელსაც აქვს წელში ქამრები, ბაფთები. ეს ისეთი ნიუანსებია, რომელიც ალამაზებს ყოველდღიურ ტანსაცმელს, რომელიც სავალდებულოა. ოფიციალურ შეხვედრებზე ბანკის მომსახურე პერსონალია ეს თუ ისეთი სამსახურია სადაც dress code-ია საჭირო.


ვარ 160 სიმაღლეში, მინდა რომ ვიზუალურად უფრო მაღალი გამოვიყურებოდე, ვიცი მაღალ ქუსლიანები ამაში დაგვეხმარება, მაგრამ სამოსზე რას გვეტყვით, როგორი სტილის შარვალი და კაბა გამოგვაჩენს ვიზუალურად უფრო მაღალს? გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რჩევები.
-სიმაღლესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ მაღალსათავიანი ტანსაცმელი, ქვედაბოლო თუ შარვალი ყოველთვის შველის და ყოველთვის აგრძელებს სილუეტს. და რაც შეიძლება ნაკლები გადაჭრა იყოს სილუეტში. ანუ თუ ვთქვათ კაბა არის, იყოს მთლიანი სილუეტი სადამდეც გვიხდება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მენჯს ქვემოთ გადაჭრილი. ეს ზრდის ტორსს ძალიან და ქვედა ნაწილს აპატარავებს. პირიქით კვეთა, გადაჭრა უნდა იყოს ან მკერდს ქვემოთ ან ზუსტად წელში რომ სილუეტი პროპორციულად გამოჩნდეს.


ვარ 167 სმ, 61 კგ, ქერა ცისფერთვალება. გთხოვთ მირჩიოთ როგორ ჩავიცვა სამსახურში და საერთოდ მოდურად. კლასიკური და სპორტული ტანსაცმელი ორივე ერთნაირად მიყვარს. მომწონს ასევე სარაფნები…ვარ პედაგოგი 36 წლის..მირჩიეთ ფერებიც.
-ვეცადოთ ტონალობაში ვატაროთ ტანსაცმელი- თუ არის მუქი ნაცრისფერი ღია ნაცრისფერი და ჭუჭყიანი ვარდისფერი ერთმანეთთან ძალიან ლამაზია. ასევე ძალიან ლამაზია მუქი ყავისფერი, ბეჟი და სითეთრისკენ წასული უფრო ღია ბეჟი ერთმანეთთან ძალიან კარგად გამოიყურება. ასევე აქცენტირებული და მოდური არის კამეები, ბროშები, ბებიას სკივრიდან ამოღებული ძველი სამკაულები. გიპიურიანი საყელოები, გიპიურიანი ზედატანები, რომელიც ძალიან ნაზს, ასევე სექსუალურს და არისტოკრატულ იერს მატებს ქალბატონს. უკან გადაწეული თმა, კარგი მაკიაჟი, მაღალი ქუსლი და უკვე მემგონი ძალიან მომხიბვლელი ქალბატონის სილუეტი გამოვა, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან რთულია როცა არ იცი ვისზე საუბრობ ზუსტად და კონკრეტულად ურჩიო.


გამხდარმა დაბალმა გოგოებმა, რომლებსაც ცოტა დიდი გვერდები და მოკლე ფეხები აქვთ და მაღალქუსლიანის ჩაცმა არ შეუძლიათ (რიგი მიზეზების გამო). როგორი სტილის ტანსაცმელი უნდა ატარონ რომ ფეხები ვიზუალურად ცოტა გრძელი გამოჩნდეს?
თუ წელი წვრილია ნებისმიერ გვერდებს ღრმად, ირიბად აჭრილი კაბები შველის, ფაქტიურად იმალება გვერდები. თუ წელი წვრილია წელში დავაფიქსიროთ ქვედაბოლო და გემრიელად გავშალოთ. ყველას ფსიქოლოგიაში გონია რომ პირიქით ასუქებს, მაგრამ სცადეთ- მიიდეთ ქსოვილი, წელში მოიჭირეთ კარგად და ნახავთ როგორ ეშველება თქვენს გვერდებს. ასევე კარგია ქვედაბოლოები, რომლის სიგრძე კოჭამდე არის და ცოტა მამაკაცურ დაბალ ფეხსაცმელებზე ძალიან ლამაზად გამოიყურება, თან თუ ზემოთ გამოვიყვანთ ზედა ნაწილს და თუ ზემოთ არ გვაქვს მასიური სილუეტი. თუ ზემოთ მასიური სილუეტია, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ორ ფერიანი ტანმისამოსი არის, რომელიც იქნება შუაში ნათელი ფერი და გვერდებში მუქი, ერთი გადაჭრით.

წყარო/Source:  www.ambebi.ge

%(count)s კომენტარი

One thought on “როგორ შევარჩიოთ სამოსი ასაკის და მოდის შესაბამისად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s