ორივეს გვციოდა…

ცივი ჰაერი იყო,  ვცდილობდი მზისკენ მივწეულიყავი. ახალი ფეხსაცმელი მეცვა, და რადგან ჩემს ახალ ფეხსაცმელს არ უხდება სქელი სამოსი, მეც თხლად ჩავიცვი.
ნერვები მაქვს გაფუჭბული, ტრანსპორტის ხმაზე ძალიან ვიძაბები, მერე თავი მტკივდება, ამიტომ ქუჩაში სულ ყურსასმენებით დავდივარ, (რა თქმა უნდა თუ თანამგზავრი არ მყავს).   შემცივდა, მაგრამ საკუთარ თავს არ გამოვუტყდი რომ ჯობდა თბილად ჩამეცვა…
დავდიოდი, ვაკვირდებოდი ქუჩაში მოსიარულე ცოცხალ კარიკატურებს. ყველა ერთმანეთს გავს, უფერო, უჩრდილო, დამახინჯებული სურათბი დადიან და რაც უფრო ბევრს ვხედავდი ასეთს,  უფრო და უფრო კმაყოფილი ვიყავი იმით რომ არ ვიყავი მათიანი, მე ჩემს აპრილში ჩემი მელოდიებით „ვტიპობდი“…
პატარა ბიჭის მზერამ მიიქცია ჩემი ყურადღბა,  თავი ისე დავიჭირე თითქოს არც მაინტერესებდა.  _ვიცი მოწყალებას ითხოვს. მე არ მიყვარს რომ მთხოვენ, თუ მინდა ჩემი ინიციატივით უნდა გავიღო. ბუნებით ვარ ამპარტავანი.
ბიჭმა რაღაც მითხრა, და ამ ჩემი  ამპარტავნების გამო, იმის გათვალისწინებით  რომ კარიკატურებს არ დავმსგავსებოდი, ყურსასმენები მოვიხსენი და ბიჭს დაველოდე რომ გაემეორებინა ნათქვამი, _შეგიძლიათ ხუთი თეთრით დამეხმაროთ?  (_შემეძლო . . . !)
_მე შემიძლია M&M_ი გაჭამო_მეთქი…
_არა არ მინდა მადლობა_ო…. _და იმდეგაცრუება დაეხატა სახეზე… (პირდაპირ ბრჭყალებით შეეხო ჩემს ამპარტავნებას მისი სახე და საკუთარი თავისადმი გამოცხადებული თანაგრძნობის გამო, კიდე ერთხელ შევთავაზე მას M&M_ი)
_ხვალ შვიდგზის ზეთისცხებაა, მინდა რომ ვიცხო, ვერ დავარღვევ მარხვას, მადლობა…_მითხრა და გამიღიმა…
შემრცხვა…
საშინლად შემრცხვა…
ვიგრძენი რომ კარიკატურები ჩემთან შედარებით შედევრები იყვნენ, მე სულ ცარიელი სულ უარაფრო დავდიოდი თურმე…
ეს პატარა ადამიანი კი იმპრესიობდა შავთეთრ სივრცეში…
იმპრესია განაგრძობდა კარკატურებისთვის ლუკმის ფულის თხოვნას…
მე  უფერომ კი ვერაფრით გავბედე მეთხოვა ფერები… (მე ამპარტავანი ვარ!)
პარადოქსია…
ორივეს გვციოდა…

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s