ნიღბები მშრალი სახის კანისთვის…

მშრალი კანი ყველაზე პრობლემური კანია, რადგან მას ყველაზე დიდი მიდრეკილება აქვს ნაოჭებისაკენ… თუმცა, მისი მოვლა სულაც არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. ამ საქმეში მთავარი გულმოდგინება და თანმიმდევრულობაა. გთავაზობთ რამედნიმე ნიღაბს სწორედ მშრალი კანისათვის.

1424483_442815145830298_1384612465_n

1. ძილის წინ, სანამ მკვებავ კრემს წაისმევთ, შეგიძლიათ სახეზე ნატურალური რძის ნიღაბი გაიკეთოთ. უბრალოდ დაასველეთ ბამბის ტამპონი რძეში და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ, როდესაც ჩამოიბანთ, შედეგსაც დაინახავთ.
2. ნახევარი ჩაის კოვზი უნალექო ყავა, ერთი კვერცხის გული და ერთი ჩაის კოვზი თაფლი ერთმანეთში შეურიეთ და სახეზე 15 წუთიდან ერთ საათამდე გაიჩერეთ. დროის განსაზღვრა თქვენი პრეროგატივაა.
3. ერთი ჩ/კ ფორთოხლის წვენი, ერთი კვერცხის გული 20 წვეთი ლომონი ერთმანეთს შეურიეთ და სახეზე წაისვით.
4. ერთი სუფრის კოვზი რძე და ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი ოდნავ შეათბეთ, შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ხაჭო და საზეზე დაიფინეთ.

ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ ხართ თუ არა ალერგიული იმ პროდუქტების მიმართ, რომლებსაც ნიღბისთვის იყენებთ.

წელიწადის ყველა დროს თავისი ხილი აქვს… ძალიან სასარგებლოა ნიღბად ახლადშემოსული ხილის გამოყენება. განსაკუთრებით სასარგებლოა სახის კანისათვის მარწყვის, ატმის, ვაშლის ნიღბები. კიტრის საფენები აშრობს კანს და ნუ გამოიყენებთ მშრალი კანის შემთხვევში… კარგ ეფექტს იძლევა ნიახურის ფაფის ნიღაბი. სახეზე არც ნესვის, ბანანის წასმას მოერიდოთ. სამი ნაერთის კომბინაცია: ბანანი, ნესვი და ატამი კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, ის ხავერდოვანს ხდის თქვენს კანს. აუცილებლად უნდა გახსოვდათ, რომ როდესაც ხილის ნიღაბი გაქვთ სახეზე, მზის სხივებს უნდა დაემალოთ!

მშრალი კანისთვის ასევე ძალიან სასარგებლოა პოპულარული ნიღბებიც, მაგალითად:

1. შავი პურის გული (არ დაფხვნათ) დაალბეთ რძეში, მერე ოდნავ გაწურეთ და დაილაგეთ მთელ სახეზე. სასურველია, წამოწვეთ. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით შესაბამისი მკვებავი.

2. 1 ცალი მოზრდილი კარტოფილი კანიანად მოხარშეთ კარგად, გაფცქვენით და ჩასრისეთ. დაუმატეთ 2 სადილის კოვზი რძე, 1 ცალი კვერცხის გული, კარგად აზილეთ და დაიდეთ სახეზე. ზემოდან დაიფინეთ ქაღალდის ხელსახოცი ან რბილი ნაჭერი და წამოწექით. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.

3.კარგად შეურიეთ: 1 სადილის კოვზი ახალი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი სადილის კოვზი ფორთოხლის ახალ გამოწურული წვენი ან მარწყვის რამდენიმე ნაყოფი. დაუმატეთ თითო ამპულა ფბ ს და უ ვიტამინები (იყიდება აფთიაქში) და კარგად აურიეთ. წაისვით მთელ სახეზე, ყელსა და დეკოლტეს მიდამოებში. ჩამოიბანეთ 30 წუთის შემდეგ, ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით. წაისვით მკვებავი კრემი. ამ ნიღბის გაკეთება ეფექტურია კვირაში ერთხელ.

ახლა კი  ღვიძლის ლაქებისა და ჭორფლების მოსაშორებელ უვნებელ და საკმაოდ ეფექტურ ნიღაბს გასწავლით:

წვრილად დაჭერით ახალგაზრდა (ყვითელი) ბაბუაწვერას 6–8 ფოთოლი, დასრისეთ ხის კოვზით და შეურიეთ 2 ჩაის კოვზ უცხიმო ხაჭოში. სანამ ამ მასას სახეზე დაიდებთ, წაისვით ბაბუაწვერას წვენი. 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი. ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ.

ეს ნიღაბი კი რბილებს და აახალგაზრდავებს კანს.

ნიღბისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 1 სუფრის კოვზი თაფლი; 1 სუფრის კოვზი ყავა; 3 წვეთი აბუსალათინის ზეთი; 1/2 ჭიქა რძე. ინგრედიენტები ერთმანეთში საგულდაგულოდ აურიეთ და მიღებული მასა წაისვით სუფთა სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით მკვებავი კრემი. ნიღბის წასმამდე სასურველია გაიკეთოთ სახის პილინგი.

ნებისმიერი ნიღბის შემდეგ, დაბანილ კანზე აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი. რაც მთავარია, სწორი, ბალანსირებული კვება, მავნე ჩვევების უარყოფა, საკმარისი ძილი, ვიტამინებისა და მინერალების მიღება (განსაკუთრებით ის ვიტამინები, რომლებიც კანს ესაჭიროება – სბ იბ უბ ფ ვიტამინები და იოდი), რეგულარული ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ხარისხიანი პარფიუმერიისა და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება დაეხმარება თქვენს კანს სილამაზის დიდი ხნით შენარჩუნებაში.

2 Comments

2 thoughts on “ნიღბები მშრალი სახის კანისთვის…

  1. dzalian gtxovt mitxarit ra movuxerxo saxeze tetr gamonayars..meubnebian ro cximis dagrovebaa..mtel saxeze gansakutrebit tvalis areshi maqvs tetri gamonayaris msgavsi ragac…gtxovt mirchiot rame

    • ჩემი გამოცდილებით გირჩევთ რომ ჩვეულებრივი საკერავი ნემსით ამოიღოტ თეთრი გამონაყარი ოღონდ ნემსი სპირტით გაწმინდეთ. მეც მაწუზებდა თეთრი გამონაყარი და ჩვეულებრივი ნემსით ამოვღე ზალიან პრთხილად. პროცეურის დასრულების მერე სახე სპირტით გაიწმინდეთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s