მე ვითბობ გულს გულგრილი საზოგადოების მიმართ…

გუშინ ქუჩაში ქვას ფეხი წამოვკარი  და წინ მიმავალ გოგონას მივეჯახე… გოგოს შეეშინდა და უცებ მოტრიალდა.
ისი შეხტომისთანავე დავიწყე ბოდიშების გრძელი რეგლამენტიმაგრამ შემომხედა და გაეცინაარ ველოდი მსგავს რეაქციას და გამიხარდა.
მერე მოვდიოდი და ვფიქრობდიისეთი იშვიათი გახდა ქუჩაში თუნდაც უბრალოდ ღიმილის მიღება,
რომ გაკვირვებას იწვევს.
შეგიმჩნევიათროგორი დადის ხალხიგაცივებული მზერითთუ ვინმე იცინის – ან ბავშვები არიანან თინეიჯერებიცოტა უფროსებს უკვე ბარგი აქვთ სათრევიზოგიც თვლის რომ თვითონ არის ბარგი.

სახლში რომ მოვედი როგორც მჩვევია ხოლმე ინტერნეტში დავიწყე ამ პრობლემაზე სხვების აზრის მოძიება და ერთერთ ბლოგზე საინტერესო ჩანაწერს წავაწყდი….

უეცრად ყურში ყვირილის ხმა ჩამესმა, თვალები გავახილე და ჩემგან მოშორებით აუდიოტიორიაში ბიჭები ჩხუბობდნენ. გულგრილად შევხედე მათ და ძილი განვაგრძე. უცებ მხარზე ვიღაცამ ხელი მსუბუქად შემახო და მითხრა:

_ ადე მეგობარო, ლექცია დამთავრდა აქ ხო არ აპირებ გათენებასი

თავი ავწიე და იმ მხარეს მივტრიალდი საიდანაც ხმა შემომესმა.თავზე გაღიმებული წითელკაშნეანი ბიჭი დამდგომოდა. ”სიამოვნებით გავათენებდი აბა აქ რა დამრჩენია” _ გავიფიქრე ჩემთვის. მერე კი ფეხზე წამოვდექი და ჩემს გვედით მდგომ წითელკაშნეან ბიჭს მივმართე:

_ იქ რა ხდება რატო ხოცავენ ერთმანეთს

_რავი, მე რომ გამეღვიძა უკვე ჩხუბობდნენ _ გაიცინა ბიჭმა

_ გასაგებია. რომელი საათია ხო ვერ მეტყვი ტელეფონი დამიჯდა ? _ ვკითხე მე

_ რა პრობლემაა,ააახლავე… 6 დაიწყო .

_ მადლობა_ ვუთხარი ბიჭს და აუდიტორიის კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე. ოთახი დავტოვე თუ არა მაჯვენა მხარეს მუცელში საშინელი ტკივლი ვიგრძენი და იძულებული გავხდი უნივერსიტეტის კიბეებზე ჩამოვჯდარიყავი. ტკივილი ძლიერდებოდა, მთელი მარჯვენა მხარი გამიშეშდა. კედელს მივეყუდე და ჩუმად დავიკვნესე. ერთხანს ასე ვიჯექი, დროთა განმავლობაში ტკივილმა მიკლო. ირგვლივ მიმოვიხედე. ყველა თავის საქმეზე გარბოდა, არავინ გაჩერებულა და უკითხავს რამე ხომ არ გჭირდებაო. ხალხი გაცივდა, ყველა შეიცვალა , უმრავლესობა მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს. მართალია სწავლა ახალი დაწყებული იყო და არავის ვიცნობდი ჯერ მაგრამ აუცილებელია ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარო როცა იცნობი _

ბარბაცით წამოვდექი და კიბებზე ნელი ნაბიჯით ჩავედი. ფრთხილად გავუყევი კოლიდორს და უნივერსიტეტიდან გამოვედი. გარეთ წვიმდა. საოცრად გრილოდა და მიწას საოცარი სურნელი ასდიოდა. ხარბად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი და სახლისკენ წამოვედი.

მივდიოდი ნელა, აუჩქარებლად. ერთროულად მინდოდა და არც მინდოდა ჩემს ღარიბულ სახლში მისვლა. მივდიოდი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს უიღბლობაზე, ჩემს გაჭირვებასა და ჩემს ტკივილზე. ხშირად გავქცევივარ მსგავს ფიქრებს, უკეთესი მომავლის მოლოდინში. ხშირად გამიმხსნევებია ჩემი თავი იმით რომ მიუღწეველი არაფერია, ჩემი მონდომებით ყველაფერს შევძლებდი. ახლა კი ეჭვი მეპარება. ან მართლაც რისი მიმღწევი ვარ. მონდომება და იმედი რომ შევინარჩუნო , ჯანმრთელობა იმის საშუალებას არ მომცემს რომ ჩემი მიზნები განვახორციელო. ბოლომდე ვარეფერს ვაბამ თავს. ერთადერთი იმედი და ცხოვრების აზრი, რის გამოც ბრძოლას ვაგრძელებდი და ვცხორობდი , თათია იყო. ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი, რომელიც ისევ ჩემი უგუნურობის და უიღბლობის გამო დავკარგე. ამ ფიქრებში ვიყავი რომ რუსთაველის მეტროს მივადექი. ექსკავატორი ჩავირბინე და მატარებელში ჩავჯექი. გადავწყიტე სახლში მისვლამდე ცოტავ კიდე გამესეირნა. ავლაბრის მეტროში ამოვედი და მეტეხამდე ფეხით ჩავედი. ეკლესსი ეზოში რომ შევედი, ძეგლს მივეყუდე და ფიქრი განვარგძე. წვიმამ იმატა . აქამდე თუ უმნიშველო იყო , ახლა მსხვილი წვეთები ხშირად მეცემოდა. ვსველდებოდი მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. მარჯვენა ფედში ტკვილმა მიმატა. სახე ტკივლისგან მემანჭებოდა თუმცა ადგილიდან არ ვინძრეოდი. თითქოს რაღაც ძალა მაკავებდა აქ, მარცხნივ ხიდისკენ გავიხედე და მზერა გამიშეშდა. უცნობი გოგონა მოაჯირზე გადასულიყო და ქვევით იყურებოდა. მე ავღელდი. თავიდან დავიბენი , ვერ გამერკვია რას აპირებდა გოგონა. ცოტა ფიქრის შემდეგ ადგილიდან მოვწყდი და თითქმის სირბილით. რამდენადაც ეს შემეძლო მტკივანი ფერდის გამო მისკენ დავეშვი….
იქნებ არც ის ბიჭი მოეკლათ გვერით აუდიტორიაში რომ მივსულიყავი…“

 ძალიან იმოქმედა,  გამახსენდა ყოველი ცივი მზერა, პასუხი, უხეშობა და . რაც უცხო ადამიანისგან დაუმსახურებლად მიმიღია და ამ გულგრილობის აღმოფხვრის საშუალებების ძიება დავიწყედა ძალიან გამიხარდა რომ ამ თემასთან დაკავშირებით პატრიარქის ქადაგება ვიპოვნე

ჩვენი ახალგაზრდები ნიჭიერნი, განვითარებულნი არიან, მაგრამ აღზრდა აკლიათ. ვერ აღზარდა ვერც სკოლამ, ვერც მშობლებმა, ვერც ეკლესიამ. ხშირი შემთხვევაა, როცა სულ უბრალო საკითხზე ისინი ხმარობენ იარაღს, დანას და თითქოს ეს არაფერია. სინამდვილეში არის უდიდესი ცოდვა ღვთის წინაშე და ჩხუბის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ იარაღი. თუ ვაჟკაცი ხარ, შენი ძალით ებრძოლე იმ შენს მოწინააღმდეგეს. ლაჩრობაა, როცა ადამიანი ადამიანს არტყამს დანას. ეს მეტყველებს შენს სისუსტეზე. თუ შენ შეგიძლია, უნდა ებრძოლო შენი კუნთებით, შენი მუჭით და არადანით და იარაღითსაჭიროა ფსიქოლოგები. ფსიქოლოგები აუცილებელია ყოველ დაწესებულებაში. ეკლესიაშიც საჭიროა, სკოლებშიც, ინსტიტუტებშიც. ფსიქოლოგებმა უნდა ესაუბრნონ ადამიანებს. მინდა, ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ფილოსოფიას და ფსიქოლოგიას. ბოლო დროს დაიხურა ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტები. სინამდვილეში ეს ძალიან საჭიროა და ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, ბატონ პრეზიდენტს, რომ მიაქციოს ამას ყურადღება. ადამიანს სჭირდება ფილოსოფიური, ანალიტიკური აზროვნება
30
წელია ჩვენ ამის შესახებ ვლაპარაკობთ. თუ ჩვენ გვექნება, როგორც საგანი, ფსიქოლოგია, ლოგიკა, ფილოსოფია პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასამდე, ჩვენ მივიღებთ მოაზროვნე ახალგაზრდობას, რომელიც არ დაუშვებს შეცდომას და უნარი ექნება ფილოსოფიური აზროვნებისა. ამიტომ ჩვენმა განათლების სამინისტრომ, ოჯახებმა, მშობლებმა, სამღვდელოებამ, პატრიარქმა, პრეზიდენტმა, ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხებს. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ახალგაზრდობა და არა მხოლოდ მუშახელი. ჩვენ გვჭირდება ისეთი ახალგაზრდობა, რომელიც დაადგება ჭეშმარიტ გზასხშირი შემთხვევაა, როცა თავის იკლავენ. თავის მოკვლა არ არის გამოსავალი. ამით სამუდამოდ ეშმაკს აძლევს სულს
ბრძანა საქართველოს პატრიარქმა ილია ||– 15 იანვარს ქადაგებისას.

გიხაროდენ, მიმადლებულო. გიხაროდენ – ეს იყო ძველებრაული მისალება, მართლაც რა შეიძლება ადამიანს უსურვო სიხარულზე დიდი; სადაც სიხარულია, იქ ხომ აუცილებლად ღმერთიცაა, სადაც სიხარულია, იქ ჯანმრთელობაა, მშვიდობაა, ბედნიერებაა. გიხაროდენ, მიმადლებულო, ე.ი. მადლმოსილო. ეს მადლი ქალწულმა მარიამმა დიდი რწმენით, დიდი სიყვარულით, ჭეშმარიტი თავმდაბლობით შეიმოსა. წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთი მადლს მხოლოდ თავმდაბალთ ანიჭებს, ხოლო ამპარტავნებს შემუსრავს. მე მინდა ერთხელ კიდევ გავუსვა ხაზი თავმდაბლობის სიდიადეს, რადგან ეს მომაკვდინებელი სენი – ამპარტავნება ძალიან მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს ხალხს. ყველა გასაჭირი და უბედურება, რაც კი განგვიცდია და რასაც დღეს განვიცდით, ჩვენი ურწმუნოებისა და ამპარტავნების შედეგია. უფალი ხომ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვიბრუნებს იმ მადლს, რომლითაც ჩვენი დიდი წინაპრები იყვნენ შემოსილნი, თუ ამ საშინელ სენს დავძლევთ და შურის, ღვარძლისა და მტრობის ნაცვლად ერთმანეთის პატივისცემასა და სიყვარულს ვისწავლით.

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s