ირაკლი ჭინჭარაული

***

შენ დამიბერდი, მუხლიც დაბერდა,
ვეღარ იტყუებ თავს, რომ „იცხოვრებ”.
ეხლა ვდგავარ და გადასახედთან
შენი ცხოვრებით გზას მე ვისწორებ.
…………………………………
ეხლა ვდგავარ და ვენდობი მიწას,
გინდ უცოდველი გულივით გასკდეს,
ვერ დაგაკრავენ კუბოზე ფიცარს,
ვერ გადაგწევენ უბრალოდ განზე!
რადგან წუხილი ასე დიდია..
საოცარია მართლაც აღდგომა.
შენი დაცემის მეშვიდე წამზე,
ჩვენ ვიზეიმეთ შობის დადგომა. )
დაგემსგავსება ხვალე აისი,
ან სამწუხარო მოლოდინია.
არ შემეკითხო „განა რაიცი”,
რომ „სამოთხეში აღარ მიდიან”.
……………………..
ვერ გადარია ამოღროფებამ
ჩვილი ბავშვივით ნისლებს, რომ ბადებს.
ხვალ დედამიწა ფულივით დაგვთვლის
და მილიონებს იღბალზე დადებს.

___________________________________________

• • •

არ დაუშვათ დღეს არცერთი ფარდა,
არ განკიცხოთ დღეს არცერთი ფიქრი,
აქ ხევსურებს დაუდგიათ ტაბლა
და ბრძოლისთვის ემზადება ნისლი.

აქ უკრავენ უსაშველო სევდას,
დროს უდროოდ გადაუსხეს სისხლი,
აქ სიკვდილი სანამ კუბოს ძერწავს,
ხითხითებენ, დასცინიან სიკვდილს.

____________________________________________

***

მთავარი მარტივად,
დღე ღამე თავისით,
ასე და ამგვარად ყოველთვის მოვითხოვ,
ჩემს გზაზე გამიშვით!
არაფერს უფლისგან, აწ უკვე განწირულს
ვიდრე ფიქრს გავწვდები,
გამიძლებს სიტყვები სათმელად მეთქმიან
ითქმიან…
მერე შენ ჭედავ და უბრალოდ ირევი.
რატომ არ რიღასთვის ვისია სამყარო?!
მკითხე და მე გეტყვი ის ჩემით სულდგმულობს!
ოდესმე ონკანით ნიავი ბახმარო დაგატკბობს,
მიხვდები რომ თურმე სამყარო შენია საუფლო,
თურმე რომ სხვა ბევრიც და თვითონ სამსჯავროც.
ასე და ამგვარად, ყოველთვის მოვითხოვ
ჩემს გზაზე გამიშვით!
მე ჩემი ჯვარი მაქვს, და მინდა ნაწილი რომ შენიც ვატარო

_______________________________________________

–  –  –

სიტყვები ტრაფარეტს, არცერთი თვალისთვის
არ არის უცხო ის სიცოცხლის გენია,
ჩაივლის ჩანაფიქრს არაფერს განახებს,
სიცოცხლე ფობია, სიცოცლხე ფობია
დასჩემდა სიყვარულს…
კი! თვითონ სიყვარულს დასჩემდა
საათის უღმერთო წუწუნი.
აისი დაისის ნარჩენებს ალაგებს,
და ისიც გაჩენის პირველი წამისთვის
პირველი წამიდან „რაღათქმა უნდა“ _თი ნათქვამი სიტყვები
მომწყინდა, მომბეზრდა ცხოვრება ხვალიდან
დაწყებით დავიწყე ამბოხი განისთვის
გავიტან შენით ან უშენოდ გავიტან.

______________________________________________

–  –  –

სიტყვებით არცერთი, ფიქრებით საჩემო
ნათლია მე თვითონ, და კიდე არავინ,
ზეიმის მიწურულს დავსვარე საყელო,
დანა პირს არ მიხსნის! არ მიხსნის დანა პირს!

გაგიჟდა თვალები უაზრო ცეცებით,
ლემადის აზრები თანდათან მყიდიან,
კუს ცხენით გაგასწრებ, არა თუ ფეხებით,
რადგან სხვა ცხოვრება სულ ფეხზე მკიდია.

______________________________________________

*          *           *

ყავადალეული დილის სისხამია,

თბილისს გაუთენდა დილა ტიპიური.

ისე, ბანალურად დღე არ მიხარია,

ღამე მირჩევნია რაღაც მითიური.

ყველა რეალობას ქალებს მივაწერდი,

რომ არ შესძლებოდათ ქალად დაბადება.

წუხელ, რაღაც აზრებს ისე ვიმატებდი,

მგონი დამავიწყდა წამის გადადება

…………………………………………………

ხომ არ შეიძლება,რომ არ შეიძლება,

ერთი, წაგლეჯილი, წამის გადადება.

………………………………………………….

ისევ მომაკვდავი დილიდ სისხამია,

გარეთ ყველა სახის ვიცი სათაური,

თითქოს არაფერი იქ არ უწამია,

ისე უცაბედად გახდა აქაური.

ღამის, შუაღამის თეთრი საათია,

მე და უძილობა გავხდით ძმობილები.

მზეზე დედამიწამ ღამე გაათია,

ვინღა ურჯულო და რაღა სადაური..

_______________________________________________

–   –   –

აღარ მყოფნის სიტყვები,
გადამყიდველს დავეძებ,
თეთრი გზატკეცილიდან გადავდივარ, ვლურჯდები,
როგორც მკვდარი კუბოში, სიკვდილიდან მეორე
დღეს სუდარას უხდება,
მე მამშვენებს ფიქრები, შენზე დაგეშილები.
აღარ მინდა სამკერდე ნიშანი და პერანგი,
თუკი მასში უჩვენო მოგონება ეხვევა,
დღე საჩვენო ნაბადში, უკვე მთვარეც გორაობს,
წვერებ გადაგრეხილი ჯოჯოხეთიც მოვიდა.
სანახავად გავედი, მეცხრე და ან მეშვიდე
ტაეპების მოლოდინს სულ სხვა ნისლი აწუხებს,
მე გაჩვენებ სამოთხის ჯერ არ ნახულ ჩანართებს,
ვერაფერის სანაცვლოდ არაფერი გვექნება.
ვეღარ ნახავ წელიწადს, ბანალური დროებით,
მართლა გადაირია ძვლები პაპის საფლავში.
მე გადავცემ საოცარ, უღიმღამ ნაპოეტარს,
როგორ გადაგვეჩვია უკვე ყველა ქადაგი.
აღარ მყოფნის ფრაზები, გადამყიდველს დავეძებ
თეთრი გზატკეცილიდან გადავდივარ, ვრუხდები…

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s