თაობები იცვლება და ფასეულობები ევოლუცირდება

ალბათ დამეთანხმებით რომ უიშვიათესია უფროსი თაობის წარმომადგენელმა ახალგაზრდებზე დადებითი აზრი გამოთქვას… მიზეზი მარტივია, თაობების ღირებულებები ევოლუცია განიცდიან.
ღირებულებები, დროით, კულტურით და პიროვნული მახასიათებლებით ყალიბდება.სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური გარემოს მკვეთრი შეცვლა, ჩვეულებრივ ცვლის საზოგადოებაში არსებულ ფასეულობებს…
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა მკვეთრად შეცვალეს როგორც პოლიტიკური, ასევე სოციო-ეკონომიკური გარემო. შეუძლებელია ამ ცვლიელბებს მოსახლეობაში არ გამოეწვია ღირებულებების ცვლა, და ეს ცვლიელებები უკეთ არ გამოკვეთილიყო ახალგაზრდებში.
ღირებულებები ძირითად წარმოდგენას გვიქმნის ადამიანებზე,
ღირებულებებით განისაზღვრება მომავალი და
მართლდება წარსული…
როგორ აღიქვამენ ამ ევოუციას ადამიანები?
მოდი მსჯელობა უფროსი თაობის ერთერთი წარმომადგენლის მოსაზრებით დავიწყოთ … ქალბატონი ირმა ზარიძე 3 შვილის დედა და 2 შვილიშვილი ბებია ამბობს რომ
„ცისფერყანწელების , გუდიაშვილის, და სხვათა ეპოქა, ვერ ჩამოვთვლი ყველას, ძალიანაც რომ მინდოდეს! ქართველებს ყავდათ კოლორიტები, ვაჟკაცები, ქალაქელი თუ ჩამოსული ადამიანები, რომელთა საქციელი სამაგალითო იყო ყველასთვის, გოგლა, დუმბაძე, ნიაზ დიასამიძე, და უამრავი სხვა კიდევ.
საქმე ალბათ პიროვნებებშია, რამდენად უძლებს კონკრეტული პიროვნება ცივილიზაციის და დროის ზეწოლას! გარემო კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია!
საზოგადოება კი ამ პიროვნებებისგან შედგება.
ახლანდელი აახალგაზრდა ვერ დაჯდება ქართულ სუფრასთან, და ვერ დალევს საქართველოს სადღეგრძელოს, იმიტომ რომ არ იცის, ვინ იყო მირზა გელოვანი, მისი გონება ათასნაირი “ქაუნთერებით” არის დაკავებული. არ იცის მულტფილმი “მძლეთამძლე”, სამაგიეროდ, იცის რა არის, “სპაიდერმენი” და კიდევ რაღაც… ვერც “ღელე-ღურდანის” სადღეგრძელოს დალევს, იმიტომ, რომ არ იცის, რა არის სოფელი, ფეხშიშველა არ მდგარა მდინარეში და ხელით ღორჯო არ დაუჭერია!
მაგრამ ეს ყველაფერი დროის გავლენაა მართლაც, თუ ქართველი მშობლების მოუცლელობა? თუ სიზარმაცე? თუ ის, რომ დღეს თვითგადარჩენაზეა ქართველი დედა კონცენტრირებული, და საღამოს ბავშვის საწოლთან ზღაპრის წასაკითხად არ ცალია?
ძალიან ამოუწურავი და საინტერესო თემაა.
რა თქმა უნდა იყვნენ საზოგადოებაში ადამიანები რომლებიც წარმოადგენდნენ მიბაძვის მაგალითს. ანუ იყვნენ ავტორიტეტები. საზოგადოება ყოველთვის ირჩევს ადამიანებს, ვისი წაბაძვის სურვილი აქვს.
ქართულ საზოგადოებაში გასული საუკუნის 60-70 წლებიდან ჩნდებიან კრიმინალური ავტორიტეტები და ახალგაზრდობა იწყებს მათი წესებით ცხოვრებას.
ამ მოვლენამ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეასრულა საქართველოს პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებში, მოხდა საზოდოების მაქსიმალური კრიმინალიზაცია, რამაც მოიტანა თავისი…“ _ო
ამბობს ქალბატონი ირმა და რადგან მისმა აზრმა ასე ვთავქთ „პროტესტი“ გამოიწვია ჩემში, გავაგრძელე ძიება თაობებს შორის როგორ ევოლუცირდება ღირებულებები და
მოვიპოვე ძლიან საინტერესო კვლევები და სტატისტიკიბები თაობების ფასეულობების შესახებ… წიგნი სახელწოდებით „თაობები და ღირებულებები“
ავტორი ნანა სუმბაძე, „ღია-საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით განხორცილებული პროექტი…
გამოკვლევები ცხდყოფს რომ:

1)დღევადენლი ახალგააზრდობა, სხვა თაობებთან შედარებით უფრო მეტ ეკონომიკურ ოპტიმიზმს იჩენენ.
ახალგაზრდების შემოსავალი უფრო მეტად არის დამო-
კიდებული კერძო ბიზნესზე, ხოლო უფროსი თაობის სა-
ხელმწიფო წყაროებზე.
ჩემი აზრით ეს მხოლო ახალგაზრდების შრომისუნარიანობას, და თავისუფალ აზროვნებას უსვამს ხაზს და ეს ძალიან კარგია!

2) დღევანდელი ახალგაზრდობა უფროს თაობაზე მეტად აფასებენ თა-
ვისუფალ დროს, მეგობრებს, რელიგიას, სამსახურს
და განათლებას, უფროსი თაობა კი ახალგაზრდობაში ამ დროს პოლიტიკას და
საზოგადოებრივ ცხოვრებას უთმობდა.
დამეთანხმებით ალბათ რომ ბოლო ათი წელია ქართული საზოგადოება ძალიან გაცივდა და ამიტომ ძალინ გვჭირდება მორწმუნე, განათლებული და მეგუბრული ადამიანები…
3) ახალგაზრდები, წინა თაობის ახალგაზრდებთან შედარებით უფრო მკაფიოდ გამოხატავენ პატივისცემას, ინტერესს და სიყვარულს ძველი ტრადიციების, ხელოვნებისა და კულტურის მიმართ. ადრე ამ ელემტებისადმი სიყვარული ასაკის მატებასთან ერთად მოდიაოდა. _ო
და სწორედ ეს არის პასუხი ქალბატონი ირმა ზარიძის ნააზრევზე… უსაფუძვლოა მისი ნერვიულობა იმაზე რომ ჩვენ თაობას არ შეუძლია ძველის დაფასება…
და მეოთხე
4) დღევანდელი ახალგაზრდა ოჯახები ორიენტირებულია დამოუკიდებელი და სამართლიანი შვილის აღზრდაზე. ადრე კი ბავშვები მშობლის ინტელექტს ვერაფრით გასცდებოდა…
ჩემი აზრით ეს ევოლუციაც ჩვენი თაობის პლიუსია რადგან სამართლიანობა და დამოუკიდებლობა ყველა ადამიანს სჭირდება თუ გვინდა მშვიდი გარემო… ეს რაც შეეხებოდა გამოკვლევებს, ახლა კი მინდა გაეცნოთ 2007 წელს გახსნილი ფორუმის ავტორის, ბატონი მალხაზის პოსტს:

„რა თქმა უნდა, ყველანი ჩჳენ ოჯახიდან მოვდივართ, ის თაობა რომელიც ზრდის დღევანდელ თაობას, ასწავლის პირდაპირ ან ირიბად (თავისი ქმედებით) ის რაც მისი აზრით იქნება მომგებიანი მისი შვილისთვის, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის ინტეგრაციას საზოგადოებაში და მის წარმატებას.
ერთი თაობა შობს მეორეს და ას. შ. ესეიგი თუ “ცუდი” თაობაა, ეს წინა თაობის “ბრალია” ხოლო თუ წინა თაობა იყო “ცუდი” კიდევ უფრო წინა თაობის, შესაბამისად ცუდი შობს ცუდს ამ ლოგიკას რომ მივყვეთ.
მე მაქვს შესაძლებლობა შევადარო მამაჩემის, ჩემი და ახლანდელი თაობა.
მამაჩემის თაობა ქუჩაში გაიზარდა, მათი მამების უმრავლესობა ომში დაიღუპა, დედები მუშაობდნენ ბავშვი პრაქტიკულად აღზრდის გარეშე იყო დარჩენილი. მიუხედავად ამისა ქუჩა იყო აბსოლუტურად სხვანაირი, ჩემი თაობის ქუჩისგან განსხვავებული.
ურთიერთობა იყო აგებული ურთიერთ პატივისცემაზე, მიუხედავად იმის რომ იყო ჩხუბიც, თავგასულობაც და ისეთი ისტორიები მაქვს მოსმენილი რომ თმები ყალყზე დაგიდგება, მაინც ის თაობა არ იყო კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი. ანუ ცნობიერება არ იყო მიმართული ერთმანეთის დაჩაგვრისკენ, თუმცა იყვნენ ყოჩები, რომლებსაც თავიანთი წესები ქონდათ და ამ წესებს ემორჩილებოდნენ სხვები, წესები იყო ადამიანური, სამართლიანი, ამიტომაც თბილისი იყო თბილი და მოსიყვარულე ქალაქი.
თითქმის ყველა სახლში ისმოდა სიმღეა, ბიჭები რომლებიც ქუჩაში იზრდებოდნენ, ახერხებდნენ სწავლას, კითხულობდნენ წიგნებს. არსებობდა უბნის ინსტიტუტი, უბნელობა გარკვეულ ქცევის წესებთან იყო დაკავშირებული, უბნელები ყოველთვის ახერხებდნენ საერთო ენის გამონახვას და ჩხუბის შემთხვევაშიც კი, რომელიც საკმაოდ ხშირი იყო, ხდებოდა შერიგება დამეგობრება, ხალხი ერთმანეთს მოსაკლავად არ იმეტებდა
მაგრამ ამ თაობის შემდგომი თაობა ანუ ჩემი თაობა საკმაოდ განსხვავდებოდა მათგან, შემოვიდა კრიმინალური “ხიშჩნიკური” მენტალიტეტი, რომელმაც დაყო ყველა და ყველაფერი, გახდნენ ჩვენიანები და სხვები, ანუ კარგად უნდა მოქცეოდი ძმაკაცს, პატიოსნად, მაგრამ სხვების მიმართ იგივე წესები არ ვრცელდებოდა. ანუ საზოგადოება ერთგვარად ჩაიკეტა, მხოლოდ გარკვეული მენტალობის მქონე ადამიანი იყო საპატივცემულო, განათლება, წიგნი, აბსოლუტურად უცხო გახდა თაობისთვის, გამოჩნდნე კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც დანერგეს “ფასეულობათა” ახალი სისტემა. ამ დროს მოხდა “კაცობის” და “ქურდობის” გაიგივება და სამართლიანობა და მტყუან-მართალის გარჩევა კრიმინალური წესებით ხდება, მთელი საზოგადოება გახდა კრიმინალური.
ჩემი თაობის შემდგომ თაობაში მოხდა საზოგადოების სრული ნარკომანიზაცია, მერე იყო მხედრიონი, სამოქალაქო ომები, მიშას დროს კრიმინალური ავტორიტეტების განადგურება, რომლის შედეგადაც მივიღეთ აბსოლუტურად უმართავი თაობა, რომელსაც ყალბი კრიმინალური “ფასეულობებიც” კი არ გააჩნია…“

შეგახსენებთ რომ ეს არის 2007 წელს დადებული პოსტი თბილისიფორუმზე და აქ წყდებოდა ავტორის მოსაზრება… მე კი ძალიან მაინტერესებდა მისი აზრი დღვანდელ თაობაზე, ბატონი მალხაზი მოვძებნე და ვთხოვე გაეგრძელებინა ეს საინტერესო მსჯელობა…
და ჩემდა გასაკვირად და სასიხარულოდ მან განაგრძო

თუმცა ჩემდა გასაკვირად, ამ თაობამ შეძლო საკუთარი კისრის დაჭერა და მოულონდელი შედეგი აჩვენა ქვეყანას.. დღევანდელი თაობა ჩამოყალიბებულია საკუთარი ინდივიდუალურობის ხარჯზე. რა თქმა უნდა ავტორიტეტი ყველა თაობას ყავს მაგრამ ამ ავტორიტეტის განხილვაც სწორად ხდება ამ თაობაში… კარგად აანალიზებს ახალგაზრდობა ავტორიტეტი რით და რატომ იმსახურებს პატივისცემას და მიბაძვას და რით და რატომ იმსახურებს უპავტიცემულობას.. ვფიქრობ დემოკრატიის თესლმა აღმოცენება დაიწყო.. ეს კი მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ბავშვები არ არიან დაზომბებულები, აქვთ საშუალება ევროპაც ნახონ, აზიაც და გადაალაგონ რა ღირებულებები უნდა გადმოიღონ თითოელიდან… ჩემს თაობას უბრალოდ აზომბირებდნენ და ეს ხდებოდა მედიით, სატელევიზიო გადაცემებით, ავტორიტეტების განცხადებებით და ა.შ.. ქართველი ერი ჭკვიანია თუ მას ჭკუის რეალიზების საშუალება აქვს. ამ თაობამდე ეს არ ქონდათ ქართველებს… ამიტომაც მივიღეთ ასეთი ფენომენი ახლა… ბავშვმა უნდა ისწავლოს ცუდის და კარგის გარჩევა და მერე უნდა მიეცეს უფლება გააკეთოს არჩევანი. ადრე კი მხოლოდ მზა პროდიქტებს იღბდა ქართული საზოგადოების ტვინი, უკვე რამდენიმე კონკრეტული ადამიანსი ნააზრევს და თავებში ჩასაპროგრამირებლად გამზადებულს… წარმატებებს ვუსურვებ თქვენს თაობას, ჩვენს საქართველოს . „
მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მალხაზს ძალიან საინტერესო და დადებითი მოსაზრებისთვის… ალბათ უფრო ღირებულს ვერაფერს დავამატებ მაგრამ მე მაინც მინდა ვუთხრა ყველა ქართველ მშობელს, რომელიც ჩვენს თაობას კიცხავს… ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ გაზარდეთ შვილები იმ ისტორიული გმირობების სწავლებით რომ დედები წარბშეუხრელად უშვებდნენ ომებში თავიანთ შვილებს და თქვენ სავალდებულო ჯარსაც კი არიდებთ შვილებს ნებისმიერ ფასად… თქვენ გაზარდეთ შვილები იმის ძახილში რომ თავისუფლება ყველაზე ტკბილია და უკვე ზრდასრულს უკონტროლებთ ყველა ნაბიჯს… თქვენ მთელი ბავშვობა უნერგავდით რომ ვაჯკაცობით ფასდება კაცი, და სკოლიდან დაბრუნებული დასაჯეთ რომ ის თანაკლასელს მიემხრო როცა უმიზეზოდა ჩაგრავდნენ თანატოლები.. თქვენ ასწავლით შვილებს და საკუთარი საქციელით საპირისპირო მაგალითს უჩვენებთ მერე კი წუხხართ რომ თაობაა ცუდი… თორე ყველას თავისი შვილი ოქრო ჰგონია..
თქვენ გვასწავლით რომ მთავარია “ენა, მამული, სარწმუნოებაა” და გვარიდებთ ყოველგვარ სოციალურ აქტივობებს რადგან ფიქრობთ რომ სამომავლო კეთილდღოებისთვის ასე სჯობს . . .თქვენ ხართ დედები და გასაგებია მაგრამ თქვენ საქართველოს დედები ხართ… თქვენ საქართველოს დედები ხართ… და თქვენი შვილები საქართველოს შვილები არიან…!
ალბათ სწორედ დღევანდელი სიტუაციის გააზრებით ჩამოგვიყალიბა ჩვენმა უწმინდესმადა უნეტარესმა პატრიარქმა სამი ღირებულება “ღმერთი, სამშობლო ადამიანი” ღვთის მოშიში და მოსიყვარულე, სამშობლოზე თავდადეული და შეყვარებული, კაცთმოყვარეც იქნება აუცილებლად…
თქვენი მთაავარი პრობლემა უწგნურობააო გვეუბნებით? ამაში მართლაც რომ არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. ჩვენი თაობის ფასეულობებში წიგნი არ არის წინა პლანზე და ვფიქრობ რომ ეს ცუდია🙂 ოთარ ჭილაძის სიტყვები მინდა დავიზმარო….
”რაც უფრო ადრე მივუბრუნდებით წიგნს, მით უფრო ადრე აღმოვაჩენთ საკუთარ თავს. ხოლო, როგორც კი საკუთარ თავს აღმოვაჩენთ, მაშინვე გაგვიჩნდება უკეთესობისკენ სწრაფვის სურვილი. წიგნი მარტო იმას კი არ გვიჩვენებს, როგორები ვართ, არამედ როგორი შეიძლება გავხდეთ, თუკი მას მივენდობით და ვირწმუნებთ… ასე რომ, წიგნს უნდა მივუბრუნდეთ, სხვა გზა არ არსებობს”.
ოთარ ჭილაძე

მინდა გითხრათ რომ ევოლუცია ყოველთის არ არის რეგრესული… თუ ვინმე თვლით რომ არასწორად ვფიქრობ, აუცილებლად მომაწვდინეთ თქვენი ხმა, რომ შევიცვალოთ უკეთესობისკენ…

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s